კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: 2001 წელს გარდამეცვალა შვილი, მაგრამ მემკვიდრეობის მისაღებად ნოტარიუსისთვის არ მიმიმართავს. ჩემს შვილს მემკვიდრეობით დარჩა 3-ოთახიანი ბინა. მე და ჩემი შვილი, მას შემდეგ, რაც მან ეს ბინა შეიძინა, ერთად ვცხოვრობდით. ვარ ბინაში ჩაწერილი, სადაც დღემდე ვცხოვრობ. როგორ მოვიქცე, მჭირდება თუ არა ნოტარიუსთან გამოცხადება მემკვიდრეობის მისაღებად, თუ, სასამართლოს  უნდა მივმართო?

პაუხი: გაცნობებთ, რომ სამკვიდროს მისაღებად უნდა მიმართოთ ნოტარიუსს, რომელიც გასცემს სამკვიდრო მოწმობას. სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ, ნებისმიერ დროს. ექვს თვეზე ადრე სამკვიდრო მოწმობა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ სანოტარო ორგანოს მოეპოვება ცნობა, რომ, მოწმობის მთხოვნელ პირთა გარდა, სხვა მემკვიდრეები არ არიან.

კითხვა: მყავს ერთი შვილი. მეუღლესთან არ ვცხოვრობ. ოფიციალურად არ ვართ დაქორწინებულები, ბავშვს მხოლოდ მამის გვარი აქვს. მამობის დადგენით, მაქვს თუ არა უფლება, ავუკრძალო ბავშვის ნახვა?

პასუხი: როდესაც ბავშვის მამა დადგენილია, მეორე მშობელს, დედას, არ აქვს თვითნებურად უფლება, აუკრძალოს მამას შვილის ნახვა. ამისთვის აუცილებელია სასმართლოს გადაწყვეტილება. 

კითხვა: მაინტერესებს, რა დროით განისაზღვრება უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის  ვადა?

პასუხი:  გაცნობებთ, რომ უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადაა  ექვსი წელი.

კითხვა: 1999 წელს დავქოწინდი, მაგრამ არ ვარ რეგისტრირებულ ქორწინებაში. აქვს თუ არა ჯვრისწერის მოწმობას ქორწინების მოწმობის თანაბარი, კანონიერი ძალა? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ ქორწინება არის, ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.  ამგვარი რეგისტრაციის გარეშე არსებული ქორწინება, ვერ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს. შესაბამისად, ჯვრისწერა იურიდიულად არ უთანაბრდება რეგისტრირებულ ქორწინებას. 

скачать dle 11.3