კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

რატომ ამბობს უარს მილიონებზე მსოფლიო მოსახლეობის 25 პროცენტი

ისინი ფერმკრთალი სახით, გაღიზიანებული და სველი ხელებით დგანან აეროპორტსა, თუ ასაფრენ ბილიკებზე; მაქსიმალურად  ნიღბავენ  ფიქრს მომავალ მგზავრობაზე და შფოთავენ  თვითმფრინავის ბილეთის აღების დროსაც კი – მკითხველი ალბათ მიგვიხვდება, რომ საუბარი აეროფობებს ეხება. ხუთ მილიარდზე მეტი ადამიანი დაფრინავს ყოველწლიურად მსოფლიოში და მათი უმეტესობისთვის თვითმფრინავით მგზავრობა სასიამოვნო ემოციებთან ასოცირდება,  თუმცა, ფრენისას ყოველი მეოთხე განიცდის ფსიქოლოგიურ დისკომფორტს; ყოველი მეექვსე – დიდ შიშს  რამდენიმე დღით ადრე, ზოგიერთი კი  პანიკური შეტევის გამო ამბობს უარს მნიშვნელოვან  მომგებიან კონტრაქტსა თუ მემკვიდრეობით დატოვებულ მილიონებზე.

აეროფობია (ავიაფობია) – თვითმფრინავით მგზავრობის შიში – საკმარისად გავრცელებული მოვლენაა, რომელიც დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 25 პროცენტს აწუხებს. ზოგჯერ ის დამოუკიდებლად გვევლინება,  ხშირად კი  – კლაუსტროფობიასთან (დახურული სივრცის შიში) ან  აკროფობიასთან  (სიმაღლის შიში) ერთად.

ჰოლივუდის ერთ-ერთი საიტის მიხედვით,შერი, ვუპი გოლდბერგი, ჯოან ვუდვორტი და ტონი კერტისი სწორედ ამ ფობიით არიან შეპყრობილნი. ლეგენდარულ მომღერალს, მაიკლ ჯეკსონს პანიკურად ეშინოდა თვითმფრინავით მგზავრობის, ხოლო არეტა ფრანკლინმა ფრენის გამო უარი განაცხადა ერთ-ერთ  მაღალანაზღაურებად  გასტროლზე ევროპაში. ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთელი დენის ბერგკამპი მუდმივად არიდებდა თავს ფრენას და სახმელეთო ტრანსპორტით გადაადგილდებოდა. ასე რომ, ამ ირაციონალურ შიშს ადამიანები გაურბიან და, შესაბამისად, მათ ექმნებათ სირთულეები.

აეროფობებს თვითმფრინავის დაშვებისას  და უშუალოდ ფრენისას ხშირად  უვლინდებათ  შემდეგი სიმპტომები:

სუნთქვის გაძნელება,

ოფლიანობა,

კუნთების დაძაბულობა,

შფოთვის მუდმივი შეგრძნება,

ტაქიკარდია,

აკვიატებული დაზვერვა თვითმფრინავის ხმაზე, ეკიპაჟის   ქცევაზე  და ასე შემდეგ.

იმისთვის, რომ ფრენა გაიმარტივოთ და  ეს პროცესი სამომავლოდ  უფრო პოზიტიური გახადოთ, გაითვალისწინეთ მარტივი, მაგრამ, მთელ მსოფლიოში  ცნობილი კლასიკური მეთოდები:

1. ბილეთების შეძენისას შეარჩიეთ თვითმფრინავის წინა ადგილები, სადაც  რყევა  ნაკლებად საგრძნობია.     

2. მგზავრობის წინ შეეცადეთ, გაისეირნოთ, მიირთვათ დესერტი და შეისუნთქოთ სხვადასხვა არომატი;

3. ჩაიცვით თავისუფალი ტანსაცმელი და    მოიხსენით სამკაულები;

4. თვითმფრინავში ჯდომისას   ვენტილატორის ჰაერი თქვენსკენ მომართეთ – ეს სუნთქვას გაგიადვილებთ;

5. ისუნთქეთ ნელა და ღრმად, კონცენტრაცია  ჩასუნთქვა-ამოსუნთქვაზე მიმართეთ. გახსოვდეთ, რომ სუნთქვა თანაბარი უნდა იყოს;

6. შეავსეთ კროსვორდი, წაეჭორავეთ გვერდით მსხდომებს.

7. მიირთვით საჭმელი – ასე შიშისა და შფოთვის შეგრძნება დაგიქვეითდებათ, რადგან კვების პროცესი შედარებით გაგათავისუფლებთ უსიამოვნო აზრებისგან. დალიეთ ტომატის წვენი – ის ხელს უწყობს ორგანიზმის ტენიანობის შენარჩუნებას.

8. უარი თქვით კოფეინის შემცველ სასმელებზე, რაც ნევროზსა და შიშს აძლიერებს.

9. გამგზავრების წინ და თვითმფრინავში  ნუ მიიღებთ ალკოჰოლს.

ჩვენი შერჩეული რეკომენდაციები ოჯახის ექიმისა და ფსიქოთერაპევტის მიერ დანიშნულ მკურნალობასთან ერთად, დაგეხმარებათ, რომ თქვენი მოგზაურობა სასურველი და სასიამოვნო გახდეს. დაფიქრდით და გაიხსენეთ, რაზე ამბობთ უარს – ძმები რაიტების  უდიდეს გამოგონებაზე, რომელმაც ცხოვრება გარდაქმნა და თითოეულ ჩვენგანს მსოფლიო  სულ სხვა თვალით დაანახვა.

 

ექიმი-ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი „პერსონა.”

скачать dle 11.3