კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2017 (177)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)
მარტი 2017 (212)
თებერვალი 2017 (205)

რჩევები ავტომოყვარულებს

კითხვა: როდისაა სასურველი ზაფხულის საბურავებზე გადასვლა და თუა შესაძლებელი ჯერ ორი შევცვალო და შემდეგ, მოგვიანებით, დანარჩენი?

პასუხი: ზაფხულის საბურავებზე გადასვლა უკვე გვიანიც კია. თუ აქამდე არ შეგიცვლიათ, სასწრაფოდ უნდა შეცვალოთ, რადგან ეს ნიშნავს, რომ, ჯერ ერთი, ძალიან მალე ცვეთთ ზამთრის საბურავებს და მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი, – საბურავს უკვე აღარ აქვს მოდება. თქვენ, ვერც კი წარმოგიდგენიათ, რამდენად ცუდია მოდება ამ დროს. ზოგადად, კი ზაფხულის საბურავზე გადასვლა უკვე შესაძლებელია. როცა აღარ არის მინუსის ალბათობა, პლუს ხუთი გრადუსიდან და ზემოთ, ავტომობილს უკვე ზაფხულის საბურავი სჭირდება. 

რაც შეეხება, ჯერ ორი და შემდეგ ორი საბურავის შეცვლას, ეს არის ყველაზე ცუდი არჩევანი, რაც შეიძლება გააკეთოთ. ამას კიდევ ჯობია, ცუდი და ოთხივე ერთნაირი გეყენოთ. სამოცდაათ კილომეტრ-საათში სიჩქარემდე ის ცუდად, მაგრამ მაინც მუშაობს. ამის ზემოთ კი, ჩათვალეთ, თქვენი ავტომობილი საბურავების გარეშეა. 

ითხვა: ძრავაში ზეთს რომ ვასხამ, ქაფი ამოდის. ძრავას ხმა არ აქვს და ზეთიც მინიმუმზეა. რა შეიძლება იყოს პრობლემა?

პასუხი: სავარაუდოდ, თქვენი ავტომობილის ძრავას თავაკის შუა სადები (ეგრეთ წოდებული „გალოვკის პრაკლადკა”) არის დამწვარი და ამ საფენიდან მასში გადადის წყალი. ესაა ზეთის აქაფების მიზეზი. მიაკითხეთ ხელოსანს, რადგან ასე სიარული არ შეიძლება – ძრავა ისე გაფუჭდება, რომ მისი შეცვლა მოგიწევთ.

კითხვა: მყავს ავტომანქანა 2.0­იანი ძრავათი. წვავს ნორმაზე მეტს. გავლილი აქვს 6 000 კილომეტრი. რა ვუშველო, მირჩიეთ?

პასუხი: ასე პირდაპირი მიზეზის თქმა შეუძლებელია – შეიძლება, იყოს რაიმე დაზიანება, საწვავ სისტემაში შედიოდეს ჰაერი ან რომელიმე მილს ჰქონდეს რაიმე სახის დაზიანება. მაგრამ, დიდი ალბათობით, მიზეზი მაინც მართვის სტილია. როგორც ჩანს, თქვენ ეკონომიურად არ მოიხმართ ავტომობილს, ამუშავებთ მაღალ ბრუნებზე, სრული დატვირთვით მუშაობს საცობებში და სხვა. ავტომობილი ამუშავეთ დაბალ ბრუნებზე, ხშირად ცვალეთ სიჩქარე და თუ წვამ არ მოიკლო, შემდეგ მიაკითხეთ ხელოსანს. 

კითხვა: რამ შეიძლება, გამოიყვანოს მწყობრიდან „ცეპლენია“?

პასუხი: „ცეპლენიის” ანუ მოდების მწყობრიდან გამოსვლა ბევრი რაღაცით არის შესაძლებელი – პირველი ესაა ხანგრძლივი ექსპლუატაციის შედეგად ცვეთა, მეორე გადახურება, რომელიც ძირითადად ხურდება საცობებში მოდების არასწორად მოხმარების გამო. 

скачать dle 11.3