კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი ადამიანები იწვევენ ავადმყოფის გარდაცვალების დაჩქარებას და როდის ხდება ერის ენერგეტიკული კვდომა

ენერგოვამპირიზმი, შური, ბოღმა და წყენა ენერგოინფორმაციული სტრუქტურებია, რომლებიც ადამიანზე უარყოფით გავლენას ახდენენ. არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვების ენერგიით იკვებებიან და თურმე, ისიც შესაძლებელია, რომ დონორისთვის, ანუ, ვინც ენერგიას გასცემს, ეს ფატალური შედეგით დასრულდეს. შურიანი და ბოღმიანი ადამიანები კი საკუთარ თავს წარმატებისკენ მიმავალ გზას უკეტავენ. ამ თემებზე სასაუბროდ ასტროლოგიური ცენტრის წევრს, თორნიკე ბიძინაშვილს მივმართეთ.

თორნიკე ბიძინაშვილი: ენერგოვამპირია ადამიანი, რომელსაც ენერგეტიკული დისბალანსი აქვს. ზოგადად, ამ თვალსაზრისით, ადამიანები ორ კატეგორიად: დონორებად და ვამპირებად იყოფიან. ვამპირი იღებს ენერგიას, დონორი კი – გასცემს. თუ ადამიანს აქვს მიდრეკილება წყევლისკენ, სროლისკენ – თუ ის ხშირ შემთხვევაში ცდილობს ჩხუბის პროვოცირებას და შემდეგ ამ პროცესისგან იღებს სიამოვნებას – ეს მასში არსებულ დემონურ ძალებზე მიუთითებს. ასეთი ადამიანი ენერგოვამპირია და ის სწორედ მსგავსი გზებით მიღებული ენერგიით იკვებება.

– თვითონ ენერგოვამპირი გრძნობს, რომ ეს არის მისი ენერგიის წყარო და ასე უნდა მოიქცეს თუ ეს ყველაფერი მისთვის გაუცნობიერებლად ხდება?

– ზოგმა იცის, რომ ენერგოვამპირია, თუმცა ამას არავინ იტყვის. შესაძლებელია, საერთოდ ვერ აცნობიერებდეს ამ ამბავს. მე გავაკეთე ერთი დაკვირვება. შევისწავლე რეანიმაციაში არსებული სიტუაცია. როცა იქ წევს ავადმყოფი, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია და ბოლო ძალებს იკრებს სიკვდილთან საბრძოლველად, მასში არის დარჩენილი ენერგეტიკული ინფორმაცია, რომელიც ორგანიზმის აღდგენის მცირე საშუალებას იძლევა. თუ იქ ენერგოვამპირი მოხვდება, ის ავადმყოფს უკანასკნელ ენერგიასაც ამოაცლის და პაციენტი გარდაიცვლება. ასე რომ, ენერგოვამპირმა, შესაძლოა, ადამიანის გარდაცვალება დააჩქაროს. ამიტომ მიმაჩნია, რომ ასეთ ადგილებში მომსახურე პერსონალი უნდა კონტროლდებოდეს. მინახავს ავადმყოფი, რომელიც მძიმე სიტუაციაში იყო, თუმცა არა უიმედოდ. რეაბილიტაციისკენ მიდიოდა და შანსები ჰქონდა, მაგრამ დაემთხვა ისეთი ადამიანის მორიგეობა, რომლის დროსაც სიკვდილიანობა ხშირია ხოლმე და გარდაიცვალა. ამ ადამიანებზე დაკვირვებამ, ასტროლოგიურად შემოწმებამ მოგვცა გარკვეული კონფიგურაცია, რომლის მიხედვითაც ხვდები, რომ ის ენერგოვამპირია. ამას ჩვეულებრივ ურთიერთობაშიც გრძნობ. ამიტომაცაა საჭირო პერსონალის კონტროლი. მოკლედ რომ ვთქვათ, ასტროლოგია და ექსტრასენსორიკა კლასიკურ მედიცინასთან ინტეგრაციას ითხოვს. ამ ორი დარგის დახმარების გარეშე, მარტო მედიცინა სრულიად ვერ შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას.

– ვამპირისგან თავდასაცავად რისი გაკეთებაა შესაძლებელი?

– ვამპირიზმისგან თავდასაცავად დისტანციის დაცვაა საჭირო. მასთან ფიზიკურად ახლოს არ უნდა მიხვიდეთ. დისტანცია ორი მეტრი მაინც უნდა იყოს, რომ მისი ენერგეტიკული ველის რადიუსში არ მოხვდეთ, თუნდაც მასთან კონტაქტი არ გქონდეთ. რაც უფრო მეტად განვითარებული ხართ სულიერად, მით უფრო გიადვილდებათ ენერგოვამპირის ამოცნობა. თუმცა, როგორც ასეთი, კონკრეტული რეცეპტი მის ამოსაცნობად არ არსებობს. ზოგადად, თუ ადამიანი ენერგიას გამოგაცლით, ეს ცალსახაა და ამას იგრძნობთ. მათ ახასიათებთ ბევრი ლაპარაკი, ძირითადად უაზრო თემებზე. საკუთარი პრობლემის თავს მოხვევა, ყველაფერი ცუდის მოყოლა, აგრესიული საუბარი, ნეგატივზე ორიენტირება და ასე შემდეგ. არსებობს პასიური ენერგოვამპირიც, რომელიც პირიქით, მოდუნებული და წყნარია. მათ „წერტილოვანი დარტყმები“ ახასიათებთ. კონკრეტული წერტილებიდან გწოვენ ენერგიას. მშვიდი, გაწონასწორებული და წყნარი საუბარი პროფესიონალ ენერგოვამპირებს ახასიათებთ. ისინი მეტ-ნაკლებად იცნობენ საკუთარ შესაძლებლობებს და მეტად შეუძლიათ ადამიანებზე გავლენის მოხდენა.

– შური, ბოღმა და წყენა ენერგოვამპირიზმთან ახლოსაა?

– ეს ყველაფერი ენერგოინფორმაციული კონკრეტული სტრუქტურებია. ბედისწერა გიკეტავთ იმას, რისიც გშურთ და გინდათ, რომ გქონდეთ. შესაძლოა, სხვა შემთხვევაში ადვილად მიგეღწიათ წარმატებისთვის, მაგრამ შურის პოტენციამ თქვენში წარმატების ბლოკირება გამოიწვია. ადამიანის შურიანად გადაქცევა არ ხდება. ასეთად ადამიანი იბადება, თუმცა სულიერი განვითარების გზით, მისი განკურნება შესაძლებელია.

– თეთრი შური არსებობს?

– შური შურია. თეთრი შური არ არსებობს. ის, რომ შეიძლება სხვისი წარმატება თქვენთვის სტიმული გახდა და ეს არ გეწყინათ – შური არაა. ეს მაგალითია. ეს არის სტიმული, რომელსაც სიხარული მოსდევს.

– როცა ჩემი შურთ, ეს ჩემს ენერგეტიკაზე უარყოფითად მოქმედებს?

– სხვისი თქვენდამი შური თქვენზე მოქმედებს ისე, როგორც ეგრეთ წოდებული თვალი, რომელიც ძალიან ძლიერია. თუ ვინმეს თქვენი კონკრეტული ნივთის შურს, შესაძლებელია, ეს ნივთი გაგიფუჭდეთ. თუ თქვენი სამსახური შურთ, შეიძლება, გამოგაგდონ ან იმხელა პრობლემა შეგექმნათ სხვა საკითხებზე, რომ მიღწეული წარმატება საერთოდ გაგიუფერულდეთ.

– ბოღმაზე რას იტყვით?

– ბოღმა შინაგანი ხრწნაა. ადამიანში არარეალიზებული ენერგია, არარეალიზებული სურვილები იქცევა ბოღმად. ამას ძირითადად სოციალური გარემო განაპირობებს, რაც მთელ სახელმწიფოზე ვრცელდება და მთელი ერი ავადდება. მისი ენერგეტიკა და აურა რუხი ფერის ხდება. შემდეგ შავი და ბოლოს კვდება. ახლა ჩვენ საკმაოდ რთულ ეტაპზე ვართ.

– მისგან გათავისუფლება როგორ არის შესაძლებელი?

– უნდა შეიცვალოს ის, რაც შენში ბოღმას იწვევს. უნდა მოიქცე სურვილის საპირისპიროდ. ხანდახან შეიძლება ხელოვნურად, შემდეგ კი ეს ჩვევაში გადაგივა. დიდი მნიშვნელობა აქვს მედიტაციებს. მათი საშუალებით წყნარდები და ჰარმონიული ხდები. ადამიანმა უნდა მოახერხოს და ემოციები გონებით დაწმინდოს და პირიქით. აზრი, გრძნობა და მოქმედება ერთი უნდა იყოს. ეს ყველაფერი ჰარმონიულობას ქმნის და ვინც ეცდება, ამას აუცილებლად მიაღწევს.

скачать dle 11.3