კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სა-უცხო-ო ვატიკანი

ანუ დადუმებულები

ირლანდიაში, ამ მეტად კონსერვატიულ მხარეში, რეფერენდუმი გაიმართა, არც მეტი, არც ნაკლები, იმის გასარკვევად, დაეშვათ თუ აეკრძალათ ერთსქესიანი ქორწინებები და, ისე მოხდა, რომ რეფერენდუმში მონაწილეთა 60-მა პროცენტმა ერთსქესიან ქორწინებებს მხარი დაუჭირა, ხოლო, რაკი დაუჭირა, ესე იგი, ერთსქესიანი ქორწინებები დაკანონდა.

ამ ამბავს თვით ვატიკანი გამოეხმაურა და ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონება ქრისტიანული პრინციპების საწინააღმდეგო ქმედებად შეაფასა.

მეტიც, სახელდობრ, ვატიკანის სახელმწიფო მდივნის, პიეტრო პაროლინის განმარტებით, ირლანდიაში ერთსქესიანთა ქორწინებების დაკანონება კაცობრიობის მარცხია.

მომყავს ციტატა: „სამწუხაროა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს... ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ჩვენ არა მხოლოდ ქრისტიანული პრინციპების, არამედ კაცობრიობის დამარცხების შესახებ უნდა ვსაუბრობდეთ.“

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, რომის წმიდა სინოდმა უახლოეს დღეებში კათოლიკურ სამყაროს მობილიზაციისკენ მოუწოდოს, რომ ერთობლივად იბრძოლონ ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონების წინააღმდეგ.

მეორე მხრივ, თუმცა ჩვენი არასამთავრობონი ფრიად გამოწვლილვით შეისწავლიან ხოლმე, სახელდობრ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გავრცელებულ განცხადებებს, პატრიარქის ეპისტოლეებსა თუ თვით წმიდა წერილის შინაარსსაც და შენიშვნებსაც გამოთქვამენ (მარტო შენიშვნებს?!) თვით ქრისტიანული დოგმების შესახებ (ძირითადად, იწუნებენ), ვატიკანის ამ განცხადებას სრულიად ქართული არასამთავრობო სექტორი ყრუ დუმილით გამოეხმაურა, აუგს ვინ დაეძებს, შორისდებულები – „ოჰ” ან „ვაჰმე” რაა, ისიც კი არ წამოსცდენიათ, რაც, ცხადია, ბადებს რიტორიკულ კითხვას: იმიტომ რომ ვატიკანი სა-უცხო-ოა?! – 

скачать dle 11.3