კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: რას მეტყვით ფილადელფუსის შესახებ, რამდენად იოლად ეგუება ის საქართველოს პირობებს და როგორ მოვუაროთ?

პასუხი: ეს მცენარე იზრდება საკმაოდ ნესტიან ნიადაგში, მაგრამ არ უყვარს დამდგარი წყალი და მარილიანი ნიადაგი. ვერ ხარობს სიბნელში, თუმცა ჩრდილს იტანს. ის ბუჩქოვანი მცენარეა და მოსწონს სუფთა ჰაერი. მისი ძირითადი ღირსებაა საადრეო ყვავილები, სწრაფი ზრდა და ყვავილების სილამაზე. დაყვავილებას იწყებს ჩარგვიდან მესამე წელს. მრავლდება კალმით – კალამი ორი-სამი წლის ღეროებიდან ააჭერით, სილაში ჩარგეთ, მორწყეთ და დააფარეთ. როდესაც დაფესვიანდება, გადარგეთ. უმჯობესია, რამდენიმე კალამი ერთად ჩარგოთ, რომ მცენარე ლამაზი გაიზარდოს.   ამ მცენარეს აუცილებლად სჭირდება გადაჭრა, რათა გაზრდის შემდეგ ბუჩქი ხშირი გახდეს და უკეთესად იყვავილოს. გადაჭრა უნდა მოხდეს ყვავილობის დამთავრებისთანავე. 

 მისი გამრავლება თესლითაც შეიძლება. ირგვება ადეულ გაზაფხულზე. სჭირდება სითბო და სინათლე. თუ მცენარე ეზოსა და ბაღის გასალამაზებლად გინდათ, გაცილებით შთამბეჭდავია ღობეზე შემოყოლებული. თუ თხლად გსურთ, თითო-თითოდ ჩარგეთ, ხოლო, თუ ბუჩქი გინდათ, ამ შემთხვევაში რამდენიმე კალამი ერთად უნდა ჩარგოთ. 

 ფილადელფუსი საკმაოდ ძლიერია მავნებლების მიმართ, თუმცა მაინც შესაძლებელია, გაუჩნდეს ტკიპა და ამ შემთხვევაში გამოიყენეთ ქიმიური საშუალებები.

კითხვა: რა სიხშირით მოვრწყა ბრუგმანსია და როგორ სინათლეზე ვამყოფო მცენარე?

პასუხი: ამ მცენარეს უყვარს კარგი სინათლე. თუ მისი ნიადაგი ტენიანია, მცხუნვარე მზესაც იოლად გაუძლებს. მოზრდილ ბრუგმანსიას ზაფხულში ყოველდღიური მორწყვა სჭირდება, ზამთარში კი გაცილებით ნაკლები წყალი დაუსხით: თანაც, ამ დროს მას დასვენების პერიოდი აქვს და გაზაფხულამდე, სანამ ზრდას დაიწყებს, შეიძლება, მხოლოდ ტენიანი მიწა იკმაროს. 

კითხვა: როგორ მოვუაროთ კტენანტას და რამდენად პრეტენზიული მცენარეა ის?

პასუხი: კტენანტა ჭირვეული მცენარე არ არის. ზაფხულში გაბნეული შუქი სჭირდება, ზამთარში კი – კარგი სინათლე. რგებს ცოტა ხნით მზეზე ყოფნაც. ზაფხულში უხვად მორწყეთ, რათა მიწა მუდამ ტენიანი ჰქონდეს, ხოლო ზამთარში მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა აცადეთ. რაც უფრო დაბალია ტემპერატურა, კტენანტას მით ნაკლები წყალი სჭირდება. ზრდის პერიოდში ნიადაგი ორ კვირაში ერთხელ გაანოყიერეთ სასუქით. მისთვის კარგია მაღალი ტენიანობა, ამიტომ ხშირად დანამეთ ან სველკენჭებიან ლანგარზე დადგით, სიცხეში ფოთლები რომ არ დაეწვას. ზამთარში დამატებითი კვება არ დასჭირდება. მისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილი ნათელი სასტუმრო ოთახია. 

კითხვა: იოლია თუ არა ჯუჯა პალმის მოვლა  ოთახის პირობებში?

პასუხი: ეს პალმა ძალიან გამძლე მცენარეა. კარგად იტანს ოთახის პირობებს, თუ კარგი დრენაჟი და ნოყიერი მიწა აქვს. არ უყვარს ბევრი წყალი, თუმცა ზაფხულში რეგულარულად მორწყეთ. ზამთარში კი, როცა პალმა ზრდას წყვეტს, მხოლოდ მაშინ მორწყეთ, თუ მიწა გამოშრება. სიმშრალეში ეს მცენარე რამდენიმე გრადუს ყინვასაც აიტანს.

скачать dle 11.3