კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (49)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

როგორ გახდა ერთ დღეში ათასობით ადამიანის მსხვერპლი ნატუკა გულისაშვილი და რა ასწავლა მას ცხოვრებაში გადატანილმა დარტყმებმა

მსახიობი ნატუკა გულისაშილი, „იმედის დილის” ეთერში მომხდარი ინციდენტის გამო, ბევრმა გააკრიტიკა. თუმცა, ცოტა თუ მიხვდა, რომ ეს დადგმული იყო და ის აგრესია, რაც მან წამყვან თაკო ჩორგოლაშვილის მიმართ გამოხატა, სამსახიობო ნიჭის კარგი დემონსტრირება გამოვიდა. როგორც თავად ამბობს, საკმაოდ მშვიდი და დამთმობია, არ უყვარს ჩხუბი და აყალ-მაყალი  და ცდილობს, კონფლიქტურ სიტუაციებს მაქსიმალურად მოერიდოს.

ნატუკა გულისაშვილი: იღბლიანი ვარ, რადგან, ღმერთის წყალობით ყველა ჯანმრთელად მყავს და იმ საქმეს ვემსახურები, რაც ძალიან მიყვარს. თამამად ვიტყვი, რომ უფალი მწყალობს. მიმაჩნია, რომ ქალური ბედნიერებაა, როცა შვილი გყავს და ამაშიც გამიმართლა. არაჩვეულებრივი, 20 წლის ანა მყავს და დედა-შვილი კი არა, უფრო მეგობრები ვართ (იცინის). 

– სრულყოფილ ქალურ ბედნიერებაში, საყვარელი მამაკაციც ხომ იგულისხმება?

– მართალია, მოიაზრება, მაგრამ მე ამის გარეშეც ბედნიერი ვარ. 

– ვინც გიცნობს, ყველა აღიარებს, რომ ბუნებით მშვიდი ხარ და ყოველთვის ერიდები კონფლიქტურ სიტუაციებს. თუმცა, ეს დღევანდელ ყოფაში, ცოტა რთულია. თუ გიწევს აგრესიის გამოხატვა და ცხოვრებაში, ხშირად ხვდები უსამართლო სიტუაციებში?

– არ ვარ აგრესიული და არ ვიცი ჩხუბი. ადამიანს იმიტომ გაქვს ორი ყური, რომ ერთით მოუსმინო და მეორეთი გაატარო. აი, ასე ვიქცევი, როცა ვინმესგან აგრესიული ტონი მოდის. კი ვთქვი, აგრესიული არ ვარ-მეთქი, მაგრამ წელიწად-ნახევარია, მანქანა შევიძინე და მივხვდი, რომ გარშემო უამრავი აგრესიული ხალხია. როცა საჭესთან ვზივარ და სხვა მძღოლები ნერვებს მიშლიან, ამ დროს მუსიკა მეხმარება. ხომ ამბობენ ქალები, რაც საჭეს მივუჯექი, გინება ვისწავლეო, ჰოდა მეც, სულ სიმღერ-სიმღერით ვიგინები. ასე რომ, საჭესთან სიმღერით გინება, ჩემთვის „მოსულა” (იცინის). ერთხელ შევიგინე საჭესთან და ისეთი შავი აურა წამოვიდა, ვიფიქრე, ასე არ გამოვა-მეთქი. ჩემს მანქანაში კი სულ მუსიკა მაქვს ჩართული და რა მელოდიაც არის, იმ ტონალობაში, წაღიღინებით შეგინება, უფრო მარტივია და არც ნერვები გეშლება.

– თქვი, აგრესიული და კონფლიქტური არ ვარო, თუმცა შენმა საქციელმა პირდაპირი ეთერიდან გააქცია წამყვანი, რომელსაც საკმაოდ უხეშად და შეურაცხმყოფლად მოექეცი. რაში იყო საქმე? ამ შემთხვევაში, ნერვებმა გიმტყუნა, თუ მუსიკის ჰანგები დაგაკლდა?

– (იცინის). ვინც მიცნობს მიხვდა, რომ, ის რაც „იმედის დილის” ეთერში მოხდა, დადგმული იყო. ეს ბევრმა სწორად ვერ აღიქვა, უფრო სწორად, პირდაპირ მიიღო და ბევრი ლანძღვა და აგრესია წამოვიდა ჩემი მისამართით. წლებია, თეატრს ვემსახურები, მიაჩნიათ, რომ ნიჭიერი მსახიობი ვარ, ალბათ, სცენა მომენატრა და ისე კარგად ვითამაშე პირდაპირ ეთერში, კინაღამ მეც დავრწმუნდი ჩემს აგრესიაში (იცინის). წლებია, თეატრის სცენაზე ვდაგავარ და აგრესიული როლი და აგრესიული პიროვნება, არ მითამაშია. ფილმში მეძავი ვითამაშე და არც იქ ვიყავი აგრესიული. ბევრი ჩემი კოლეგა, ვისაც აგრესიული ადამიანის როლი უთამაშია, მეუბნება, ქუჩაში რომ გავივლი, ისე მომაწყევლიან, საკუთარი თავის მრცხვენიაო. გვირეკავენ, შე ოჯახის დამანგრეველო, ქუჩის ქალოო. ეს ჩემთვის უცხო იყო. არადა, პირდაპირ ეთერში გათამაშებულმა ჩემმა აგრესიამ, ისეთი რეიტინგი მოუტანა არხს, რომ 40 ათასი ნახვა დაიმსახურა ამ ეპიზოდმა. არ დაგიმალავთ, ისეთი აგრესია მოდიოდა ჩემ მიმართ, ისე მლანძღავდნენ და ისეთ სიტყვებს მწერდნენ, ვიფიქრე, თავს დავანებებ ყველაფერს და სახლში დავჯდები-მეთქი. მაგრამ მივხვდი, რომ იმ 40 ათასი ნახვით და 17 ათასი შეურაცხმყოფელი კომენტარით, არ წყდება ჩემი საქმიანობა. გული მწყდება იმ ადამიანებზე, ვინც ამ აგრესიულ კომენტარებს დებს. ნუთუ არ ადარდებთ, რას ფიქრობს ის ადამიანი, ვისაც უნაწყენდებიან, იმ მომენტში, როცა ამას კითხულობს? მესმის, დადგმა ვერ აღიქვეს და თაკო შეეცოდათ, მაგრამ ძალიან შეურაცხმყოფელი სიტყვებისგან ხომ შეიძლება შეიკავო თავი? რომ დავფიქრდი, ამ შემთხვევაში, მე გამოვედი 40 ათასი ადამიანის მსხვერპლი და არა თაკო. თუმცა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, მათი წყალობით, რომ ნიჭიერი მსახიობი ვარ (იცინის). ზოგადად, საზოგადოებაშია დაგროვილი დიდი აგრესია. მაგალითად, სპექტაკლი ითამაშე და პრემიერა ჩავარდა. ამის გამო თეატრი უნდა მიატოვო და მსახიობობაზე უარი თქვა? მართლა ძალიან განვიცადე და ვინერვიულე. მე, თითოეული ადამიანი მიყვარს, ვინც ტელეეკრანზე მიყურებს, ორწელიწად-ნახევარია, მათთვის ვშრომობ, დილით უთენია ვდგები და გავრბივარ სამსახურში, რომ მათ ტელევიზიიდან მივესალმო. ანუ, ორწელიწად-ნახევარია, ბედნიერი ვარ და  უცბად, დავფიქრდი, რომ ალბათ, მაყურებელი, ამ ინციდენტის გამო, ზის ტელევიზორთან და მლანძღავს. ეს ჩემთვის მძიმე წარმოსადგენია. თაკო ჩორგოლაშვილი  მაწყნარებდა, არ მიაქციო ყურადღება, გათამაშებული რომ იყო, ეს კარგად ჩანდა. იმაზე იფიქრე, რომ ასე დამაჯერებლად ითამაშეო, მაგრამ აბა, თქვენ ის კომენტარები წაიკითხეთ, რასაც მწერდნენ. 

– ნატუკა, შენი განაწყენება და წყობიდან გამოსვლა ადვილია?

– ძალიან ადვილია გული მატკინო და მაწყენინო, მაგრამ წყობიდან იშვიათად გამოვდივარ. ჩემი აგრესია და წყობიდან გამოსვლაა, ოთახში ჩაკეტვა და ჩუმად ტირილი. რომ დავწვები, გულში ვეჩხუბები იმ ადამიანს და დილით გადავლილი მაქვს წყენა. ჩემთვის ყველა ადამიანი და ყოველი წუთი ძვირფასია. თუ მაწყენინა საყვარელმა ადამიანმა, იმწუთას თავს ვიკავებ და მერე, ბრაზი და წყენა რომ გადამივლის, აუცილებლად ვეტყვი. ქართველები ემოციური ერი ვართ და გაბრაზებულ გულზე, რას ვამბობთ და როგორ ვმოქმედებთ, ამას ვერ ვაკონტროლებთ. თუ შენი დაკარგვა არ მინდა, ბოდიშია მოსახდელი? მოგიხდი, მართალი ვარ? მშვიდად აგიხსნი, რომ შეცდი. ესაა ცივილიზებული ურთიერთობა. მშვიდი, ტკბილი და თბილი სიტყვით ნებისმიერს მიახვედრებ, რა გინდა მისგან და რა დამოკიდებულებაში ხარ მასთან.

– ემოციის მოთოკვა რომ რთულია?

– მესმის, ძალიან რთულია მოთოკო ემოცია, მაგრამ მე ამ დროს ჩემს თავს ვეუბნები, დაწყნარდი და იაზროვნე! უპირველესად, საკუთარ თავს ვუფრთხილდები და ამაში ცხოვრებისეული გამოცდილებაც მშველის.

– დაკვირვებული ვარ, რაც მეტად დამთმობია ადამიანი და წყენას გულში იკლავს, მით მეტად იჩაგრება...

– ეს მომენტები ჩემთანაც იყო. იცით, როგორ მაფასებდნენ? ნატუკა დინჯია, გემრიელია და ამას არ ეწყინება. გულთან არ მიიტანს წყენასო. ჰგონიათ, თუ მაგიდაზე აბრახუნებ ხელებს და ხმამაღლა ლაპარაკობ, მართალი ხარ. უფრო რთულია, მშვიდად, საკუთარი აზრი დაამტკიცო. მე ვერ შევიცვლები, ასეთი ვარ. ვინც მიცნობს, იმან იცის როგორ მესაუბროს და ჩემიც კარგად ესმის. სხვათა შორის, ჩემს სიმშვიდეს ბევრი წყობიდანაც გამოუყვანია. წარმოიდგინეთ, ვიღაც გეკამათება, ჩხუბობს, გიმტკიცებს და შენ მშვიდად, მონოტონურად პასუხობ. ბოლოს კი, საერთოდ გაეცლები და კარს მიუკეტავ, ეს ასმაგად უარესია. როცა ცდილობენ, გამომიწვიონ, მე იგნორს ვუკეთებ. არ შემიძლია ენერგოვამპირებთან ურთიერთობა. ცხოვრებისგან ბევრჯერ მიმიღია დარტყმა, მაგრამ ესეც მშვიდად გადამიტანია. ხშირად, ამ ცხოვრებისეული დარტყმებისგან „ჩასინიაკებულს” მივლია, მაგრამ არ გავბოროტებულვარ, სხვაზე არ გადამიტანია აგრესია. ამ დარტყმებს რომ გავუძელი და გადავლახე, უფრო ძლიერი გავხდი, აღარაფერზე მეშლება ნერვები და მჯერა, რომ იმ ცუდს აუცილებლად მოჰყვება კარგი. არასდროს ვგეგმავ წინასწარ რამეს. ამიტომ, შეცდომებსაც ვუშვებ. ეს ვიცი, მაგრამ ვცდილობ, მართალი ვიყო და იმ პატარა შეცდომებზე, უფრო მეტი ვისწავლო.

– როგორც მივხვდი, გამოუსწორებელი ოპტიმისტი ხარ, არა?

– იმდენად ოპტიმისტი ადამიანი ვარ, რომ, ისიც კი მჯერა, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში, უახლოეს მომავალში დაიწევს (იცინის). ჩვენს გენეტიკაში ამხელა დარდი და ტკივილი დევს და მაინც გვემღერება და გვეცეკვება. ესეც ხომ ჩვენი, ქართული გენისა და ოპტიმიზმის ბრალია? (იცინის).

скачать dle 11.3