კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

მოცურავე

„და სიყვარულთან თამაში სასტიკად აკრძალულია“

სანამ ლარი მცურავ რეჟიმშია, ვერა და ვერ მოხერხდა მისი ამ თავდავიწყებულ შორეულ ნაოსნობაში დამნაშავის მოძებნა. თუმცა ბოლო დროს უკმაყოფილო მოსაზრებები გამოითქვა ქართული საბანკო სექტორის მიმართ. ოღონდ ამჟამად ამ უკმაყოფილების ავტორები ძლიერნი ამა სოფლისანი არიან, თორემ, მოქალაქეებს კარგა ხანია, გული აქვთ გაციებული და არა მხოლოდ იმიტომ, რომ კრედიტებს ფარავენ, ძირითადად, იმ კრედიტების პროცენტის სიმაღლის გამო და იმ მიზეზითაც, რომ ეშმაკიც კი ვერ გაარკვევს, რას და რატომ იხდიან.

ასეა თუ ისე, საქართველოს ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჭირაქაძემ განგაშის ზარები დაარისხა: საბანკო სექტორთან თამაში არ შეიძლებაო (პათოსით: „და სიყვარულთან თამაში სასტიკად აკრძალულია“!).

ამ ზართა დარისხების მოტივი კი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ინიციატივაა საქართველოს ეროვნული ბანკისთვის კერძო ბანკებზე ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევის შესახებ.

გიორგი ჭირაქაძე ბრძანებს: „როდესაც ისეთი კანონის ინიცირება ხდება მთავრობის ან პარლამენტის მხრიდან, რომელიც უშუალოდ ეკონომიკას ეხება, აუცილებელია ამაში იყვნენ ჩართულნი ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები და ამას ისინი არ უნდა იგებდნენ ერთი და ორი საათით ადრე (და სესხის აღების შემდეგ რომ იგებენ კრედიტორები პროცენტის მომატების შესახებ?! – ).“

იქვე შენიშნა, რომ „საბანკო სისტემა საქართველოში მუშაობს უფრო გამართულად, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში… საბანკო სექტორზეა დამოკიდებული მთელი ჩვენი ეკონომიკა,  მიუხედავად იმისა, ვის მოსწონს და ვის არა. საქართველოს საბანკო სექტორი არის გარანტია ქვეყნის მდგრადობის.“

მართალია, ბ-ნ ჭირაქაძეს არაფერი უთქვამს იმ მოგების შესახებ, რაც ბანკებმა მიიღეს ლარის კურსის ათამაშებით (გნებავთ, შეთამაშებით ან აცურ-დაცურებით), მაგრამ, ამის მიუხედავადაც, ჩვენ სრულად ვეთანხმებით მის მოსაზრებას (რომ საბანკო სექტორთან თამაში სასტიკად აკრძალულია), ოღონდ, თუ გავიხსენებთ, თუ რა ჟინითა და თავდავიწყებით ეთამაშება საბანკო სექტორი მოქალაქეების ჯიბეებს, არც ისაა ურიგო, თუ საკუთარ თავზე გამოსცდიან რეგულაციების აუტანელ მარწუხებს. 

скачать dle 11.3