კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1997 წლის 22 აპრილს, დღის 3 საათზე. რა არის ჩემი კარმული მისია და რომელი პროფესიებია მეტად წარმატებული?

პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, იყოთ უფრო აქტიური და ენერგიული, გამოავლინოთ დადებითი თვისებები. ასევე, იყოთ ინიციატივიანი, შეძლოთ ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების წარმოჩენა. დაეყრდენით ცოდნის ბაზას, კეთილშობილებას, კომუნიკაბელურობას, ოპტიმიზმს. იმავდროულად, იმოქმედეთ უშიშრად, გამოავლინეთ შესაძლებლობები, გქონდეთ საკუთარი თავის იმედი. ასევე, იყავით მომთმენი, მიზანსწრაფული, ნებისყოფიანი, ფულის ყაირათიანად მხარჯველი; დაეყრდენით ინტუიციას და დაიცავით თქვენი საიდუმლო. ამ თვისებების გამოვლენა თქვენს წარმატებას შეუწყობს ხელს. ასევე, გეტყვით, რომ უცხოეთი თქვენი კარმული მისიაა და რაღაც პერიოდი იქ ცხოვრება კარგი იქნება თქვენი მომავლისთვის. პროფესიებიდან კი კარგია და წარმატებების მომტანი: სპორტი, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო სფერო, მედიცინის ყველა დარგი ფარმაცევტიკის გამოკლებით, არატრადიციული მედიცინა, სამართალდამცავი ორგანოები, საგამომძიებლო საქმიანობა, საგადასახადო სფერო, პედაგოგიკა, ფილოსოფია, ფსიქოლოგია.

კითხვა: დავიბადე 1974 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით დილის 10 საათზე. რა არის ჩემი კარმული მისია და უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მისაღები და წარმატების იოლად მომტანი?

პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისია უკავშირდება იმას, რომ იყოთ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, ოპტიმისტი. ასევე, დაეყრდნოთ ცოდნის ბაზას, იყავით ფრთხილი და წინდახედული. შემოიკრიბეთ ირგვლივ ერთგული ადამიანები და სტაბილური გახადეთ ცხოვრება. რაც შეეხება უცხოეთს, ეს თქვენი კარმული მისია არ არის. თუმცა, ძალების მოსინჯვა ნამდვილად ღირს. ქვეყნებიდან კი კარგია და მისაღები: უკრაინა, ირლანდია, კვიპროსი, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი ნაწილი, მოლდავეთი, ბელგია, არგენტინა, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია, ბულგარეთი, ისრაელი, ინგლისის დასავლეთი ნაწილი, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი ნაწილი, საბერძნეთი.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2003 წლის 14 მაისს. რომელი პროფესია იქნება მისთვის სასურველი ასტროლოგიური თვალსაზრისით?

პასუხი: მისთვის პროფესიებიდან კარგი და წარმატების მომტანია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, არქიტექტურა, დიზაინი, იურისპრუდენცია, ფოტოგრაფია, სილამაზის სალონების ბიზნესი, საკონდიტრო ბიზნესი, პედაგოგიკა, ლინგვისტიკა.

კითხვა: დავიბადე 1992 წლის 15 იანვარს. რა არის ჩემი კარმული მისია და რა გავაკეთო წარმატების მისაღწევად?

პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა, იყოთ ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მომთმენი, პრაქტიკული, მიზანსწრაფული, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, ფულის ყაირათიანად მხარჯველი და გადამნაწილებელი; ყოველთვის უნდა იყოთ მოწესრიგებული. თუ რამეს აკეთებთ, გააკეთეთ მიფუჩეჩების გარეშე. ასევე, უნდა იყოთ მარტოხელა მებრძოლი. საქმეს მიუდექით მეტი პასუხისმგებლობით. იყავით ფრთხილი და იმოქმედეთ პრინციპით: „შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“. ამ თვისებების გათვალისწინებისა და გამოყენების ხარჯზე, თქვენ დადგებით სწორ, კოსმიურ-კარმულ ევოლუციურ გზაზე, რაც წარმატების გარანტიც გახდება.

скачать dle 11.3