კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ელდა, სახელად NDI

ევროკავშირი VS ევრაზიული კავშირი

ევროკავშირი VS ევრაზიული კავშირიიმას გარდა, რომ ყოველთვის ელდასავით გვეცემოდა ხოლმე, NDI-ს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებმა გასულ კვირას თითქმის დაგვზაფრა.

ან კი როგორ არ დაგვზაფრავდა, როდესაც „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ ქვეკვლევის თანახმად, თურმე, საქართველოში ევრაზიულ კავშირს გამოკითხულთა 31 პროცენტი უჭერს მხარს, 41 პროცენტისთვის ის მიუღებელია, ხოლო 27 პროცენტი არც აქეთაა, არც იქით.

თუმცა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა 68 პროცენტისთვისაა მისაღები, 16 პროცენტისთვის – მიუღებელი, 15 პროცენტს კი წარმოდგენაც არ აქვს ამ საკითხზე.

„ნატოს“ წევრობაც 68 პროცენტისთვისაა მისაღები, 20-სთვის მიუღებელი, ხოლო 14 პროცენტისთვის – სულერთია.

სავსებით ბუნებრივია, 31-პროცენტიანმა მაჩვენებელმა ევრაზიული კავშირის სასარგებლოდ, მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ვინაიდან, სხვა თუ არაფერი, ის IRI-ს მიერ ამას წინათ ჩატარებულ კვლევასაც ეწინააღმდეგება; და, ბოლოს და ბოლოს, ევრაზისტები ვეგეტატიური წესით ხომ ვერ გამრავლდებოდნენ ერთიოდ თვეში?! – 

ამ თუ სხვა მიზეზით, NDI-ს დირექტორმა ქალბატონმა (ლორა ტორნტონმა) აქეთ დაგვამუნათა და ჩვენი რუხი ნივთიერების რაოდენობაში დიდი ეჭვი შეიტანა: „ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით კითხვა დასმული იყო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერასთან ერთად. ამის გამო ადამიანები, შეიძლება, მარტივად დაბნეულიყვნენ, რადგან, ქართულ ენაში ეს სიტყვები ერთმანეთს ჰგავს. ასევე ვფიქრობ, რომ, შესაძლოა, ეს ინფორმაციის ნაკლებობითაა გამოწვეული.“

მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ, წესითა და რიგით, კვლევა იმგვარად უნდა ჩატარდეს, რომ გაითვალისწინოს არაინფორმირებულობისა თუ ერთმანეთის მსგავსი სიტყვებით დაბნევის ფაქტორები, არც ისაა გამორიცხული, რომ რუხი ნივთიერების სიმწირეში ეჭვმიტანილებს ეჭვმიმტანლის რუხი ნივთიერების რაოდენობაზე გაუჩინოს ეჭვი. – 

скачать dle 11.3