კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2017 (159)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ტეტიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ტეტია.

1738 წელს ოთარ ალექსიშვილის მიერ ფარსადან ციციშვილისადმი მიცემულ ყმის და მამულის ნასყიდობის წიგნში პაპა ტეტიაშვილი მოიხსენიება.

საქართველოში 175 ტეტიაშვილი ცხოვრობს. თელავში – 63, საგარეჯოში – 62, თბილისში – 16. არიან სხვაგანაც.

სამნაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სამნა.

1661 წელს ელიზბარ სოლოღაშვილისადმი მიცემულ ნასყიდობის წიგნში მოხსენიებულია სამნა გოგაშვილი.

ამავე ძირისაა გვარები სამნიაშვილი, სამნიასშვილი და სამნიძე.

საქართველოში 53 სამნაშვილი ცხოვრობს. გარდაბანში – 33, თბილისში – 17, საგარეჯოში – 3.

სოიტაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სოსიტა.

1760 წელს გიორგი ნარიხაძის მიერ შალვა ფავნელისშვილისადმი მიცემულ ყმის ნასყიდობის წიგნში მოიხსენიება ლეკვია სოიტაშვილი.

1817 წლის აღწერით, სოფელ ლოუმანში პრაპორშჩიკ, თავად ლუარსაბ ორბელიანის გლეხთა შორის მოიხსენიება გულია სოიტაშვილი.

საქართველოში 126 სოიტაშვილი ცხოვრობს. ქარელში – 66, თბილისში – 32, გორში – 14. არიან სხვაგანაც.

მიქაბაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მიქაბა.

„მიქაბაძე დავითს ჰყავს სახლიკაცი გიორგი. გოგატის თხოვნის საფუძველზე გიორგი მეფემ მას განუახლა ძველი „სასისხლო” სიგელი. დაუმტკიცა სისხლის ფასი 100 ათასი ძველი თეთრი და დაუდგინა სხვა სამართლებრივი ნორმები. ეს მოხდა 1325 წელს”.

„მიქაბაძე ივანია, მოწმე დავით სამსონიშვილის მიერ შალვა შერაზადაშვილისათვის მიცემულ ყანის ნასყიდობის წიგნისა” (მეთხუთმეტე-მეთექვსმეტე საუკუნეები).

საქართველოში 104 მიქაბაძე ცხოვრობს: თბილისში – 32, ქუთაისში – 24, წყალტუბოში – 20. არიან სხვაგანაც.

ჯამაგიძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯამა. ასევე, გვხვდება მოფერებით-კნინობითი სახელები ჯამაია, ჯამაგა, ჯამათა, ჯამაკა და ასე შემდეგ.

ჯამა სულხან-საბა ორბელიანის წიგნში განმარტებულია, როგორც „ხრდალი აქლემი” ანუ ერთდროულად ჭაკი ცხენიც და ვირიც.

გვარი ჯამაგიძე გვხვდება თიანეთის რაიონის სოფელ ხევსურეთსოფელში, გარდაბნის რაიონში სოფელ სართიჭალაში, თიანეთში სოფელ ღულელებში.

საქართველოში 405 ჯამაგიძე ცხოვრობს: თბილისში – 181, თიანეთში – 162, გარდაბანში – 28. არიან სხვაგანაც.

ლაბაძე

ლაბა მამაკაცის საკუთარი სახელია. ის, ისტორიულ წყაროებში რამდენიმე ფორმით გვხვდება, მაგალითად: ლაბი, ლაბაზან, ლაბია, ლაბლა, ლაბო.

ფუძეთი ლაბა ნაწარმოებია ქართული გვარები – ლაბარი, ლაბარიშვილი, ლაბაძე, ლაბრიძე, ლაბაშია, ლაბარაშვილი, ლაბაური.

ლაბაძეები იმერეთში ცხოვრობენ სოფლებში: მანდაეთი, ბოსლევი, კორბოული, რგანი, სარეკი, საზანო, ჭორვილა, შროშა და საქარა.

სოფელ სარეკში მცხოვრები ლაბაძე დათუა მოიხსენიება 1680 წელს, ისტორიულ წყაროში.

საქართველოში 4 631 ლაბაძე ცხოვრობს. თბილისში – 756, ჭიათურაში – 741, ხაშურში – 618. არიან სხვაგანაც.

 

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით 

скачать dle 11.3