კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იკურნებიან „დედოფლის“ ხატის მოლოცვისას მძიმედ დაავადებული ადამიანები და რატომ დაიწყო მთელმა საქართველომ მის მოსალოცად სიარული

ზურაბ შიოშვილი და გიორგი ჭოლოკავა სასწაულმოქმედი ხატის – „დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელის“ მცველები არიან. ხატისა, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ქართველი ერის სანუგეშოდ, მთელი საქართველო გააერთიანა და უამრავი კურნება აღასრულა. გარდა ამისა, ზურაბი და გიორგი, არაერთ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ – ეს არის ისტორიული ძეგლების ფოტოკატალოგი. ისინი შარშან იმყოფებოდნენ ტაო-კლარჯეთში და ფოტოობიექტივზე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მასალა დეტალურად აღბეჭდეს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ქვეყნისთვის, ისტორიისა და მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ახორციელებენ, როგორც თავად ამბობენ, მათ არცერთი უწყებისგან ფინანსური მხარდაჭერა არ ჰქონიათ. მე ვიმედოვნებ, ის უწყებები და ადამიანები, ვისაც ეს საქმე უშუალოდ ეხება, ამ საკითხს ყურადღებას მიაქცევენ. 

ზურაბ შიოშვილი: ხატი „დედოფალი“ თვეზე მეტხანს იყო დაბრძანებული სამების ტაძარში. მრავალი წლის შემდეგ პირველად, ქართველი ხალხი უწყვეტ ნაკადად დაირაზმა და მიდიოდა ღვთისმშობლის თაყვანსაცემად. ღვთისმშობელმა გააერთიანა ხალხი, შეკრიბა და მე მჯერა, რომ ისინი გულწრფელად, რწმენით მიდიოდნენ მის მოსალოცად. ჩვენ თვალწინ 20-30 ადამიანი შუა ტაძარში მუხლმოდრეკილი კითხულობდა დაუჯდომლებს. ბევრი ვერც კი ბედავდა ხატთან მიახლოებას, პატრიარქის ტახტთან მუხლმოდრეკილები კითხულობდნენ ლოცვებს და ნელ-ნელა იცვლიდნენ ადგილს. ასე უახლოვდებოდნენ ღვთისმშობელს. ხატის გვერდით არის ჩანაწერები, სადაც ადამიანები ერთმანეთს „დედოფლის“ გამოჩენას ულოცავენ. 

გიორგი ჭოლოკავა: უამრავი ადამიანი გვწერდა, გვესაუბრებოდა „დედოფლის“ საკვირველებების შესახებ. ერთმა ქალბატონმა ასეთი რამ გვიამბო: ახლობლის შვილი ლეიკემიით არის დაავადებული, მშობლებს მკურნალობის არანაირი საშუალება არ ჰქონდათ და ვერც დაფინანსებას იღებდნენ. ამ ქალბატონმა დედას ურჩია, რომ სამებაში მისულიყო და „დედოფლის“ ხატი მოელოცა. ბავშვის დედა მივიდა სამებაში, ილოცა ხატთან და ტაძრიდან გამოსული არ იყო, როცა ტელეფონზე დაურეკეს: თქვენი შვილის მკურნალობა სრულად დაფინანსებულიაო. იყო მეორე შემთხვევაც: ბავშვს ჰქონდა ბოლო სტადიის სიმსივნე, ოპერციის დროს ხელიც ვერ ახლეს. უცხოეთში გაგზავნის მიზნით მეორედ გაუკეთეს ბიოფსია. ელოდებოდნენ პასუხს, რომელიც რეალურად თვე-ნახევარში მოდის. ამ დროს მისი ნათლია იყო „დედოფალთან“ მისული, ილოცა. სამ დღეში მოუვიდათ პასუხი: ბავშვს აღარ ჰქონდა სიმსივნე. თუმცა, ის ჯერ კიდევ ცუდად იყო, სახლში იწვა, ვერ დგებოდა, თითქმის კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ოჯახის ახლობელმა ქალბატონმა ხატის რეპროდუქცია იყიდა, ბავშვთან სახლში მიაბრძანა და როგორც კი მის საწოლზე დააბრძანა, ბავშვი წამოდგა, დაიწყო სიარული, ლაპარაკი, საჭმელი მოითხოვა. თითქმის კომატოზური მდგომარეობიდან გამოვიდა ბავშვი. რამდენიმემ „ფეისბუქის“ გვერდზე – „დედოფალი,“ კომენტარებში დაწერა: ხატის რეპროდუქციას ხელს რომ ვადებთ, ღვთისმშობელს ხელები უთბებაო.  

ზურაბი: სხვადასხვა ტიპის სასწაული, საკვირველება, ზოგადად, ქრისტიანულ სამყაროს ახასიათებს. მაგრამ ის, რომ ხატი თბებოდეს – ასეთი ფაქტი არ ხდება. ერთადერთი, ასეთი გადმოცემა არსებობს გვადალუპეს ღვთისმშობელზე. ბევრი ადამიანი ადასტურებს ამ ფაქტს. თავად „დედოფალი“ ხომ აღასრულებდა სასწაულებს, მაგრამ უამრავი კურნება მის რეპროდუქციებს უკავშირდება. მაგალითად, ადამიანი ცუდად იყო – რეანიმაციაში იწვა, აპარატზე შეერთებული. ჰემოგლობინი ჰქონდა ძალიან დაბალი. ორგანიზმი არაფერზე აღარ რეაგირებდა და ექიმებმა ნებისმიერ ჩარევაზე უარი განაცხადეს. მისმა შვილმა ტელეფონში ინტერნეტიდან გადმოწერა „დედოფლის“ ხატი, ილოცა ღამე და დილით კლინიკაში რომ მივიდა, დიდი აჟიოტაჟი დახვდა – მამამისს ჰემოგლობინი აეწია და მკურნალობაც შესაძლებელი გახდა. გავიდა რაღაც პერიოდი და აღდგომის დღეს მოგვწერა: ჩვენს ოჯახში უდიდესი სიხარულია, დღეს დილით მამა საავადმყოფოდან გამოწერეს, კარგად არის. 

„დედოფლის“ შექმნის ისტორია

გიორგი: შარშან ხარების დღესასწაულზე ზურაბმა ნახა ასეთი რამ: თითქოს ივერიის ხატი ათონზე გაქრა და საქართველოში გამოჩნდა. როდესაც მეორე დღეს მივედი ზურაბთან, მომიყვა: სასტუმრო ოთახში იყო ივერიის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ჰაერში დაკიდებულიყო. ჯერ დედამ დამიძახა, მერე შენ მოხვედი, ერთად მოვკიდეთ ხელი, დაგვემორჩილა და დავაბრძანეთ. სულ გვაინტერესებდა, ეს რას ნიშნავდა, თუმცა გადავწყვიტეთ, უბრალოდ მივყოლოდით დინებას.

ზურაბი: ადამიანი შინაგანად ზუსტად გრძნობ, რა ნახე და ის როგორ უნდა მიიღო. ერთადერთი, ამას ემოციურად არ უნდა აჰყვე, ისე, როგორც ჩვენ მოვიქეცით. თავიდან არც გვიფიქრია, რომ ათონზე უნდა წავსულიყავით. უბრალოდ, მერე ისე განვითარდა ყველაფერი, ისე გამოჩნდა გზები, რომ მივხვდით, რა უნდა გაგვეკეთებინა.

გიორგი: ზურაბმა მითხრა: ჩვენ ათონისკენ გვეხსნება გზა. ათონზე მოხვედრა იმდენად რთულია, რომ მაშინ ამას ვერც წარმოვიდგენდით, არც ვფიქრობდით ამაზე. მაგრამ ზურაბის ფრაზა დამრჩა გონებაში და დავიწყეთ სამზადისი. 

ზურაბი: ათონზე წასვლის საორგანიზაციო საკითხები გიორგიმ მოაგვარა. მას უფალი უგზავნიდა ადამიანებს, რომლებიც ეხმარებოდნენ საბუთების მოგვარებაში. 

გიორგი: როდესაც მიდიხარ ათონზე, ორი ვიზა გჭირდება: ერთი საბერძნეთის, მეორე – ათონის. ორივე ვიზა გვქონდა, ოღონდ მხოლოდ ვატოპედიის მონასტრიდან გვქონდა მიწვევა. სხვა მონასტრები მიგვიღებდნენ თუ არა, ეს არ ვიცოდით. წასვლამდე მცხეთაში ჩავედით, სამთავროს მონასტერში, სადაც მამა გაბრიელის სხეულია ლუსკუმაში დაბრძანებული. ზურაბმა მერე გამიმხილა: მამა გაბრიელს ვუთხარი, ძალიან გვეშინია და იქნებ შენც ჩვენთან ერთად წამოხვიდეო. როდესაც მეორე დღეს სადაზღვეო კომპანიაში მივედით, ორი პაკეტის მაგივრად, სამი მოგვცეს. ზურაბმა მითხრა: მამა გაბრიელი ჩვენთან ერთად მოდის, ნიშანს გვაძლევსო. 

ზურაბი: რომ მივედით იმ ფაქტამდე, ათონზე უნდა გავმგზავრებულიყავით, რეალურად დავიწყეთ ხატზე ფიქრი. დიდი ძიების შემდეგ, თითქმის წასვლამდე, გამოჩნდა ხატი. ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლები ბევრ ქვეყანაშია, თან ძალიან ბევრი. ხილვის დროს ხატი პერანგით იყო შემოსილი, ამიტომ ზუსტად ვგრძნობდით, რომ ჩვენი ხატი მასთან უნდა ყოფილიყო მიმსგავსებული. მთელი საკვირველება ისაა, რომ ეს არ იყო მარტივი. ხატის მოძიების პერიოდში არცერთი ხატი არ იყო ისეთი, რომელიც უნდა წაგვებრძანებინა. ბოლოს თავი დავანებეთ: არ გამოდისო. მე კი გიორგის ვუთხარი: ღვთისმშობელი გამოაჩენს-მეთქი და მართლაც ასე მოხდა. „დედოფალი“ შეიქმნა, ის ივერიის ღვთისმშობლის ზუსტი ასლია, მას აცვია ის პერანგი, რომელიც  დედა ხატს აცვია. 

გიორგი: თავიდან ათონზე ყიდვას და ჩამობრძნებას ვგეგმავდით. მაგრამ, მერე მივხვდით, რომ საქართველოდან უნდა წაგვებრძანებინა. აქედანაც მადლმოსილი წავიდა ხატი, მოილოცა ძირითადი სიწმიდეები, ყველა კანონიკური ასლი, რაც საქართველოშია. 

ზურაბი: ათონის გზაზე საშინელ ადვოკატასტროფაში მოვყევით და სასწაულებრივად გადავრჩით ცოცხლები. ორსართულიანი ავტობუსი შეეჯახა კედელს, ამოყირავდა, ორ ბორბალზე დადგა, ჰაერში იყო გაჩერებული, ისე, რომ არ გადაყირავდა. საბოლოოდ  გასწორდა და დადგა ჩვეულებრივ. ხალხს ჰგონია, რომ ხატმა ათონზე შეიმოსა საკვირველმოქმედება და ისე ჩამობრძანდა. სინამდვილეში, ხატი უკვე საკვირველმოქმედი იყო საქართველოში. აქ, საქართველოში, ჩვენს მიწაზე იშვა ასეთი. ათონზე ფიზიკურად გრძნობ ღვთისმშობლის არსებობას, იხედები უკან და გრძნობ მის მზერას. ამბობენ კიდეც, რომ იქ ცხოვრობს ღვთისმშობელი. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ათონი დედა ღვთისას საცხოვრებელი ადგილია, იქ გრძნობ, რომ შენ დიდი მიწიდან ხარ ჩასული. 

ათონის მთის მოლოცვა 

გიორგი: პირველად ვატოპედიის მონასტერში მივედით. მთავარ ტაძარში რომ შევედით, ყველას გაუკვირდა – ივერიის ღვთისმშობელი ათონის მთავარ ხატად მიიჩნევა. ამიტომ, ყველა გაკვირვებული გვიყურებდა ჩვენც და ამ ხატსაც. ვატოპედში მოხვდა რამდენიმე დიდი სასწაული. ხატს აქვს სპეციალური ჩანთა. ის რომ გავხსენით, ხატი ამოვაბრძანეთ, შიგნით აღმოჩნდა მამა გაბრიელის ხატი, რომელიც ჩვენ არ გვიყიდია და არც წაგვიბრძანებია, მოულოდნელად გაჩნდა.

ზურაბი: სასწაულები არის სხვადასხვა ტიპის, მაგრამ ასეთი მატერიალური სასწაულები იშვიათად ხდება. ამ ტიპის სასწაულები უფრო საწყის საუკუნეებში ხდებოდა. წარმოიდგინეთ, დაცულ ჩანთას ხსნი და შიგნით მამა გაბრიელის ხატია. ბერები ჩვენს ემოციებს აკვირდებოდნენ და როგორც კი მიხვდნენ, რაში იყო საქმე, უფრო მეტად დაიბნენ. აღმოჩნდა, რომ არ ჰქონდათ მამა გაბრიელის ხატი. ვაჩუქეთ, მამა გაბრიელმა იქ ისურვა დარჩენა.

გიორგი: სანამ შეხვალ ვატოპედიის მონასტერში, მანამდე ერთ-ერთ ბერს სიაში შეჰყავს სტუმრების სახელები. ათონზე ქართველი ბერებიც არიან, ერთ-ერთი მამა ტრიფონია. მან გვითხრა: მე ვიცოდი, რომ სამნი ჩამოდიოდით, სიაში სამნი წერიხართ და მესამე სად არისო? 

ზურაბი: იქ ზუსტად იციან, რამდენი ადამიანი ჩადის, ზედმეტი თეფში ან ზედმეტი სენაკი არ არსებობს. მაგრამ, სადაც უნდა წავსულიყავით, ყველგან, ჩვენ გვერდით აუცილებლად იდო ცარიელი თეფში, სენაკში კი – სამი საწოლი: ორი – ჩვენი, ერთი – ცარიელი. ეს ხდებოდა ყველა მონასტერში. გარდა ამისა, ტრასნპორტში აუცილებლად გვქონდა ერთი ცარიელი ადგილი, სასტუმროშიც სულ გვეუბნებოდნენ: ორადგილიანი ნომერი არ გვაქვს, სამადგილიანი აიღეთ, მაგრამ ორადგილიანის ფულს გადაიხდითო. ასე ხდებოდა მუდმივად. მამა გაბრიელის ჩვენს გვერდით ყოფნას ყოველთვის ვგრძნობდით.

შეხვედრა დედა ხატთან 

ზურაბი: ორი მისია გვქონდა: ერთი ის, რომ ივერონში უნდა ჩაბრძანებულიყო დედა ხატთან ღვითსმშობელი და მეორე: იქ ყველა მონასტერში უდიდესი სიწმიდეებია, საკვირველმოქმედი ხატები და მათზე უნდა დაგვებრძანებინა, ყველა სიწმიდის მადლით უნდა შემოსილიყო. დღეს გვწერენ: ნათქვამი არ გვაქვს ჩვენი სურვილი ხატისთვის და საკვირველება ხდებაო. ყველა ხატს ხომ აქვს თავისი თვისება, გარდა ამისა, იქ არის ბევრი სიწმიდე და  ყველას სწორი გახდა „დეოდაფალი“, ყველას თვისება შეიძინა და გარდა ამისა,  დაემატა იმ სიწმიდეების ძალაც, რომლებზეც ის იყო დაბრძანებული.

გიორგი: ვატოპედის შემდეგ წავედით ივერონში. არ ვიცოდით, მიგვიღებდნენ თუ არა, ყველამ გვითხრა: არ მიგიღებენო. ივერონს აქვს ორი გზა: ერთი – სამანქანო, მეორე – ტყეზე გასავლელი. წავედით ტყით, შუადღე იყო გადასული, წვიმდა, საბოლოოდ, ტყეში დავიკარგეთ. ვერც უკან ვბრუნდებით, ვერც წინ მივიდვართ. იქვე, დაღმართზე ჩავედით, ხიდზე გადავედით და ამ დროს აღმართიდან დაეშვა ძაღლი. ხატი მე მეჭირა. მოვიდა, წრე დაგვარტყა, დადგა ხატის წინ ორ ფეხზე, დაადო დრუნჩი, თითქოს კურთხევა აიღო, მერე წავიდა ცოტა მოშორებით და გველოდებოდა. ზურაბმა თქვა: ის ივერონში წაგვიყვანს, თან ქართულად დაუძახა: წადი, წაგვიყვანე ივერონში. ძაღლიც  წავიდა და გავყევით უკან.  საღამოს მივედით ივერონში. მონასტრის ეზოში არავინ იყო, მთავარ ტაძარში შევედით. ერთ-ერთი ბერი გამოვიდა, ხატი რომ დაინახა, გამოგვკითხა ყველაფერი. ვთხოვეთ: თქვენთან გვინდა ერთი დღე დარჩენა. პრობლემა არ არისო. შებრუნდა და გამოვიდა მეორე ბერთან ერთად. ძალიან მაღალი, გამხდარი ბერი უცბად გამოიქცა ჩვენკენ და გაჩერდა ხატის წინაშე. ემთხვია, თან, დეტალურად დააკვირდა ხატს: აბსოლუტურად ზუსტი ასლია, ეს პერანგი თქვენს ხელში როგორ აღმოჩნდა, მხოლოდ ივერონის მონასტრისთვის კეთდებაო.

ზურაბი: ორიგინალი ხატი ჩაკეტილია, მხოლოდ პარაკლისის დროს იღება. ადამიანები ემთხვევიან და მაშინვე გამოდიან უკან. ჩვენ გვატრაპეზეს, დაგვაბინავეს, რა თქმა უნდა, სენაკში ისევ დაგხვდა ცარიელი, ზედმეტი საწოლი. ვინც ამ საკითხში გარკვეულია, კარგად იცის, რომ ასეთი რამ არ ხდება... შემდეგ ჩაგვიყვანეს პარაკლისში, ასე ეძახიან მცირე სამლოცველოს, სადაც ხატია დაბრძანებული. ეს იყო ძალიან მძიმე ემოცურადაც და ფიზიკურადაც. ისეთი ვიწრო შესასვლელია, ადამიანები ერთმანეთის მიყოლებით შედიან, თან, ისე, რომ წინ მხოლოდ სხვა ადამიანის თავს ხედავ. შესაბამისად, ივერიის ღვთისმშობლის ხატს ვერ ვხედავდით, მაგრამ ფიზიკურად ვგრძნობდი, იქიდან გამომავალ დიდ ენერგიას და ამ ენერგიის ტალღაში შესასვლელად, მხრები მქონდა წინ წამოწეული, რომ გამევლო ამ უზარზამარ ენერგიაში. პარაკლისმა ისე სწრაფად გაიარა, ვერც გავიგეთ. გვითხრეს: ემთხვიეთ ხატს და გადითო. ჯერ სხვები გავუშვით, ვიფიქრეთ: ბოლოს რომ დავრჩებით, მეტი დრო გვექნებაო. დიდი მეტანია შევასრულეთ, ხატის მცველს მივაწოდე ჩვენი ხატი, რომ დედა ხატზე დაებრძანებინა. მან დაადო, ლოცვა წაიკითხა, ჯვარი გამოსახა – ეს მომენტი ბუნდოვნად მახსოვს, ტირილი დავიწყე. გიორგის შევხედე, ისიც ტიროდა... რატომ ტირი? – არ იცი. ხვდები, რომ შენსას, შენთვის ყველაზე ძვირფასის ხვდები... ისეთი მკაცრი წესი აქვთ, როგორც კი ემთხვევი ხატს, იკეტება პარაკლისი, მეტხანს იქ არავინ გაგაჩერებს. მაგრამ, მოხდა საკვირველება, ხატის მცველმა დატოვა პარაკლისი, კართან დადგა და ჩვენ დაგვტოვა. ეს გაგრძელდა 2 საათი. შემდეგ ბერძნულად დიდი ტექსტი მითხრა. ბერძნული ერთი სიტყვა არ ვიცი, მაგრამ ყველაფერი გავიგე.

გიორგი: მეორე დღეს, დილით ადრე ავდექით და ზუსტად იმ ადგილას ჩავაბრძანეთ ხატი, სადაც გაბრიელ ქართველმა გამოაბრძანა ივერიის ღვთისმშობლის ხატი – წყაროსთან და მერე იმ ადგილას დავაბრძანეთ, სადაც ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს პარაკლისიდან გამობრძანებულ დედა ხატს დააბრძანებენ ხოლმე. ივერონიდან  რომ წამოვედით, ჩანთა გავხსენით და შიგ აღმოვაჩინეთ ჯვრები და ფსკვნილები.

ზურაბი: მთელი იმ ხნის განმავლობაში ხატი თვითონ ირჩევდა, სად უნდა წავსულიყავით, რომელ მონასტერში. რუკაზე რომ ნახოთ, ათონზე ჩვენი მარშრუტით ჯვარი იხატება. 

გიორგი: ათონის გარდა, მეორე დიდი სიწმიდეც – მეტეორაც მოვილოცეთ, 6 მონასტერში ვიყავით.

ზურაბი: საქართველოში ჩამოსულებმა „დედოფალი“ უწმიდესთან მივაბრძანეთ. მოვუყევით ყველა დეტალი, ისტორია. უწმიდესმა თქვა: ძალიან კარგია ამ ხატის გამოჩენა, ის დიდი სიხარულის მომტანი იქნებაო. ხალხში რომ დავაბრძანებდით, ყველა ამბობდა: „დედოფალი მობრძანდება, დედოფალიო“. პატრიარქმა მას სიხარულის მომნიჭებელი უწოდა და ასე თავისით გაერთიანდა ორი სახელი: „დედაოფალი – სიხარულის მომნიჭებელი“. დღეს ის დაცულია თავის კიოტში. „ფეისბუქის“ გვერდზე ვწერთ: სად წაბრძანდება, რადგან თვითონ გვაძლევს ნიშანს, როდის გამობრძანდეს და სად წაბრძანდეს. საქართველოს მოივლის აუცილებლად და იმედია, სრულიად იმ საზღვრებში, როგორც იყო თამარის დროს.

скачать dle 11.3