კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კანადურ სასწავლო ცენტრში – CanSchool georgia მოსწავლეების მიღება 1 ივნისიდან იწყება

საქართველოში კანადური სასწავლო ცენტრი – CanSchool georgia იხსნება, რომელიც საშუალო სკოლის ბოლო სამ წელს მოიცავს – მეათე კლასიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით. მოსწავლეები და მშობლები ამ სკოლის არჩევის შემთხვევაში, ხელშეკრულებას ტორონტოს სასწავლო ცენტრთან აფორმებენ, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია კანადური საშუალო სკოლის დიპლომის – SSD ქვეყნიდან გაუსვლელად მოპოვება. პროექტი აკრედიტებულია კანადის განათლების სამინისტროს მიერ, ხოლო OSSD დიპლომი აღიარებულია ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტების უმრავლესობისა და კანადის ყველა უმაღლესი სასწავლებლის მიერ. ის მოსწავლეები, რომლებიც CanSchool-ის სამწლიან კურსს გაივლიან, არა მხოლოდ საფუძვლიან ცოდნას შეიძენენ სხვადასხვა მიმართულებით, არამედ საშუალება ეძლევათ, გამოცდების გარეშე გააგრძელონ სწავლა კანადის ნებისმიერ უნივერსიტეტში ბაკალავრზე, მათთვის სასურველ ფაკულტეტზე.  სწავლება არის სამწლიანი, დისტანციური, ონლაინ-რეჟიმში, ინგლისურ ენაზე. მოსწავლეებს ეყოლებათ ქართველი კურატორი, რომელიც დაეხმარება მათ ენობრივი თუ საგნობრივი გაურკვევლობის შემთხვევაში. ზოგადად, სასწავლო პროცესს კი, ხელმძღვანელობენ კანადელი პედაგოგები. სწავლების ხანგრძლივობაა 2-2 საათი, დღის მეორე ნახევარში, ონლაინ-რეჟიმში. პროგრამა ძირითადად, გათვლილია მათზე, ვისაც უცხოეთში ბაკალავრზე სურს სწავლის გაგრძელება. კანადაში, რა თქმა უნდა, ეს ყველაზე მოსახერხებელია, რადგან იქ ყველა გამოცდა ეხსნებათ ნებისმიერ უნივერსიტეტში და ირიცხებიან ავტომატურ რეჟიმში. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ, წავიდნენ სხვა ქვეყნებშიც, კანადური სასწავლო ცენტრის დიპლომი, ქართული საშუალო სკოლის დიპლომს აძლევს აკრედიტაციას. ვისაც სურს ამერიკული სისტემის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელება, სადაც დამატებით ითხოვენ SAT-ის გამოცდებს, ჩვენთან შეუძლიათ SAT-ის პროგრამაში მომზადება. 

კანადური სასწავლო ცენტრ CanSchool georgia-ში მოსწავლეების მიღება იწყება პირველი ივნისიდან, სწავლა კი – 15 სექტემბრიდან. მოსწავლეები, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ საკვალიფიკაციო ტესტს, გაივლიან რეგისტრაციას კანადური საშუალო სკოლის საიტზე. შემდეგ მათ ექნებათ საკუთარი გვერდები, ეგრეთ წოდებული, ექაუნთები, სადაც ყოველკვირეულად, ავტომატურად აეტვირთებათ საშუალო სკოლის მასალა.  კანადური სასწავლო ცენტრი მდებარეობს კერძო სკოლა – „XXI საუკუნის“ ტერიტორიაზე. სასწავლებელში მისაღებად საჭიროა შემდეგი საბუთები: მოსწავლის დაბადების მოწმობა და წინა წლის ნიშნების ფურცელი. საბუთების გამოგზავნა შესაძლებელია იმეილზე ან უნდა გადასცენ კურატორს. ტელეფონი: 599-199-888; მისამართი: უნივერსიტეტის ქუჩა ¹7. იმეილი: Canschoolgeorgia@gmail.com, site: www.canschool.net

скачать dle 11.3