კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეუძლია თუ არა კონკრეტულ ხილსა და ყვავილებს სახლში უარყოფითი ენერგიის გაძლიერება, დადებითის კი – დაბლოკვა და რატომ უნდა გაიკეთოთ თითზე ბეჭედი სწორად

ჩვენი წინაპრები ღრმა სიბერემდე ჯანმრთელად და შრომისუნარიანად გამოიყურებოდნენ. რეალურად, წინათ დღეგრძელი ბევრი იყო, ახლა კი – ნაკლებად. დღეს ადამიანები ჩაკეტილები არიან საკუთარ ბინებში, დილიდან საღამომდე მუშაობენ და ვერც კი ამჩნევენ, ამით როგორ იმოკლებენ სიცოცხლეს. ძველი ხალხი მეტ დროს ატარებდა ბუნებაში, სუფთა ჰაერზე, რადგან იცოდნენ, რომ ასე სასიკეთო ენერგიებს იღებდნენ, იმუხტებოდნენ დადებითი ემოციებით. ასე რომ, ჩვენი სიცოცხლის გენის გახანგრძლივება სწორედ ბუნებასთან არის კავშირში. როგორც ცნობილი ფსიქოლოგ-ეზოთერიკოსი, ქალბატონი ნინო ამბობს, სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული, რომ ღრმა სიბერეს მივაღწიოთ უფრო ჯანმრთელებმა და ბედნიერებმა.

ნინო: თუ ადამიანს ენერგიის დიდი დოზით ხარჯვა უწევს, აუცილებელია, ის შეივსოს, რათა თავადაც არ დაუძლურდეს. ამიტომ, ბუნებასთან კონტაქტი, სუფთა ჰაერისა და მიწის ენერგიით დამუხტვა, უბრალოდ, აუცილებელია. ბუნებასთან კონტაქტით მიღებული ენერგია მთელი კვირის განმავლობაში ეხმარება ადამიანს, მეტად შრომისუნარიანს ხდის და დადებითი ემოციებით ავსებს. გირჩევთ, ხშირად იაროთ ტყეში, ისუნთქოთ წიწვოვანისა და მუხნარის არომატი – ეს ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო და აუცილებელია. თუ ზემოთქმულს გაითვალისწინებთ, საკუთარ თავსა და ჯანმრთელობას ძალიან დაეხმარებით. ზოგადად, სტატისტიკურად, სოფლად გაცილებით მეტხანს ცოცხლობენ, ვიდრე დიდ ქალაქში. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მათ მეტი კონტაქტი აქვთ ხეებთან, სუნთქავენ მათგან გამოყოფილ ჟანგბადს და მათთან შეხებით, დადებითი ენერგიით იმუხტებიან.

– გამიგია, რომ კონკრეტულ ხილსა და ყვავილებსაც შეუძლია, სახლში უარყოფითი ენერგიის გაძლიერება და დადებითის დაბლოკვა. ამ თემაზე რას გვეტყვით? 

– დიახ, ნებისმიერ ხილსა თუ ყვავილს შეუძლია, სახლში ცუდი ენერგიის შემოტანა, კარგის კი განდევნა. ეს იმაზეა დამოკიდებული, რომელ ზონაში გაიზარდა ხე, რომელმაც ეს ხილი მოისხა და სად გაიშალა  ეს ყვავილები. ამაზე, ალბათ, არ გიფიქრიათ, მაგრამ, ჩვენმა ბრძენმა წინაპრებმა მსგავსი რამეები ნამდვილად იცოდნენ, ითვალისწინებდნენ და მისი განეიტრალების მეთოდებიც დაგვიტოვეს. მაგალითად, როდესაც ხილს იყიდით და სახლში მიიტანთ, დიდი ხნის განმავლობაში დადგით გამდინარე წყლის ჭავლის ქვეშ, რომ ნეგატიური ენერგია ჩამოერეცხოს და წყალს გაჰყვეს. თუ ყვავილს შეიძენთ, მისი ღეროები მაკრატლით დაამოკლეთ და შეუშვირეთ გამდინარე წყალს. ქოთნის ყვავილს კი, უმჯობესია, ყიდვის შემდეგ მიწა გამოუცვალოთ და ისე დადგათ ოთახში. საერთოდ, ყვავილები დიდ გავლენას ახდენს სახლის ენერგეტიკულ-სტრუქტურულ ფორმირებაზე.

– სახლის ენერგეტიკულ-სტრუქტურულ ფორმირებაში რას გულისხმობთ?

–  ამაზე ახლავე მოგახსენებთ. მაგალითად, დღეს ბევრ ოჯახში მინახავს ქოთანში ჩარგული გვიმრა. ეს მცენარე ლამაზია, მაგრამ, ალბათ, მისმა პატრონებმა არც კი იციან, რომ ის აქტიურად შთანთქავს სახლში დაგროვილ, ადამიანისთვის საშიშ ენერგიას. დააკვირდით, თუ ოთახის მცენარეებმა დაიწყეს უეცარი ჭკნობა ან ფოთლების გაყვითლება, ესე იგი, იმ ადგილას, სადაც ქოთანი დგას, დაგროვდა დიდი რაოდენობით უარყოფითი, საშიში ენერგია და სახლში ბნელი ძალების წყარო გაჩნდა. მის გასანეიტრალებლად, კარგია ნივრისა და დაფნის ფოთლების აცმა და კაქტუსი. კაქტუსების უამრავი ჯიში არსებობს და თითოეული მათგანი უარყოფითი ენერგიის შთანმთქმელია. მათი დადგმა სასურველია ტელევიზორთან, კომპიუტერთან, სამუშაო მაგიდასთან. კარგია, თუ ქოთნის მწვანე ყვავილებს შეიძენთ და მათ სახლში გამოსაჩენ ადგილას, სასტუმრო ოთახში დადგამთ. ეს მომავალში წარმატების მოპოვებაში დაგეხმარებათ. მაგრამ, დეკორატიული ჯუჯა ხეების შეძენას არ გირჩევთ. ასევე, საშიშია სახლში ქოთნის წიწაკის გახარება. მას სახლში სიმწარე შემოაქვს და ჩვენს ენერგიასაც იწოვს. 

– ქალბატონო ნინო, ასევე გამიგია, რომ იმას, თუ რომელ თითზე ატარებ ბეჭედს, რა ლითონისგანაა ის დამზადებული, გარკვეული დატვირთვა აქვს და ადამიანის ბედზე ახდენს ზეგავლენას. ეს სიმართლეა?

– ეს სრული სიმართლეა და რომ ვაკვირდები, ბევრი არასწორად ატარებს ბეჭდებს, რაც მათთვის საშიში და სახიფათოა. ბეჭედი არათითზე, ანუ თითზე, რომელიც ოჯახურ მდგომარეობაზე გვაძლევს ინფორმაციას – საქორწინო ბეჭედი შეიძლება გეკეთოთ როგორც მარჯვენა ხელის არათითზე, ასევე მარცხენა ხელზეც. ეს დამოკიდებულია, თუ რომელი ქრისტიანული რწმენის შტოს მიეკუთვნები – ხარ მართლმადიდებელი, პროტესტანტი თუ კათოლიკე. თავდაპირველად, ეს ტრადიცია ძველ ეგვიპტეში დაინერგა. მათ სჯეროდათ, რომ ამ თითიდან გადის სიყვარულის არტერია და უკავშირდება გულს. ამიტომ, ეგვიპტელები ქორწინების ბეჭედს იმზადებდნენ სხვადასხვა ლითონისგან და კერამიკისგან. რომში ტრადიციული საქორწინო ბეჭედი მზადდებოდა რკინისგან. ჩვენთვის კარგად ცნობილი ოქროს ბეჭდები შემოიღეს მესამე-მეოთხე საუკუნეებში. საჩვენებელი თითი მოიაზრება  ძალაუფლებად. საჩვენებელ თითზე ბეჭედი  სიამაყის, ძალაუფლებისა და ძლიერი ხასიათის ნიშანია. ძალაუფლების ბეჭედი მარჯვენა ხელზე, მეტყველებს სწორად მოაზროვნე ადამიანზე, მარცხენა ხელზე კი – ძალაუფლების მანიასა და ისტერიკულ ხასიათზე. სხვათა შორის, ბეჭედი საჩვენებელ თითზე ეკეთა ცეზარს და ჰენრიხ მერვეს. ჰენრიხს ბეჭედი ეკეთა ორივე ხელზე და ცნობილი იყო როგორც დიდებული მონარქი, რეფორმატორი და პარანოიკი. შუა თითზე გაკეთებული ბეჭედი დემონსტრირებას ახდენა მფლობელის მშვენიერებასა და  დახვეწილ გემოვნებაზე. ყველაზე გრძელი, ცენტრალური თითი ყველაზე კარგად ახდენს სამკაულის დემონსტრირებას და იმასაც, თუ რამდენად მოსწონს თავი მის მფლობელს. 

– ბეჭდის ზომასაც აქვს მნიშვნელობა?

– რასაკვირველია, ბეჭდის ზომასაც აქვს დიდი მნიშვნელობა. რაც უფრო დიდია ბეჭედი, მით უფრო მეტად ცდილობს მისი მფლობელი, დაარწმუნოს გარშემო მყოფები თავის სილამაზეში. ბეჭედი ცერ თითზე, საინტერესოა, მით უფრო მეტად, თუ ის მამაკაცს უკეთია. ამ თითზე ბეჭდის მფლობელის მთავარი მიზანია, დაიცვას საკუთარი პოზიციები ნებისმიერი ხერხით, ნებისმიერ სფეროში და უპირველესად, სექსუალურობაში. ბერძნები და რომაელები ხელის დიდ თითს ფალოსის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ და მასზე ბეჭედს იკეთებდნენ სექსუალური ძალის დასაცავად. ნეკი კი ყველაზე მინიატურულია. ბეჭედი ნეკ თითზე, ადამიანის შემოქმედებით ნიჭზე გვაძლევს ინფორმაციას. ამ თითზე, ძირითადად, ბეჭდები უკეთიათ: მსახიობებს, მხატვრებს, დიზაინერებს და ეს მათ დახვეწილობას, ორიგინალობასა და ინდივიდუალიზმს უსვამს ხაზს. ასე რომ, სანამ ბეჭედს თითზე მოირგებთ, დაფიქრდით, რა ინფორმაციას გათქვამს ის თქვენზე და რას ამოიკითხავენ მისი წყალობით თქვენს პერსონაზე გარშემო მყოფები.

скачать dle 11.3