კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ძალადობის ალყაში

ანუ „სიყვარულის“ სახელით

მართალია, ჩვენი თანამემამულე მამაკაცები ბოლო პერიოდში შედარებით დაშოშმინდნენ და მოქმედსა თუ ყოფილ ცოლებს, ასევე, ყოფილ მეგობარ ქალებს ისეთი ინტენსივობითაც აღარ ხოცავენ, როგორც ეს გასულ წელს შეინიშნებოდა, მაგრამ სულ ახლახან ახალი ტენდენცია გამოვლინდა: კერძოდ, მამინაცვალმა (25 წლისამ) მცირეწლოვანი ბავშვები, ორი გერი და ერთიც საკუთარი შვილი, ჯერ მხოლოდ ერთი წლისა, სასტიკად სცემა.

ბავშვების დედა (24 წლისა) აცხადებს, რომ მოძალადეს რამდენიმე მიზეზის გამო არ შეუშალა ხელი: იმ კონკრეტულ მომენტში იმიტომ, რომ მეც არ ვეცემეო (ოჯახის უფროსი უხასიათოდ ყოფილა) და, ზოგადად – სიყვარულის მიზეზით („მიყვარს ჩემი მეუღლე და, არ მინდოდა, რომ დაეკავებინათ“).

არანაკლებ საინტერესოა სხვა თვითმხილველთა განმარტებებიც, რომლებსაც ლაიტმოტივად გასდევს, რომ მოძალადე ოქროს გულის ადამიანია, ერთი ისაა, მძიმე ცხოვრებამ გააბოროტა, თურმე… 

თუმცა არანაკლებ ლოგიკური ჰგონიათ არგუმენტი, რომ მოძალადესთან კონფლიქტს ერიდებოდნენ (მოტივით – ადრე ნასამართლევი ყოფილა).

თუ გავიხსენებთ, რომ ძალადობა ყველგან ხდება და თვით აშშ-ში იმდენი მანიაკია, ჩვენ რომ არც დაგვსიზმრებია, თითქოს გასაკვირი არაფერია, თუმცა ამ ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში ყველაზე ტრაგიკული მაინც პოლიციისთვის არმიმართვის ზემომოტანილი მოტივებია, რაც, სამწუხაროდ, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ სწორედ საზოგადოება უწყობს ხელს მოძალადის თვითნებობას. – 

скачать dle 11.3