კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორია მამაკაცის რეაქცია ღალატზე და რას განიცდიან ისინი „ყოფილების“ ჩრდილქვეშ მყოფნი

მამაკაცებსაც ღალატობენ – დიახ, ისინიც არ არიან დაცულები ორგულობისგან... არ არსებობს არანაირი იმუნიტეტი და ქალებისგან განსხვავებით, ისინი გაცილებით მძიმედ იტანენ ამ ყველაფერს. მაშინაც კი, როცა პოულობენ სხვას – ანუ, ხელმეორედ პოულობენ სიყვარულს, მაინც ვერ ახერხებენ თავის დახსნას წარსულის აჩრდილებისგან... ღალატგამოვლილ კაცს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს.

ლიზი (29 წლის): ჩემი პრობლემა ჩემი არჩევანია. შეცდომა მაშინ დავუშვი, როცა შევიყვარე მამაკაცი უზარმაზარი კომპლექსებით. ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი ძალიან შესამჩნევი არ იყო და შეიძლება, ამიტომაც ვეღარ გამოვიჩინე სიფხიზლე. რომ ამბობენ, სიყვარული ბრმააო, მართალი ყოფილა... თუმცა, ბოლომდე მაინც არ მქონია გააზრებული, რა მოჰყვებოდა ჩვენს ურთიერთობას. ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი მარტივადაა – კაცს უღალატა საყვარელმა ქალმა. კაცმა ის უნდა შეიძულოს, გულიდან ამოიღოს და დაივიწყოს... ეს ხომ ძალიან დიდი შეურაცხყოფაა – ღალატი არის შეურაცხყოფა. 

– ღალატი მოღალატისთვისაც მძიმე ტვირთია.

– ეგ უკვე არ ვიცი და სიმართლე გითხრათ, არ მაინტერესებს. იმიტომ, რომ მე არასოდეს ვიქნები მოღალატის როლში.

– ამბობენ, არასოდეს თქვა არასოდესო!

– ვიცი. შეიძლება, ზედმეტად რადიკალური ვარ, მაგრამ მე კარგად ვიცნობ საკუთარ თავს. ბუნება არ მაქვს ღალატისკენ „მიმართული“. სხვა რამის თქმა მინდა – ჩემი ქმარი არ არის მოღალატე და სწორედ ეს მექცა დღეს პრობლემად.

– როგორც წესი, პრობლემა ორგულობაა ხოლმე...

– ვიცი. მაგრამ დამიჯერეთ, ესეც არ არის ნაკლები და კავშირშია ორგულობასთან. საქმე ისაა, რომ მე, შეიძლება ითქვას, მღალატობს. ფიზიკურად არა, მაგრამ მაინც. უკვე აღარარსებულ პარტნიორს ერთგულობს. იმას, რომელსაც საერთოდ აღარ აინტერესებს ის და მგონი, დავიწყებულიც ჰყავს. მოკლედ, უფრო კარგად გაგარკვევთ ყველაფერში. როცა ერთმანეთს შევხვდით, მე არ ვიცოდი, სიყვარულში მარცხი თუ ჰქონდა განცდილი. ერთმანეთი გაგვაცნეს... მომეჩვენა, რომ ძალიან რომანტიკული, რბილი, დამთმობი ადამიანი იყო... ცოტათი დეპრესიულიც. ძალიან მომეწონა მასში სწორედ ეს ყველაფერი და ვიფიქრე, ერთმანეთს კარგად გავუგებდით.

– თვითონ გამოიჩინა ინიციატივა? ანუ, იმის კითხვა მინდა, მოწონება თუ იყო ორმხრივი-მეთქი.

– დიახ. სერიოზული ინტერესი გამოიჩინა. იმ დღის შემდეგ თვითონ დამირეკა, კინოში დამპატიჟა. უარი არ მითქვამს. საინტერესო ადამიანი იყო და თანაც ისეთი, რომელთანაც სერიოზული ურთიერთობის დაგეგმვა შეიძლება. ოცდაშვიდი წლის ქალმა კი უნდა იფიქროს სერიოზულად. მინდოდა სიყვარულიც და გათხოვებაც.

– სიყვარული თუ გათხოვება?

– ეს რა შეკითხვაა. სიყვარული თავის მხრივ გათხოვებასაც გულისხმობს და პირიქით. ვერ გავიგე, თუ ქალს გათხოვება უნდა, ეს პრობლემაა? ცუდია, დასაძრახია?.. ასე მამაკაცები ლაპარაკობენ – ქალებს სიყვარული კი არა, გათხოვება უნდათ. ოღონდ გათხოვდნენ და სხვას არაფერს დაგიდევენო... მე საერთოდ არ მესმის, ეს რა არის. თუ არ გიყვარს, რატომ უნდა გაჰყვე ცოლად, ხოლო თუ გიყვარს, მაშინ მისი ცოლობაც გინდა და საყვარლობაც...

– როდის გაიგეთ, რომ საცოლეს მიუტოვებია? 

– თვითონ მომიყვა, ჩვენმა ურთიერთობამ სერიოზული ხასიათი მიიღო და როცა გამომიტყდა, რომ ჩემ მიმართ გულგრილი არ იყო.

– მიყვარხარო – არ უთქვამს?

– სიტყვებს რა მნიშვნელობა აქვს. სიტყვებია მთავარი? მე არ მიმიქცევია ყურადღება ასეთი წვრილმანისთვის. სიყვარული მზერაში უნდა დაინახო... შეხებაში უნდა იგრძნო...

– თქვენ გრძნობდით ამ ყველაფერს?

– დიახ, ვგრძნობდი. ამიტომაც გადავდგი შემხვედრი ნაბიჯი და ჩვენი ურთიერთობა ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანეთ ორივემ ერთად.  მე არ ვიტყვი, რომ რომელიმემ ძალიან ვიაქტიურეთ. მე ის მელაპარაკებოდა თავის ყოფილზეც: იმაზე, თუ როგორ ატკინა გული და როგორი განსხვავებული ვარ მე მისგან. ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ ვიფიქრებდი, რომ მეხსიერებიდან ვერ ამოიღებდა ქალს, რომელმაც მის მამაკაცურ თავმოყვარეობაზე ნეგატიურად იმოქმედა. ამიტომაც, ვერ დავუშვი რაიმე პრობლემის არსებობის საშიშროება ამ მხრიდან... შვილი რომ მაინც ჰყოლოდათ, კიდევ გავიგებდი. პასუხისმგებლობაა მაინც... რაღაცნაირი მიჯაჭვულობა...

როცა ცოლად მივყვებოდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთმანეთს ყოველთვის გავუგებდით. აქ კი რა მოხდა? – ძალიან მალე ჩვენი დაქორწინებიდან საკუთარ თავში ჩაიკეტა. იმის მაგივრად, რომ მე მისთვის იარები მომეშუშებინა და ორივენი ძალიან ბედნიერები ვყოფილიყავით, ჩვენ შორის ყინული ჩადგა... ზოგჯერ სერიოზულად ვფიქრობ, რომ ჩემთან ურთიერთობა იმ თავის ყოფილთან ომისთვის უნდოდა, რომ სამაგიერო გადაეხადა. ომის იარაღად გამომიყენა.

– ვისთან ომის იარაღად?

– ყოფილთან ომის იარაღად... მე ამის საფუძვლიანი ეჭვი მაქვს. ჩემი ყველა ფიქრი მასზეა და მასთან არის. ჩემი ქმარია და მღალატობს აჩრდილთან. როგორი ასატანია? თან, მგონი, რაღაცეებში სულ იმას მადარებს... ისედაც, რომელ ნორმალურ ქალს მოეწონება, როცა საყვარელი მამაკაცი უპირატესობას ყოფილს ანიჭებს.

– რა იცით, რომ უპირატესობას ყოფილს ანიჭებს? შეიძლება, ის უარეს დღეშია, ებრძვის საკუთარ თავს.

– ამაზეც ვფიქრობ, მაგრამ მეც ხომ ცოდო ვარ?! აზრზე არ ვარ, როგორ ვებრძოლო აჩრდილს და როგორ გავიმარჯვო მასზე?!

– იქნებ, არ ებრძოლოთ... დინებას მიჰყვეთ და ნახოთ, დრო რას მოგიტანთ?

– არ ვიცი. შეიძლება, თქვენ მართალი ხართ. მაგრამ არ შემიძლია, ვერ ვაკონტროლებ საკუთარ ემოციებს. ვერ ვმართავ საკუთარ თავს. შეიძლება იმიტომ, რომ მიყვარს. მართლა ძალიან მიყვარს. ამაზე მეტი სიყვარული შეუძლებელია. მინდა, სწორედ ამაზე ველაპარაკო...

– ელაპარაკეთ... ბოლომდე გაიხსენით...

– რომ არ მომისმინოს? რომ არ მოინდომოს ჩემი გაგება? ზურგი რომ შემაქციოს ან საერთოდ დადუმდეს და საკუთარ ფიქრებში ჩაიძიროს?! მერე მართლა ვეღარ მოვითმენ და ძალიან ვეჩხუბები. ჯერჯერობით, სერიოზული უთანხმოება არ მოგვსვლია და ეს ცოტას მაიმედებს. იქნებ, რაღაც პოზიტიური მოხდეს... იქნებ, გაუაროს...

– ასე, თავისით გაუვლის?

– ეგ რომ ვიცოდე... რანაირი ერთგულია ის ქალი, რომელიც აღარ არსებობს – გაქრა, წავიდა მისი ცხოვრებიდან და თან, ძალიან ატკინა... გაგიჟდება ადამიანი... უღალატა...

– ცოლი ხომ არ იყო? იქნებ ამიტომაც ვერ აღიქვა ღალატად?

– რა სისულელეა. ხელი არ ჰქონდათ მოწერილი, თორემ ისე ერთად ცხოვრობდნენ... მაგრამ, ესეც არ არის ჩემთვის მთავარი. არაადეკვატური რეაქცია აქვს თავის წარსულზე და მტანჯავს ამით. ჩემი ერთგული არ არის, „იმისი“ ერთგულია...

– აუცილებელია, უთხრათ, რაც გაწუხებთ...

– ვერ ვბედავ. არ გამომდის. უკვე გითხარით, რატომაც. არადა, ვხედავ, როგორ მეცლება ხელიდან სიტუაცია. ასე ვეღარ გაგრძელდება. როგორ მოვიქცე, რა გავაკეთო... ძალიან დავიბენი.

скачать dle 11.3