კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: რომელი ბრძანების შესრულება უნდა ვასწავლოთ ძაღლს უპირველეს ყოვლისა?

პასუხი: ძაღლს უპირველესად აუცილებლად უნდა აწავლოთ რამდენიმე ბრძანება: დაჯექი! დაწექი! და დამელოდე! ხშირ შემთხვევაში, ბრძანება – დამელოდე ძალიან გამოსადეგია. მაგალითად, სასურსათო მაღაზიაში ძაღლის შეყვანა არაჰიგიენურია, რამაც, შესაძლოა, ვინმეს დისკომფორტი შეუქმნას. ამიტომ, ძაღლი შესასვლელთან, გარეთ უნდა დავაბათ და ვუბრძანოთ, რომ დაგველოდოს. 

სწავლების პროცესში ძაღლს უნდა ვასწავლოთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ ჰქონდეს რეაგირება კატაზე, რადგან, ძალიან ბევრი ძაღლი დაიღუპა ავტოკატასტროფაში მაშინ, როდესაც კატას მისდევდა. ამას გარდა, გახსოვდეთ ისიც, რომ ძაღლი არცერთ ბრძანებას არ შეასრულებს, თუკი მან კატა დაინახა და მასზე რეაგირება მოახდინა.

კითხვა: მაინტერესებს, უნდა გავაკონტროლოთ თუ არა საკვების რაოდენობა, რომელსაც ძაღლი ყოველდღიურად იღებს? 

პასუხი: ძაღლის საკვების რაოდენობა მუდმივად უნდა გააკონტროლოთ. ამ პროცედურას ახორციელებენ ძაღლის მიერ ენერგიის დღიური გამოყენების აუცილებელი რაოდენობისა და საკვებ პროდუქტებში მისი შემადგენლობის გამოთვლის გზით. ძაღლისთვის განკუთვნილი საკვების რაოდენობა რეგულარულად უნდა აიწონოს. საკვების შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, რა რაოდენობისა და სახის საზრდო ნივთიერებებს შეიცავს თითოეული მათგანი; როგორია მათი კალორიულობა და გადამუშავებისას დანაკარგის პროცენტი. ამით თქვენს ძაღლს არასასურველ სიმსუქნეს აარიდებთ.

კითხვა: ჩემი ძაღლი ხშირად იფხანს სხეულს. დავათვალიერე და რწყილები არ ჰყავს. რისი მიზეზი შეიძლება იყოს ეს?

პასუხი: არ არის აუცილებელი, ქავილი რწყილებისა და, ზოგადად, ექტოპარაზიტების მიერ იყოს გამოწვეულლი; ქავილი, შეიძლება, სხვადასხვა დაავადების სიმპტომიც იყოს. იმისათვის რომ გაარკვიოთ, რა არის ქავილის მიზეზი, დაუყონებლივ მიიყვანეთ თქვენი ძაღლი ვეტერინართან, რომელიც აუცილებლად გაარკვევს ქავილის მიზეზს, დანიშნავს შესაბამის მკურნალობას და მოგცემთ კვალიფიციურ რჩევა-დარიგებას.  

კითხვა: მყავს შარპეის 2 წლის ძაღლი, ახლა კი გვინდა, პარალელურად, სახლში კანე კორსო მოვიყვანოთ. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ამ ორი ჯიშის ძაღლის ერთად  ყოფნა და შეეწყობიან თუ არა ისინი ერთამანეთს?

პასუხი: კანე კორსო თავის აღმზრდელ შარპეის კარგად შეეწყობა. მთავარია, თქვენმა შარპეიმ არ იეჭვიანოს პატარა ლეკვზე და პრობლემები არ შეუქმნას

კითხვა: მაინტერესებს, რამდენი თვე გრძელდება ლეკვობის პერიოდი?

პასუხი: გააჩნია ჯიშს. დიდი ტანის ძაღლები გვიან ყალიბდებიან და შესაბამისად, ლეკვობის პერიოდი ზოგს 14 თვე უგრძელდება. თუმცა, არის ჯიშები, როცა ლეკვობის ასაკი 8 თვეში უმთავრდებათ.

კითხვა: მაინტერესებს, სად შევიძენ ქართული მთის ძაღლს და რა ასაკიდან უნდა დავიწყო მისი გაწვრთნა?

პასუხი: ქართული მთის ძაღლის შეძენა შესაძლებელია საქართველოს კინოლოგიურ ფედერაციაში ან კლუბ „ბომბორაში”. რაც შეეხება მის გაწვრთნას, შეგიძლიათ 4-5 თვიდან მიმართოთ პროფესიონალ ინსტრუქტორს.

скачать dle 11.3