კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: როგორ შევამზადოთ ძაღლი ზაფხულისთვის? თუ შეიძლება, მითხარით, კვებასთან დაკავშირებით თუ უნდა შევცვალოთ რამე?

პასუხი: ამ პერიოდში დიდი ყურადღება უნდა მიექცეს კვებას, განსაკუთრებით კი საკვების სიახლეს, რადგან საკვები სიცხეში ადვილად ფუჭდება. სასურველია, მივცეთ ნაკლებად ცხიმიანი საკვები. ზაფხულში ზოგიერთი ძაღლი ნაკლებს ჭამს, რაც ნორმალურია და ნუ შეგეშინდებათ, რადგან სიცხეში ორგანიზმი ნაკლებ ენერგიას მოიხმარს და მოძრაობაც შეზღუდულია. გამომდინარე აქედან, მას ნაკლები საკვები სჭირდება. ნახარშები და მალფუჭებადი პროდუქტები სიცხეში განსაკუთრებით უნდა შევზღუდოთ, რათა თავიდან ავიცილოთ საკვებისმიერი ინტოქსიკაციები.

კითხვა: ჩემი ძაღლი საკმაოდ აგრესიულია სხვა ძაღლების მიმართ. ქუჩაში სეირნობისას ხშირად უყეფს და თავს ესხმის მათ. მაინტერესებს, უპირველესად რა უნდა გავაკეთო, თუ შემთხვევით ჩემი ძაღლი დაკბინეს?

პასუხი: როგორც წესი, დაკბენის შემთხვევაში, ძაღლი სასწრაფოდ უნდა მიიყვანოთ ვეტერინართან, რადგან ერთი დღე-ღამის შემდეგ ჩირქოვანი პროცესი ძალიან ღრმად მიდის და მისი მდგომარეობა უარესდება: იწყება ჩირქოვან-რეზორბციული ცხელება, რაც რთულდება სეფსისით და შეიძლება ძაღლის სიკვდილით დასრულდეს ან მიიღოს ქრონიკული სახე. პატრონმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიყვანოს დაკბენილი ცხოველი ვეტერინართან და სწრაფად აღმოუჩინოს დახმარება – ეს უზრუნველყოფს გართულებების მინიმალიზაციას. ის შეაფასებს მის ზოგად მდგომარეობას, ტრავმის ხარისხსა და ნაკბენების რაოდენობას. ჩაატარებს ნაკბენი ჭრილობების ქირურგიულ დამუშავებას და შეაჩერებს სისხლდენას, სიცოცხლისათვის საშიში ორგანოების დაზიანების შემთხვევაში კი დანიშნავს ქირურგიულ ოპერაციას და პოსტოპერაციულ მკურნალობას. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, მოარიდეთ თქვენი ძაღლები აგრესიულ ურთერთობას. განსაკუთრებით საშიშია ქუჩის ძაღლებთან კონტაქტი და კონფლიქტი. უნდა გვახსოვდეს, რომ ერთ-ერთი ყველაზე საშიში ინფექციური დაავადება – ცოფი სწორედ ნაკბენითა და ნაკაწრით გადადის. ამიტომ, აუცილებლად უნდა ჩაუტაროთ ძაღლებს ყოველწლიური ვაქცინაცია ცოფის საწინააღმდეგოდ – ამით დაიცავთ როგორც მათ, ისე საკუთარ თავსა და საზოგადოებას ამ მეტად საშიში ინფექციისგან.

скачать dle 11.3