კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

როდის ხდება ნაჩუქარი ნივთი ადამიანის წარუმატებლობის მიზეზი და რა ენერგეტიკას ქმნის ჩვენს ცხოვრებაში ჩვენივე ფიქრები

ამ სამყაროში ზოგ ფაქტს ზუსტი ახსნა აქვს, მაგრამ უმრავლესობა, თავსატეხს გვიჩენს. ადამიანს ინტუიციურად მიეწოდება მისთვის საჭირო და აუცილებელი ინფორმაცია ზოგჯერ სიზმრის, ზოგჯერ შინაგანი ხმის, ზოგჯერ კი გარკვეულ მოვლენებზე დაკვირვების საშუალებით. ამიტომ, ეზოთერიკოსი, ქალბატონი მანანა ყველას ურჩევს, მოუსმინოს საკუთარ მეს, ენდოს ინტუიციას, ყური უგდოს წინათგრძნობას და მოვლენები ასე შეაფასოს თუ გადააფასოს.

მანანა: ზებუნებრივი ხმა ნებისმიერ ადამიანს ესმის, თუმცა მისი მოსმენა ბევრს არც სურს და არც ყურადღებას აქცევს. ბედისწერის ნიუანსების წინასწარ განჭვრეტა, სულაც არ არის აუცილებელი და საჭირო. უბრალოდ, ყველამ უნდა იცოდეს, რა არის მისთვის კარგი, რა გზით იაროს და როგორ ასცდეს მომავალში ხიფათს. ასევე, ყურადღებით უნდა დააკვირდეთ, ვინ რას გაჩუქებთ და რა განწყობით, რომ ამ ნივთმა თქვენზე რაიმე ნეგატიური ზეგავლენა არ მოახდინოს და ცუდად არ შემოგიტრიალოთ ბედ-იღბალი.

– ამ მხრივ რისი გათვალისწინებაა საჭირო?

– მაგალითად, თუ ადამიანს არ ემეტება სამკაული ან ტანსაცმელი და იმიტომ გითმობთ, რომ იძულებულია, გაჩუქოთ, შესაძლოა ეს ნივთი თქვენთვის საბედისწერო და დამღუპველიც კი აღმოჩნდეს და თქვენი ცხოვრება უარესისკენ შემოატრიალოს. ბევრი ფიქრობს, რომ ამ გზით ვერავინ ვერაფერს დაუშავებს და ცუდს ვერ გაუკეთებს; რომ საგნები და ტანსაცმელი უბრალო ნივთებია და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ასე არ არის. გეტყვით, რომ საგნებშიც ხდება ცუდი ზრახვების ტრანსფორმირება და ნივთებიც იმავე ენერგიას ასხივებენ, რასაც მისი ყოფილი პატრონი ავლენდა კონკრეტული ადამიანის მიმართ. ასე რომ, რაც უნდა ძვირფასი საჩუქარი მიიღოთ იმ ადამიანისგან, ვისაც გულზე არ ეხატებით, ეს ნივთი კარგს არაფერს გიქადით სამომავლოდ. მაგრამ, თუ ასეთ ნივთს სხვას აჩუქებთ, ვინც მის პირველ გამმჩუქებელს არ იცნობს, მაშინ უარყოფითი მუხტი ძალას კარგავს.

– ესე იგი, გვირჩევთ, თუ სახლში არასასურველი ადამიანისგან ნაჩუქარი ნივთები გვაქვს, ისინი სასწაფოდ გავაჩუქოთ?

– დიახ, გირჩევთ, ნუ დაგენანებათ მათი სხვისთვის მიცემა. ერთ ჩემს მეგობარს დედამთილმა, რომელსაც გულზე არ ეხატებოდა რძალი,  ბეჭედი აჩუქა. ჩემი მეგობარი დაკვირვებული გოგოა და მითხრა კიდეც, რამდენჯერაც იმ ბეჭედს გავიკეთებ, მომენტალურად გუნება-განწყობა მიფუჭდება, ხელი მეცარება და თავის ტკივილი მეწყებაო. მეც, ვურჩიე, გააჩუქე-მეთქი. მიპასუხა: უხერხულია, ისედაც ცუდად მიყურებს და, ეს ბეჭედი რომ სხვის ხელზე დაინახოს, სულ მთლად ამომიძულებს; უბრალოდ, დავდებ სახლში და აღარ გავიკეთებო. ამ შემთხვევაში რაღა უნდა მეთქვა? გავჩუმდი. ასე რომ, ბევრს ენანება და ვერ ელევა ნაჩუქარ ნივთებს. შეიძლება, არც მოიხმარონ, მაგრამ სახლში უდევთ. ის კი არ იციან, რომ არ აქვს ამას მნიშვნელობა – ის თავის გასაკეთებელს მაინც გააკეთებს და ეს ნივთები თქვენი წარუმატებლობის მიზეზი გახდება. ფაქტია, ადამიანმა ყველა წვრილმანს უნდა მიაქციოს ყურადღება და უნდა შეასრულოს ის ელემენტარული წესები, რაც შემდგომში მას წარმატებასა და იღბალს აუცილებლად მოუტანს. დაფიქრდით, რომელ პერიოდში იყავით ყველაზე წარმატებული, როდის გამოგდიოდათ საქმე იოლად, ხელი როდის გემართებოდათ და ორიენტაცია ასეთ მომენტებზე გააკეთეთ. ხშირად განმარტოვდით და გაიხსენეთ ყველაზე წარმატებული წუთები და განცდები ცხოვრებაში; ასევე, რა ფერის ტანსაცმელი გეცვათ, რომელი სამკაული გეკეთათ და ვინ იყო თქვენ გვერდით იმ კონკრეტულ მომენტში. ქვეცნობიერ დონეზე გამოიწვიეთ ეს შეგრძნებები ხელახლა და ამ დროს თქვენი ცხოვრების წარმატების არხი ადვილად გაიხსნება. ამ ემოციის ფონზე განვითარებული აზრი აუცილებლად თქვენს სასიკეთოდ იმოქმედებს, მოკლედ, ადამიანმა ბედნიერი დღეები ხშირად უნდა გაიხსენოს და ამ ასოციაციის ფონზე გახსნას თავისი ბედნიერების არხი.

– გასაგებია, გვირჩევთ მეტად გავიხსენოთ წარსულში წარმატებული დღეები და ამით მეტად წარმატებული ვიქნებით მომავალში. მაგრამ, იმასაც ხომ ამბობენ, ადამიანი თუ ბედნიერ დღეს გაჩნდა, მას ბედნიერება  სულ თან დასდევსო?

– გეთანხმებით, წარმატებულ ადამიანებს ბედნიერების არხი დაბადებიდან აქვთ გახსნილი და ნაკლები ძალისხმევით და ნაკლები შრომით, წარმატების მიღწევა ადვილად შეუძლიათ. აზრობრივი მაგია თავად ადამიანის ენერგიაზეა დამყარებული და ამ დროს ადამიანი საკუთარ ენერგიას გაიღებს და არა სხვისას. ამიტომ, სწორად დახარჯული ეს ენერგია ცხოვრებაში მეტ წარმატებას მოგიტანთ იღბლის ხაზით.  დიახ, არსებობენ დაბადებიდან წარმატებული ადამიანები და, ასევე, ჩვენს ცხოვრებისეულ წარმატება-წარუმატებლობას ჩვენივე აზრები და ფიქრებიც განსაზღვრავს. ვიმეორებ, გვინდა თუ არა, ჩვენი აზრები ქმნის ენერგეტიკას, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ მატერიალურ სამყაროში რეალიზდება. მაგალითად, ახალ მთვარეზე ვინმესთვის თუნდაც აზრის დონეზე ცუდის სურვილი ყველაზე სახიფათოა. ამ დროს ნებისმიერი აზრი იძენს მაგიურ ძალას; გააქტიურებულია როგორც კეთილი, ასევე ბოროტი ძალები და, თუნდაც გაფიქრებულმა ერთმა ცუდმა აზრმა, შესაძლოა, ადამიანის ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალოს. ახალ მთვარეზე ადამიანების ირგვლივ იქმნება გაღიზიანების ენერგიით გაჯერებული ველი და ხდება ნეგატიური ენერგიის დიდი დოზით გამოფრქვევა. ამიტომ, გირჩევთ, აზრის დონეზეც არ გაამძაფროთ და დაამძიმოთ ეს ფონი, თუ გსურთ, რაიმე საფრთხე არ დაემუქროს თქვენ ცხოვრებასა და გარშემო მყოფ ადამიანებს. ზოგადად კი, ოპტიმისტები აზრის მაგიის დონეზე ძალიან წარმატებულები არიან და ეს გაითვალისწინეთ. ასევე, წარმატებას გიქადით ასოციაციით გამოწვეული წარმატება სურვილის დონეზე – ასე ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად აგიხდებათ.

– ცოტა დავიბენი, იქნებ ახსნათ, წარმატება, ასოციაციით როგორ გამოვიწვიოთ და როგორ ავიხდინოთ ამით სურვილი? 

– ძალიან მარტივად. მთავარია, სურვილი წარმოიდგინოთ, შემდეგ გამოიწვიოთ აზრის დონეზე მისი ასოციაცია და წარმატება და სურვილის რეალიზება რეალურ ცხოვრებაში ნამდვილად მოხდება. აქვე გირჩევთ, თუ დეპრესიული ადამიანის გვერდით მოგიწიათ ყოფნა, მისი ასოციაციები და ემოციები თქვენ ირგვლივ შექმნის უარყოფით ენერგეტიკას, ეს კი, ცხადია, თქვენც დაგაზარალებთ. ამიტომ, სასწრაფოდ გაეცალეთ მას და დაიცავით საკუთარი ენერგეტიკული ველი და ცხოვრება წარუმატებლობისგან.

скачать dle 11.3