კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: თბილისის სააღსრულებლო ბიუროს მიერ გამართულ აუქციონზე შევიძინე საცხოვრებელი ბინა. აღნიშნული ბინა დავარეგისტრირე საჯარო რეესტრში ჩემს სახელზე. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემი საკუთრებაა, ძველი მეპატრონე, ჩემი მრავალჯერადი მოთხოვნის მიუხედავად, არ ცლის ბინას და არ მაძლევს საშუალებას, ვიცხოვრო ჩემს საკურთებაში. გთხოვთ, დამაკვალიანოთ, როგორ მოვიქცე და ვის მივმართო? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ თუ ბინა თქვენს სახელზეა აღრიცხული საჯარო რეესტრში, თქვენ შეგიძლიათ, პირდაპირ მიმართოთ პოლიციას საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიებების გატარების მოთხოვნით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, რომელიც ეხება საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესს, პოლიცია ვალდებულია, დადგენილი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, იძულებითი წესით განახორციელოს თქვენს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთა.

კითხვა: როდის შეიძლება, შპს გამოცხადდეს გაკოტრებულად და რა ვალდებულებები დაეკისრება მას?

პასუხი: გაცნობებთ, რომ შპს-ს გაკოტრებულად გამოცხადება ხდება გადახდისუუნარობის შემთხვეევაში. კერძოდ, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საწარმოს გაკოტრებულად გამოცხადების შემთხვევაში, მოვალის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი სასამართლოს განჩინებას, მისი გამოტანიდან 30 დღის ვადაში, წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს, რომელიც ვალდებულია, გააუქმოს საწარმოს რეგისტრაცია.

კითხვა: ვმუშაობ ერთ-ერთი ძლიერი შპს-ის დაცვაში. ობიექტს, რომელსაც მე ვიცავ, აუქმებენ და, შესაბამისად, მოვყვები შემცირებაში. მეკუთვნის თუ არა ფულადი კომპენსაცია და რა რაოდენობით?

პასუხი: გაცნობებთ, რომ საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, მითითებული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, დამსაქმებელი ვალდებულია, არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამასთანავე, დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. შესაბამისად, თქვენ გეკუთვნით ფულადი კომპენსაცია 1 თვის ხელფასის ოდენობით.

კითხვა: იპოთეკით დატვირთული მაქვს საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი. მაინტერესებს, აქვს თუ არა მესაკუთრეს  აღნიშნული უძრავი ქონების განმეორებით იპოთეკით დატვირთვის უფლება?

პასუხი: დიახ, მესაკუთრეს უფლება აქვს, იპოთეკით კვლავ დატვირთოს მის საკუთრებაში არსებული უკვე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება. მოცემულ შემთხვევაში, თქვენ იქნებით პირველი რიგის იპოთეკარი და თუ საჭირო გახდება, პირველ რიგში დაკმაყოფილდება თქვენი მოთხოვნა. 

скачать dle 11.3