კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ვარ 33 წლის, 1 წლის წინ (თებერვალში) ვიყავი უკრაინაში, ჩავიტარე რადიაქტიული იოდ-თერაპია (გაკეთებული მაქვს ჩიყვის ოპერაცია). მაინტერესებს, რამდენ ხანში გამოდის ორგანიზმიდან რადიაცია და როდის შემეძლება დაორსულება?

პასუხი: რადიაქტივობასთან დაკავშირებით შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ, მაგრამ ორსულობის საკითხი აუცილებლად უნდა შეათანხმოთ თქვენს მკურნალ ექიმთან – ენდოკრინოლოგთან ან იმ ექიმთან, რომელმაც ჩაგიტარათ ქირურგიული მკურნალობა. 

კითხვა: მაინტერესებს თვალების სიყვითლე მხოლოდ A ჰეპატიტს ახასიათებს, ანუ ბოტკინს თუ B და C ჰეპატიტსაც? საერთოდ, რისი დამახასიათებელია თვალების სიყვითლე?

პასუხი: ნებისმიერი ჰეპატიტი, შეგუბება სანაღვლე გზებში, ჰემოლიზური ანემია – იწვევს სკლერების სიყვითლეს.

კითხვა: რა არის დაავადება ოსტეომიელიტი? რისგან ჩნდება ის?  არის თუ არა ეს დაავადება მემკვიდრეობითი? 

პასუხი: ოსტეომიელიტი ინფექციური ანთებითი პროცესია, რომელიც ძვლის ტვინიდან იწყება და შემდეგ ვრცელდება ძვალსა და ძვლისაზრდელაზე. სადღეისოდ ოსტეომიელიტის მცნება გულისხმობს ძვლის ყველა ნაწილის - ძვლის (ოსტიტი), ძვლის ტვინის (მიელიტი) და ძვლისაზრდელას (პერიოსტიტი) ანთებას. ის ვითარდება ძვალში ინფექციის ენდოგენური (ჰემატოგენური) ან ეგზოგენური გზით მოხვედრის შედეგად. მემკვიდრეობით არ გადაეცემა (თუ არ იქნა კიდევ სხვა რაიმე პათოლოგია).

კითხვა: 3 კვირის განმავლობაში ავად ვიყავი, გადავიტანე  ფილტვების ანთება, დამრჩა ძლიერი ხველა. დაახლოებით 5 დღის წინ, გულმკერდის არეში, გულის მხარეს დამეწყო გაუსაძლისი ტკივილი ხველების დროს, ასევე დაწოლისას და ზოგიერთი მოძრაობისას. გულმკერდის რენტგენზე ყველაფერი რიგზეა მხოლოდ  პნევმონიის შემდგომი შეხორცებები ჩანს. ტკივილი დღემდე ძალიან ძლიერი მაქვს ხველებისა და მოძრაობის დროს. რა შეიძლება, იყოს და ვის მივმართო?

პასუხი: სავარაუდოდ, თქვენი  ჩივილი ნეკნთაშუა ნერვის ნევრალგიას უნდა უკავშირდებოდეს; დიაგნოზს სჭირდება დაზუსტება და გამომწვევი მიზეზის დადგენა. მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი ეფექტური მკურნალობის დანიშვნა. გირჩევთ, მიმართოთ ნევროლოგს.

კითხვა: ვუჩივი ოფლიანობას, წონაში მატებას (მშობიარობის შემდეგ მომატებული მაქვს 10 კილო), მაქვს გაძლიერებული მადა, განსაკუთრებით როცა ბავშვს ძუძუს ვაჭმევ. იდაყვები მაქვს გათეთრებული და გთხოვთ, მირჩიოთ, რა შეიძლება, იყოს მიზეზი და ვის უნდა მივმართო?

პასუხი: უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგს, რათა გამოგიკვლიოთ  ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირება.

 

скачать dle 11.3