კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: მონსტერას ფოთლებმა მოიწყინა, როგორ გამოვაჯანმრთელო?

პასუხი: მონსტერას დიდ, ჯანსაღ ფოთლებს კაშკაშა სინათლე სჭირდება, ოღონდ ზაფხულში თაკარა მზე არ მოსწონს. სასურველია, თუ ფოთლებს რეგულარულად გაუწმენდთ სველი ნაჭრით. თბილ ამინდში ტენიანობის გასაზრდელად ხშირად დანამეთ. გაზაფხულზე უშიშრად გადაჭერით, რათა ძალიან არ გაიზარდოს. მალე გვერდითი ყლორტებიც ამოუვა.

კითხვა: უზამბარული ია თითქოს ლპობას იწყებს, ხომ ვერ მეტყვით რის ბრალი შეიძლება, იყოს?

პასუხი: ალბათ, მორწყვისას ფოთლები დაუსველეთ. ამ შემთხვევაში, შეიძლება, მცენარე დალპეს ან დაავადდეს. ჩამოცვენილი ყვავილები და დაზიანებული ფოთლები მალევე მოაშორეთ. მორწყვისას ქოთანი ლამბაქზე დადგით და წყალი პირდაპირ მიწაზე დაასხით, შემდეგ კი დაწრიტეთ. თუ მიწა ზედმეტად დასველდა, შეიძლება, ფესვებიც დაულპეს. ამიტომ, მორწყვიდან მორწყვამდე მიწა შეაშრეთ. რაც უფრო გრილა, მიწა მით უფრო მშრალი უნდა იყოს.

კითხვა: როგორ მოვუარო ქრიზანთემას, რომ არ დაავადდეს?

პასუხი: ქრიზანთემა ქოთანში დიდხანს ვერ ცოცხლობს, ამიტომ მიწას განოყიერება არ სჭირდება. მოაცილეთ გამხმარი ყვავილები. ასე მცენარე არ დაავადდება და მეტ კოკორს გაშლის. კოკრების გასაშლელად კაშკაშა სინათლე სჭირდება, ოღონდ არა მწველი მზე.

კითხვა: როგორ მოვუარო სუროს და რა პირობები შევუქმნა მას?

პასუხი: სურო კარგად გრძნობს თავს ნებისმიერ ოთახში, სადაც ცოტაოდენი სინათლეა. თუ დროგამოშვებით მორწყავთ, სათანადო პირობებს შეუქმნით და შესაბამისად მოუვლით, ჯანსაღ მცენარეს მიიღებთ. ამ მცენარის ჭრელ სახეობებს კაშკაშა სინათლე სჭირდება, სადა ფერის სურო კი, ჩრდილსაც აიტანს. სიცხეში სურო ფორმას იცვლის და უშნოვდება. ამიტომ, მთელი წლის განამვლობაში სიგრილეში ამყოფეთ. ზაფხულობით მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს. ნიადაგს ნურც ზამთარში გამოაშრობთ, თორემ სუროს ფოთლები დაეჭმუჭნება. ის იოლად გასაზრდელი მცენარეა. მისი დიდი უპირატესობა ის არის, რომ ჩრდილსაც იტანს და სიგრილესაც. კარგად ხარობს ჰოლშიც და ზამთრის ბაღშიც. მცენარე დაახლოებით 30 სანტიმეტრი იზრდება. ასე რომ სურო სულაც არ არის პრეტენზიული მცენარე, თუ არ გაქვთ, აუცილებლად შეიძინეთ და გარწმუნებთ, მისი გახარება არ გაგიჭირდებათ.

კითხვა: რა ტემპერატურასა და სინათლეზე ვამყოფოთ კალანჰოე?

პასუხი: კალანჰოე ათასგვარი ფორმისა და ფერის არსებობს. თუმცა, გარეგნული სხვაობის მიუხედავად, ყველა სახეობის კალანჰოეს თითქმის ერთნაირი გარემო და პირობები სჭირდება. კალანჰოე განათებულ ადგილას დადგით. რაც უფრო რუხი ან ბუსუსიანია, მცენარეს მით მეტი სინათლე სჭირდება. მოსწონს ოთახის ტემპერატურა. იტანს ზამთრის სიგრილესაც, არანაკლებ 10 გრადუსისა. მისთვის შესაფერისი ადგილი სააბაზანოა.

კითხვა: ხშირი მორწყვა თუ სჭირდება იაპონურ არალიას?

პასუხი: ზაფხულობით რეგულარულად მორწყეთ, ზამთრობით კი, შედარებით იშვიათად. თუ ფოთლები მოიწყენს, მიხვდებით, რომ წყალი უნდა. ფოთლებს სიმუქეს შეუნარჩუნებთ, თუ მიწას რეგულარულად გაანოყიერებთ ფოთლოვანი მცენარისთვის განკუთვნილი სასუქით. ფოთლები სველი ნაჭრით გაუწმინდეთ.

скачать dle 11.3