კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გამართლებულები

мы пионеры дети рабочих

როგორც აღმოჩნდა, არც ჩვენ ვუჩივით კომუნისტური იდეების მიმდევართა დეფიციტს, რისი დასტურიც ამას წინათ თვით გორში ვიხილეთ:  არცთუ მცირერიცხოვანი მანიფესტაცია საბჭოთადროინდელ დროშებს აფრიალებდა, ოღონდ, ღვთის შეწევნით, აშკარა იყო ახალგაზრდების დეფიციტი, რაც თავისთავად იმედისმომცემია, ვინიადან, საბჭოთა ნოსტალგია გარკვეული თაობის მახასიათებლად გამოდის.

თუმცა ჩვენს  მეზობელ რუსეთში მოვლენები გაცილებით დრამატულად განვითარდა: კერძოდ, რუსეთის გულ მოსკოვში და მოსკოვის გულ წითელ მოედანზე, პროლეტარიატის დიდი ბელადის მავზოლეუმთან, 4 000-მდე ბავშვი პიონერთა რიგებში მიიღეს. – 

4 000-მა რუსმა ბავშვმა დაიფიცა, რომ იცხოვრებს ლენინის ანდერძის მიხედვით… რფ-ის მთავარმა კომუნისტმა გენადი ზიუგანოვმა კი პირადად გაუნასკვა მათ ყელზე წითელი ხელსახვევები და თავზე წითელი ქუდებიც დაახურა, ასისტენტობას რუსეთის „დუმის“ დეპუტატები უწევდნენ.

მას შემდეგ, რაც მომავალმა კომუნისტებმა წითელი ყელსახვევები და ქუდები მოირგეს, თეატრალური წარმოდგენა გაიმართა: მუშათა სამოსში გამოწყობილმა აწ უკვე პიონერებმა წითელ მოედანზე იცეკვეს და საბჭოთა მარშლებისა და ადმირალების ფოტოები ჩამოატარეს, რომლებსაც თავში ჩვენი თანამემამულე იოსებ სტალინის ფოტო ამშვენებდა. ამ დროს ლევიტანის ხმამ დამსწრეთ აუწყა, რომ საზიზღარი გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. რამდენიმეწუთიანი დაძაბულობის შემდეგ, დრამატული მუსიკის ფონზე, მოედანზე გოგონა შეიჭრა – ყვავილების თაიგულით ხელდამშვენებული და, „საბჭოთა ხალხმა“, რომლებსაც პიონერი ბავშვები განასახიერებდნენ, ცეკვა-თამაში დაიწყეს იმის აღსანიშნავად, რომ ფაშიზმი დამარცხებულია.

ჩვენ, ბუნებრივია, არ ვერევით რფ-ის საშინაო საქმეებში, თუმცა, აი, ის კი ღირს გახსენებად, რომ სსრკ-ის არდანგრევის შემთხვევაში, ჩვენც მოგვიწევდა ამ ტიპის ღონიძიებაში მონაწილეობა.

скачать dle 11.3