კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უმწიკვლო მოჰიკანები

ანუ ვისი თვალების ეშხი ამყარებს ლარს

ისე მოხდა, რომ ჩვენს მშობლიურ სავალუტო ჯიხურებში ლარი კვლავ გამყარდა (მთელი თორმეტი პუნქტით), ერთი ისაა, რომ კომერციულ ბანკებში ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსებს შორის კვლავ 6-პუნქტიანი სხვაობაა. თან, რაც მთავარია, ვერც ის შევიტყვეთ, რატომ ავარდა კურსი 2,385-ზე ან რამ ჩამოსწია რამდენიმე დღეში 2,25-მდე?!

არადა, თითქოს დედამიწაც კვლავ ძველი სიჩქარით მოძრაობს (არა მხოლოდ თავისი ღერძის, თვით მზის გარშემოც); მსოფლიოს სავალუტო კრიზისი არ გადაუჭრია, ნავთობის ფასიც ძველებურად 60 აშშ დოლარის მიდამოებშია. ამიტომაც ერთადერთ მიზეზად ისევ „იბიარდის“ ფორუმი რჩება – შესაძლოა, ჩვენს ლარს „იბიარდის“ მესვეურთა თვალების ფერზე შეუვარდა გული და უნებლიე გამყარება დაიწყო?! – 

ასეა თუ ისე, ვიდრე ლარი უჩვეულოდ და უმიზეზოდ გამოცოცხლდებოდა, საზოგადოების ნაწილი თავის ექსპერტებიანად ეროვნული ბანკის, ზედაც, კომერციული ბანკების სისპეტაკეში ეჭვის შეტანას მთლად სამშობლოს თუ არა, მშობლიური ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ღალატად აფასებდა და ღრმად იყო დარწმუნებული, რომ არც ჩვენი კომერციული ბანკები იკადრებდნენ გარიგებას და ეროვნული ბანკი ხომ არ მისცემდა და არ მისცემდა მათ ამის ნებას (რამეთუ იგი სისპეტაკის ცისკრის ვარსკვლავია). ამასობაში კი, მსოფლიოს 5 უმსხვილესი ბანკი სავალუტო ბაზარზე მანიპულირებისთვის 5,7 მილიარდი დოლარით დააჯარიმეს (რაკი წყარო BBC-ია, მოგვიწევს ინფოს ნდობა). თავის მხრივ, დანაშაული ბანკებსაც უღიარებიათ, თუმცა მთლად იმთავითვე არა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მოუწიათ.

აშშ-ის გენპროკურორს შეუნიშნავს: „2007 წლიდან მოყოლებული ყოველდღე, აღნიშნული ბანკები კერძო ელექტრონული ჩატის გამოყენებით, ტრეიდერების მეშვეობით კურსზე ხელოვნურ მანიპულირებას ახდენდნენ.“ შესაბამისად, ხსენებული ხუთი 2007 წლიდან 2013 წლის იანვრის ჩათვლით, ამერიკული დოლარისა და ევროპული ევროს კურსის დადგენისას მანიპულირებაში დაადანაშაულეს. აქედან გამომდინარე კი, სავსებით ცხადია, ლარის კურსის მანიპულირება მხოლოდ ტექნიკის საქმეა, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენებური ბანკირები ამ ცოდვილ დედამიწაზე უკანასკნელი უმწიკვლო მოჰიკანები არ არიან?!

скачать dle 11.3