კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სოციალური მომსახურების სააგენტომ პროექტის – „იზრუნე მომავალზე“ ფარგლებში „ნატახტარის“ ქარხანაში დასაქმებული ბენეფიციარები მოინახულა

კომპანია „ნატახტარმა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს, ასოციაცია „ჩვენი სახლი – საქართველოს“ წარმომადგენლებსა და „საქართველოს კარიტასის“ მცირე ტიპის სახლის აღსაზრდელებს უმასპინძლა. 

ასოციაცია „ჩვენი სახლი – საქართველოსა“ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. აღნიშნული მემორანდუმი „ფონდი ნატახტარის“ ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობასა და  გამართული აქტივობების მხარდაჭერას ითვალისწინებს, რომელსაც ხელი მოაწერეს ასოციაცია „ჩვენი სახლი – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა რევაზ ბარბაქაძემ და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ სტუმრები პროექტის – „იზრუნე მომავალზე“ ფარგლებში „ნატახტარის“ ქარხანაში დასაქმებულ ბენეფიციარებს შეხვდნენ.

კომპანია „ნატახტარის“ მარკეტინგის დირექტორი თორნიკე ნიკოლაიშვილი სიხარულით აღნიშნავდა: „ფონდის მიერ უკვე 61 ბენეფიციარია დასაქმებული სხვადასხვა კომპანიაში. ასევე, შეგახსენებთ ფონდის მიზანს – დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მოამზადოს მზრუნველობამოკლებული მოზარდები და ხელი შეუწყოს საზოგადოებაში მათი ინტეგრირების პროცესს. 61 მოზარდიდან, როგორც აღვნიშნე, სამი მუშაობს კომპანია „ნატახტარის“ ტექნიკურ განყოფილებაში. ეს გარკვეულწილად სიმბოლურიცაა, რადგანაც, ეს ადამიანები მონაწილეობას იღებენ „ნატახტარის“ პროდუქციის წარმოებაში. აქვე ვიტყვი, რომ ჩვენს ფონდს მომავალში გადაწყვეტილი აქვს, კიდევ უფრო მეტი ბენეფიციარი დაასაქმოს კომპანიის ფარგლებში, რადგან, ჩვენც რეალურად ვზრუნავთ მომავალ თაობაზე და მათ დასაქმებაზე”.

ზაზა სოფრომაძე (ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე):  „ბავშვებზე ზრუნვა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, გასულ წელს მთავრობაში შეიქმნა სპეციალური საკოორდინაციო საბჭო, რომლის ხელმძღვანელიც პრემიერ-მინისტრი გახლავთ და, უნდა მოგახსენოთ, რომ ამ მხრივ ბევრი საინტერესო პროექტი მუშავდება. ამ პროექტების მთავარი განმახორციელებელი კი გახლავთ ჩვენი სააგენტო, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ; პროექტებში დიდი ადგილი უკავიათ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, რომლებზეც ასე ზრუნავს კომპანია „ნატახტარი“. საქმე ისაა, რომ, როცა ბავშვები გამოდიან იმ ინსტიტუციებიდან, რომელთა დაფინანსებასაც თავის დროზე სახელმწიფო ახდენდა და იწყებენ დამოუკიდებელ ცხოვრებას, სწორედ ამ დროსაა საჭირო ისეთი მხარდაჭერა, როგორსაც ახორციელებს „ფონდი ნატახტარი“. ჩვენ სულითა და გულით მივესალმებით მათ მიერ გაწეულ დახმარებას და მადლობის გარდა არაფერი გვეთქმის, რადგან, რამდენიმე ათეული დასაქმებული ბავშვი ერთი კომპანიისთვის  შესანიშნავი შედეგია, ასევე, მნიშვნელოვანია ამ პროექტების განხორციელება საქართველოს ყველა რეგიონში და არა მხოლოდ დედაქალაქში. საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელით, კიდევ ერთხელ მოვახსენებ დიდ მადლობას „ფონდ ნატახტარს“ და მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ ამ დიდ და მნიშვნელოვან საქმეში. კარგი იქნება, თუ სხვა კერძო კომპანიებიც გაითვალისწინებენ „ფონდი ნატახტარის“ მაგალითს და მიბაძავენ მათ იმ კეთილშობილ საქმეში, რასაც მზრუნველობამოკლებულ ბავშვებზე შეფობა ჰქვია და ამ საქმეში შეეხიდებიან სახელმწიფოს”.  

ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრები პროექტის – „იზრუნე მომავალზე“ ფარგლებში „ნატახტარის“ ქარხანაში დასაქმებულ ბენეფიციარებს შეხვდნენ და გაესაუბრნენ. 

„თბილისელები” ესაუბრა „ფონდი ნატახტარის“ მიერ დასაქმებულ ბენეფიციარ, გელა გოგილაშვილს, რომელმაც აღნიშნა: „თვე-ნახევარია, კომპანია „ნატახტარში“ ვმუშაობ – ლუდსა და ლიმონათს ვასხამ. თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ, კარგი თანამშრომლები მყავს, დამეხმარნენ, გვერდში დამიდგნენ  და მიმაჩვიეს მუშაობას. ახლა უკვე შემიძლია დამოუკიდებლად ცხოვრება.”

ღონისძიების დასასრულს,  სპეციალურად  „საქართველოს კარიტასის” მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებისთვის, ქარხანაში ლიმონათის  ტური გაიმართა. სტუმრები ლიმონათის ჩამოსხმის სრულ საწარმოო ციკლს გაეცნენ და სახსოვრად სერტიფიკატებიც მიიღეს. 

скачать dle 11.3