კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

ქალბატონი, რომელმაც აუდიტის ოჯახური დინასტია შექმნა

ოფისში შესვლისთანავე იგრძნობა ოჯახური სიმყუდროვე. ერთიანი გუნდის „დედამთავარი” ქალბატონი რუსუდან ბარამიძეა, დღეს თბილისში აღიარებული აუდიტორი.  მისი აუდიტორული კომპანია 2008 წელს დაფუძნდა, თუმცა მანამდე ქალბატონმა რუსუდან ბარამიძემ პროფესიული კვალიფიკაციის  რთული გზა განვლო, რომელმაც შემდგომი პროფესიონალიზმი და წარმატებები მოუტანა. სწორედ ამიტომაც, დღეს მას ცნობილი და წარმატებული კომპანიები ენდობიან და საკუთარი ბიზნესაუდიტის ბედსაც ანდობენ. ეს ყველაფერი კი ამ გამოცდილი ქალბატონის დამსახურებაა, რომელმაც ახლა უკვე  თავისი შვილები, რძლები და უახლოესი ნათესავები დაიყენა გვერდით, მათაც შესაბამისი განათლება მიაღებინა და დღეს აუდიტის ოჯახური დინასტია აქვს, სადაც შეხმატკბილებულად, ორგანიზებულად და მაღალპროფესიონალურად მუშაობენ. 

 რუსუდან ბარამიძე: კომპანია დაარსდა 2008 წელს, თუმცა მანამდე საკმაოდ მოცულობითი პროფესიული გზა გავიარე. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიწვეული სპეციალისტი გახლდით, სადაც ფინანსური მიმართულებით შემოწმება მევალებოდა; მოგვიანებით გადამიყვანეს საავადმყოფოთა გაერთიანების მთავარი ექიმის მოადგილედ ეკონომიკური დარგში; შემდეგ – საგადასახადო სტრუქტურაში რევიზორად; შემდეგ – მთავარ ბუღალტრად, ხოლო 2008 წელს დავტოვე ეს სტრუქტურა და გადავწყვიტე, შემექმნა საკუთარი კომპანია. მოგეხსენებათ, კომპანია რომ დაგეარსებინა, გარკვეული დანაზოგი გჭირდებოდა; მე მხოლოდ ჭკუის დანაზოგი მქონდა და ჩემს შვილებთან ერთად ნულიდან დავიწყე ყველაფერი. ჩემი შვილები, პროფესიით ფინანსისტი და იურისტი, გვერდით დავიყენე; ასევე, ჩემი ძმისშვილი ნანა ბარამიძე, რომელიც, ფაქტობრივად, მე გავზარდე და ჩემი მარჯვენა ხელია. ჩვენს კომპანიაში ჩაერთნენ ჩემი რძლებიც. ჩემი ერთ-ერთი რძალი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორია და, მიუხედავად თავისი პროფესიისა,  მაინც გადაწყვიტა აუდიტორული საქმიანობის შესწავლა. უმცროსი რძალი ჩემი სტუდენტი იყო, დღეს კი ჩემი კომპანიის წარმატებული ბუღალტერია და საფუძვლიანად ეუფლება აუდიტორულ საქმიანობას. ჩემთან მუშაობენ ჩემი დეიდაშვილები, ჩემი დის შვილიშვილები და, ასევე, ჩემი გამოზრდილი ბევრი ახალგაზრდა. ეს შეგნებულად გავაკეთე – მთლიანი ჩემი პროფესიული გამოცდილება ამ ხალხს გადავეცი, ბუღალტერია და ფინანსები შევასწავლე და ერთიანი გუნდი შევქმენი. Mმე მიმაჩნია, რომ, როცა კომპანიაში ერთი ოჯახი და ნათესაური კავშირებია, სულ სხვაგვარი კომპანიონობა და პარტნიორობაა – იქ  აღარ არის ორჭოფობა, უნდობლობა და ეჭვი ერთმანეთისადმი. მე რომ კარს გავიხურავ, ვიცი, კომპანიაში საქმის ერთგულ ადამიანებს ვტოვებ, რომლებსაც კომპანიაზე გული შესტკივათ და ზერელედ არაფერს გააკეთებენ. მგონი, UHY ARG GROUP  ზუსტად ისეთი გამომივიდა, როგორი აუდიტორული კომპანიის შექმნაც მსურდა. სამეწარმეო-ბუღალტრულ საქმიანობაში მართლაც გვეთქმის ჩვენი პროფესიული სიტყვა! როდესაც მე ამ საქმეს მოვეკიდე, საქართველოში ახალი ხილი იყო ბუღალტერია, აუდიტი და ჩვენ ფეხს ვიდგამდით; თუმცა, როგორც ხედავთ, დღეს უკვე ევროპულ სტანდარტებს მივუახლოვდით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორად და პროფესიულ დონეზე ნაწარმოები ბუღალტერია ორგანიზაციების საქმიანობისთვის უფრო მომგებიანი და ნაკლებად პრობლემურია.    

მინდა გითხრათ, რომ ჩემმა შვილებმა კომპანია  უკვე განვითარების სხვა ეტაპზე  გადაიყვანეს. ჩემი უფროსი ვაჟიშვილი, აკაკი ჟამუტაშვილი, საერთაშორისო დონეზე აწარმოებს მოლაპარაკებებს და ესწრება  UHY ეგიდით ჩატარებულ შეკრებებს. ამჯერად  იმყოფებოდა  ლონდონში, სადაც აუდიტის  საერთაშორისო  კონფერენცია გაიმართა.  ჩვენ ჩართულები ვართ  და წარმოვადგენთ UHY International-ის სრულუფლებიან წევრს  საქართველოში; ვართ საქართველოს აუდიტორთა ტოპ-ათეულში და, ასევე, საქართველოს ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის კორპორაციული წევრები; ხოლო უმცროსი ვაჟი, გიორგი ჟამუტაშვილი, ერთ-ერთი წარმატებული ადვოკატია სამოქალაქო სამართალში.

 – ქალი და აუდიტი – როგორ უყურებთ მათ შეთავსებას? ფულს იოლად ხარჯავთ? როგორც საქმიანი ქალი, როგორ უყურებთ  ქალის ფუნქციებს?

– თითოეული კაპიკი ჩემი გამომუშავებულია და ასე იოლად საკუთარ ნაშრომს არ ვფლანგავ – მირჩევნია, კარგ საქმეებს მოვახმარო. ზოგს ბიზნესში ვაბანდებ და ოჯახსაც ვინახავთ. რაც შეეხება ქალსა და ბიზნესს და მათ შეთავსებას, მინდა გითხრათ, რომ, როგორი მოწერიგებულიც ვარ ოჯახში, ზუსტად ისეთივეა ჩემი სამსახური. მე ქალის ცხოვრებაში ოჯახურ და პროფესიულ საქმიანობას ასე განცალკევებულად არ განვიხილავ. როგორც ჩემს მოსწავლეებსა და ჩემს აღზრდილ თანამშრომლებს ვასწავლი, თუ ქალი კარგი კულინარი და მეოჯახე, ასევე, მზრუნველი დედა, დედამთილი და ბებიაა,  ის აუცილებლად იქნება საქმის უღალატო და პროფესიისთვის თავგადაკლული ადამიანი. წარმატებული ფინანსისტი ცუდი მეოჯახე არ უნდა იყოს! ქალი ღერძია ოჯახისაც და პროფესიული საქმიანობისაც და ჩემი კომპანიაც ამის ნათელი დადასტურებაა: სახლშიც და სამსახურშიც ერთი დიდი, შრომისმოყვარე და პროფესიონალი ოჯახი გვაქვს! 

скачать dle 11.3