კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

შეყვარებულის პრეტენზიებმა დამღალა

ძალიან უცნაური ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა მე და ჩემს შეყვარებულს:

ერთმანეთის გარეშე ხუთ წუთსაც კი ვერ ვძლებთ, მაგრამ, საკმარისია, შევხვდეთ, რომ მაშინვე ჩხუბსა და კინკლაობის ვიწყებთ. რა თქმა უნდა, ეს ჩხუბი ურთიერთშეურაცხყოფაში არ გადადის (ყოველ შემხთვევაში, ჯერჯერობით), მაგრამ, სიმართლე გითხარით, უკვე ძალიან მომბეზრდა. მომბეზრდა კი არა, ისე ამომივიდა ყელში, ხანდახან იმაშიც კი გამომიჭერია საკუთარი თავი, რომ, ვცდილობ, მორიგი პაემანი ავიცილო, რადგან, ვიცი, რაც მოჰყვება: წვრილმანი (ალბათ, ესეც ჯერჯერობით) პრეტენზიები, ჩემი რომელიღაც სიტყვით ან საქციელით გამოწვეული უკმაყოფილება და, შესაბამისად – შენიშვნები; საყვედურები ჩემი უყურადღებობისა თუ გულგრილობის გამო და ასე შემდეგ. რამდენჯერმე ვცადე, ყურადღება არ მიმექცია, „გამეტარებინა“ და არ ავყოლოდი, მაგრამ, უარესი შედეგი მივიღე – ფეხებზე გკიდია, მე რა მტკივა და რა მაწუხებს, ეგოისტი ხარო. მეც უკვე ვეღარ ვითმენ და უხეშად ვეპასუხები, რასაც მისი გაბუტვა მოსდევს. უნდა ვაღიარო, რომ მერე ძალიან ტკბილია შერიგება, მაგრამ, ამ ყველაფერმა მაინც საშინლად დამღალა. ხანდახან იმასაც კი ვფიქრობ, ერთხელაც, ხომ არ დავასრულო მასთან ურთიერთობა. ახლა რომ ასე ვართ, ცოლად რომ შევირთავ, მერე რაღა იქნება, ალბათ, სიცოცხლეს მომისწრაფებს თავისი შენიშვნებითა და უკმაყოფილებებით. სხვათა შორის, ერთხელ თავის უახლოეს დაქალთან ერთად შემხვდა და მაშინაც პრეტენზიების კორიანტელი რომ დააყენა, იმ დაქალმა ჩემი თანდასწრებითვე უთხრა, გაუფრთხილდი ამ ბიჭს, თუკი მართლა გიყვართ ერთმანეთი, თორემ, სხვას ვერავის იპოვი, ვინც ამდენს მოგითმენს. მე ჩემს შეყვარებულს ოდნავაც ხომ ვუსაყვედურო რამეზე, ისეთ დღეში ჩამაგდებს, ლაპარაკს დამავიწყებს. შენ კი ოთო ამდენს გითმენს და ვერც კი ხვდები, რომ ზედმეტები მოგდისო. ამაზე თამთა მთლად გადაირია და დაქალს კარგა ხანს ხმას არ სცემდა, ისევ მე შევარიგე.

მოკლედ, აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. დაშორებით ვერ დავშორდები, რადგან სიგიჟემდე მიყვარს, მისი აუტანელი ხასიათის მიუხედავად და, ზუსტად ვიცი, რომ თვითონაც ძალიან ვუყვარვარ, თუმცა, იმასაც ვხვდები, რომ ასე დიდხანს ვეღარ გავძლებ, და ერთხელაც, შეიძლება, თავი ვეღარ მოვთოკო და ისე ავფეთქდე, უკან დასახევი გზა აღარ დავიტოვო და მართლა დავშორდეთ ერთმანეთს, რისი გაკეთებაც ნამდვილად არ მინდა, მაგრამ თუ ამას თამთა თვითონ ვერ მიხვდა და ჩემდამი დამოკიდებულება არ შეცვალა, მე ჩემს საქციელზე პასუხს ვეღარ ვაგებ და მერე აღარ ეწყინოს.

ოთო, 23 წლის.

скачать dle 11.3