კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

მარტიროსაშვილი-მარტიროსიანი

ქართველებს დამოუკიდებლად გვარი მარტიროსოვი არ გვქონია. საქართველოში გვხვდება როგორც მარტიროსოვი, ისე მარტიროზოვი და დამახინჯებული ფორმით მარტირუზოვი. პიროვნებები, ვინც ამ გვარებს ატარებენ - მარტიროსოვი, მარტიროზოვი, მარტირუზოვი, არიან სომხებიც და ქართველებიც.

ქართველი მარტიროსოვები მესხეთ-ჯავახეთის თავადური საგვარეულოდან – გოგიბაშვილიდან იღებენ სათავეს.

გოგიბაშვილი-მარტუილოზაშვილი-მარტიროზაშვილი-მარტიროსაშვილი-მარტიროსოვების გვარის თაობაზე არაერთი სტატია დაიბეჭდა. მის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ წიგნში – „ქართული გვარ-სახელების“ პირველ ტომში.

საქართველოში 686 მარტიროსოვია დაფიქსირებული. მათ შორის არიან როგორც სომხები, ასევე ქართველებიც.

ლომკაცი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ლომკაცი, ლომკაცია.

გვარი ლომკაცის ადრინდელი სახე იყო ლომკაცაშვილი.

„თიანეთში მცხოვრებ სახაზინო გლეხს, მამუკა ლომკაციშვილს და სჯულიერსა ცოლსა მისასა მელანია ბერის ასულს 1832 წელს დაებადათ ქალი, სახელად, სიდონია. მიმრქმელად იყო თანასოფლელი რამაზ კაციას ძე მაჩაიძე”.

საქართველოში 29 ლომკაცი ცხოვრობს: თბილისში – 18, თელავში – 8, რუსთავში – 3.

სარქისაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სარქისა.

1679 წელს ვახტანგაანთ ნასყიდას მიერ ქალაქის მოურავისთვის პაატა-ბეგ მანუჩარიშვილისადმი მიცემულ ნასყიდობის წიგნში მოიხსენიება ვახტანგაანთ სარქისა.

1714 წელს ზაზა საგინაშვილის მიერ ასლამაზ ჩაჩიკასშვილისადმი მიცემულ ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში მოიხსენიებიან, გიგოლა და ზურაბა სარქისაშვილები.

სარქისაშვილები მოგვიანებით რუსული დაბოლოებით სარქისოვად ჩაუწერიათ. სარქისაშვილები იყვნენ გლეხებიც და აზნაურებიც.

საქართველოში 272 სარქისაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 157, გურჯაანში – 87, ლაგოდეხში – 7. არიან სხვაგანაც.

1 403 – სარქისოვია.

ბერძენი

ეს გვარი მივიღეთ ფუძით – ბერძენი. ქართველებთან ის გვარად ქცეული ეთნონიმია. მისგან ასევე მიღებულია გვარები: ბერძენიშვილი, ბერძნიშვილი, ბერძენიძე, ბერძული, ბერძელიშვილი.

ბერძენასშვილი-ბერძნიშვილები იყვნენ აზნაურები და მათი გვარები შეტანილია 1783 წელს, გეორგიევსკის ტრაქტატში.

რუსული კალკით კი გვხვდება გვარი ბერძენოვი.

საქართველოში 51 ბერძენი ცხოვრობს: ფოთში – 23, ქუთაისში – 17, თბილისში – 7. არიან სხვაგანაც.

401 ბერძენაძეა: ქუთაისში – 192, წყალტუბოში – 56, ბაღდადში – 54. არიან სხვაგანაც.

40 ბერძენია: ზუგდიდში – 19, წალენჯიხაში – 5, თბილისში – 3. არიან სხვაგანაც.

2 665 ბერძენიშვილია: თბილისში – 1 050, ჩოხატაურში – 389, რუსთავში – 146. არიან სხვაგანაც.

120 ბერძენიძეა: თბილისში – 40, ახალციხეში – 26, საჩხერეში – 16. არიან სხვაგანაც.

22 ბერძენოვია: მარნეულში – 12, თბილისში – 6, რუსთავში – 4.

208 ბერძნიშვილია: გორში – 101, მცხეთაში – 45, თბილისში – 14. არიან სხვაგანაც.

200 ბერძულია: თერჯოლაში – 98, ქუთაისში –  35, თბილისში – 27. არიან სხვაგანაც.

25 ბერძულიშვილია: ზესტაფონში – 9, თბილისში – 5, რუსთავში – 5. არიან სხვაგანაც.

52 – ბერძენაშვილია.

 

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3