კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა სასქესო ორგანოების დაავადებებს იწვევს

ისინი, ვისაც დიდი ხნის განმავლობაში უწევთ კომპიუტერთან ჯდომა და მუშაობა, ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ ჯანმრთელობა არ გაიუარესონ. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, როგორ ზიხართ კომპიუტერთან: ზოგი გვერდულად ზის, მოხრილი ხერხემლით, რაც, შეიძლება, ხერხემლის ოსტეოქონდროზის, რადიკულიტის ან კარდიალგიის მიზეზი გახდეს. ხანგრძლივად არასწორი ჯდომა ორგანიზმში საკმაოდ სერიოზულ ცვლილებებს იწვევს, კერძოდ, ირღვევა ხერხემლის არტერიების ფუნქციონირება, სისხლის ნორმალური მიმოქცევა ტვინში, რაც იწვევს თავის ტკივილს; აღინიშნება დაღლილობა, მეხსიერების დაქვეითება, ტკივილები გულის არეში, არითმია.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ხელების მდგომარეობას კლავიატურასთან მუშაობის დროს. თუ კლავიატურა სხეულის კორპუსიდან ძალიან მაღლა, შორს ან, პირიქით, ახლოს დევს, თქვენ ძალიან რისკავთ, რადგან, შესაძლოა, შეიძინოთ, ეგრეთ წოდებული „მაჯის სახსრის სინდრომი,” რაც გულის პათოლოგიებთან უშუალოდ არის დაკავშირებული, ძნელად იკურნება და, ხშირ შემთხვევაში, ადამიანს აინვალიდებს. ხშირად შეიცვალეთ ჯდომის პოზა; აკონტროლეთ კუნთების დაძაბულობა; შეამოწმეთ, დაჭიმული ხომ არ არის ხერხემალი და სხვა. დროდადრო იმოძრავეთ სკამზე, მოადუნეთ ხელები, ამოძრავეთ მხრები და შემდეგ ისევ განაგრძეთ მუშაობა – ასეთი მეთოდი შვებას აძლევს ორგანიზმს. პოზის შეცვლით თავისუფლდება ხერხემალი, დაძაბულობა ეხსნება იმ კუნთებს, რომლებიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ჟანგბადით მოხმარებაზე აგებს პასუხს. ნუ დაივიწყებთ თითებსაც – ხშირ-ხშირად შეკარით და გაშალეთ მუშტები, ამოძრავეთ თითები – ეს დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, გულის, სისხლძარღვების, თირკმელების, ღვიძლისა და სხვა ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებაზე; ასევე, არ დაძაბოთ კისერი.

კომპიუტერს ორნაირი გამოსხივება აქვს, კერძოდ, იონიზებული და არაიონიზებული: 

იონიზებული გამოსხივება არის ენერგიის ნაკადი, რომელიც აზიანებს ცოცხალ ქსოვილებს. კომპიუტერის მონიტორი, რომელიც ელექტრულ-სხივური მილაკითაა დამზადებული, ასხივებს გამა ანუ რენტგენის სხივებს. ამ გამოსხივების სიმძლავრე, მართალია, დიდი არ არის, მაგრამ ყველა მიმართულებით ვრცელდება. ამიტომ, თუ სამუშაო ოთახში ზურგს უკან კიდევ ერთი კომპიუტერი გიდგათ, იზრუნეთ თქვენს უსაფრთხოებაზე. გამოსხივებით ის უჯრედები ზიანდება ყველაზე მეტად, რომლებიც სწრაფად მრავლდება, ძირითადად კი, ეს სასქესო ორგანოებისა და ნაწლავების უჯრედებია.

არაიონიზებული გამოსხივება შედგება ელექტრომაგნიტური და ელექტროსტატიკური ველებისგან. არსებობს ამ ველების რეგულირების სპეციალური ნორმები, მაგრამ, სამწუხაროდ, ველების მოქმედება ორგანიზმზე ბოლომდე შესწავლილი არ არის. ერთი კი ცხადია, რომ, გულის არითმიის დროს, როცა ირღვევა გულში ელექტრული პროცესები, ამ ველების მოქმედებას თავისი უარყოფითი წვლილი შეაქვს და არსებული სნეულების გართულებას იწვევს.

 

როგორ მოვუაროთ გლანდებს, რომ  საშიში დაავადებების გამომწვევი არ გახდეს

ნუშურა ჯირკვლებს ადამიანის ორგანიზმის ინფექციებისგან დაცვა ევალება. ზოგჯერ მათში ვითარდება ანთებითი პროცესი. ნუშურა ჯირკვლებში არსებულმა ანთებითმა უბნებმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია ყელთან, ყურთან, ცხვირთან, ნერვულ, ენდოკრინულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებთან; ასევე, ხერხემალთან, საჭმლის მომნელებელ ტრაქტთან და ასე შემდეგ. თუმცა, არის შემთხვევები, როცა გლანდების ამოკვეთის შემდეგ ჯანმრთელობა ყოველთვის არ უმჯობესდება.

ნუშურა ჯირკვლებსაც მოვლა სჭირდება. აგებულებით ეს ჯირკვლები ღრუბელს ჰგავს, რომელიც დაღეჭილ საკვებს, მიკრობებსა და ბაქტერიებს იწოვს. ბაქტერიები კი, როგორც ხელსაყრელ პირობებს ნახავენ, იწყებენ გამრავლებას. ორგანიზმი მათთან გასამკლავებლად იწყებს სისხლის თეთრი ბურთულების, ანუ ლეიკოციტების ამოქმედებას. ამ პროცესს თან ახლავს ჩირქის წარმოქმნა; ასევე, ამ პროცესის დროს წარმოიქმნება ფერმენტები, რომლებიც ნუშურა ჯირკვლების ქსოვილს განლევს და ხელს უწყობს ჩირქის პარკების წარმოქმნას. მთქნარების, ყლაპვის, ყელის კუნთების დაძაბვის, თავის ტრიალის დროს პარკები პატარავდება და თავისთავად განილევა.

თუ ენას ბოლომდე გამოყოფთ, გლანდების ზედაპირზე და ენის ძირში ადვილად შეამჩნევთ მოთეთრო ნადებს. ამ შემთხვევაში გლანდების გაწმენდა აუცილებელია. 

თუ ნუშურა ჯირკვლები ძალიან დაბინძურებულია და ბუნებრივად აღარ ხდება მათი წმენდა, ამის გამო, შეიძლება, ჩირქოვანი ღრმულები ისე გაიზარდოს, რომ ჩირქი გადმოვიდეს და ყელის ქსოვილში გავრცელდეს. როცა გლანდები ამოჭრილია, ყელში დაგროვილი ჩირქი, შესაძლოა, კისტად ჩამოყალიბდეს, საიდანაც ტოქსინები გამოიყოფა, ეს კი ოსტეოქონდროზსა და სხვა გართულებებს იწვევს.

ნუშურა ჯირკვლები ჩირქისგან რომ გაწმინდოთ, გამოივლეთ ყელში ლიმონიანი ან მარილიანი წყალი: 1 ჭიქა ნელთბილ წყალში გახსენით 1 ცალი ლიმონის წვენი ან 1 ჩაის კოვზი მარილი. ეს პროცედურა უნდა ჩაიტაროთ დილა-საღამოს.

 

ადვილად შეგიძლიათ, გაარკვიოთ რომელი ვიტამინი აკლია თქვენს ორგანიზმს

თუ საუზმისთვის დრო არ გრჩებათ, თქვენს ორგანიზმს აკლია კალციუმი, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს რძის პროდუქტები, კერძოდ, კეფირი, იოგურტი, რძიანი ფაფა, მაწონი, ყველი და ასე შემდეგ. კალციუმი არეგულირებს წნევას და ამცირებს ოსტეოქონდროზის რისკს. თუ დილით არ შეგიძლიათ, ისაუზმოთ, მაშინ რძის პროდუქტი დღისით მიირთვით, მაგალითად, სადილზე. თუ რძის პროდუქტს საერთოდ ვერ იტანთ, მაშინ მიიღეთ კალციგლუკონატი ან ვიტამინების კომპლექსი კალციუმის მაღალი შემცველობით.

თუ ხშირად ხართ დიეტაზე, მაშინ თქვენს ორგანიზმს აკლია ფიტოელემენტები. ამიტომ, რაც შეიძლება, ბევრი ჭამეთ სხვადასხვა სახის სეზონური ბოსტნეული და ხილი. 

თუ ეწევით, თქვენს ორგანიზმს აკლია C ვიტამინი. ამ ვიტამინის ნაკლებობა კი იწვევს ხშირად გაციებას, გადაღლას, უძილობას და სხვა არასასიამოვნო ძვრებს ორგანიზმში. თუ მწეველი ხართ, ხშირად სვით ფორთოხლის ახალგამოწურული წვენი, მიირთვით მჟავე კომბოსტო და ტკბილი წიწაკა.

თუ ვეგეტარიანელი ხართ, თქვენს ორგანიზმს აკლია რკინა და B ჯგუფის ვიტამინები. რკინის ნაკლებობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ანემია და საერთო სისუსტე, ხოლო B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობამ კი, ნერვული სისტემის მოშლა. ამიტომ, რაციონში ჩართეთ მეტი პარკოსნები და მიიღეთ პოლივიტამინები.

 

ავოკადო ორგანიზმს აღაგზნებს, ჭარხალი – წმენდს, ხოლო კიტრი – წნევას არეგულირებს

ავოკადო დაკარგული ძალების აღდგენას უწყობს ხელს. ის იმდენ ვიტამინსა და მინერალურ ნივთიერებას შეიცავს, რომ, შეუძლია, ადამიანის საკვებიც კი შეცვალოს. მისი ენერგეტიკული ღირებულება უცხიმო ხორცს ორჯერ აღემატება. სისხლნაკლებობის, ათეროსკლეროზისა და გასტრიტის დროს, ეს ხილი მართლაც რომ მისწრებაა. ასევე, ავოკადო ორგანიზმის  ძლიერ აღმგზნებ საშუალებადაც ითვლება. ამიტომ, მისი ზომიერი რაოდენობით მიღება ძალიან სასარგებლოა და ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი პროდუქტია.

ჭარხალი ყველაზე კარგი საშუალებაა სისხლის შემადგენლობის გასაუმჯობესებლად. დღეში ერთ ჭიქაზე მეტი ჭარხლის წვენი არაჩვეულებრივად წმენდს ორგანიზმს. საკმარისია, დღეში ორჯერ ერთი ჭიქა წვენის მიღება. 

ჭარხლის წვენში ბევრია ნატრიუმი და კალციუმი. ეს ორივე ნივთიერება ძალზე სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ჭარხალში შემავალი ქლორი კი წმენდს თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტს. 

კიტრს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. კიტრის წვენით მკურნალობენ რევმატულ დაავადებებს. კიტრში კალციუმის შემცველობა არეგულირებს წნევას, ასევე, კარგია კბილებისა და ღრძილების დაავადებების დროს. 

ლიმფური სისტემის მოშლისას, ადამიანი მკაცრი დიეტის დროსაც კი ვერ იკლებს წონაში

ლიმფური სისტემის ფუნქციის შეფერხების გამო, ორგანიზმში უსიამოვნო ძვრები იწყება, კერძოდ, ფერხდება ნივთიერებათა ცვლა, მცირდება ენერგიის ხარჯვა, მკაცრი დიეტის დროსაც კი, ადამიანი თითქმის არ იკლებს წონაში. ლიმფური სისტემის ფუნქციის მოშლა მხოლოდ ინტოქსიკაციითა და შეშუპებით როდი ვლინდება. ამ სისტემას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია იმუნიტეტის წინაშე. ორგანიზმში მოხვედრილი მიკრობები ლიმფურ კვანძებში გადადის, სადაც მათი უვნებელყოფა ხდება. ამიტომ, ლიმფური სისტემის ფუნქციის მოშლისას, უმნიშვნელო ოფიცირებაც კი დაავადების განვითარებით მთავრდება.

იმუნიტეტის გაძლიერება ლიმფური სისტემის მწყობრში მოყვანის გარეშე, წარმოუდგენელია. თუ მისი ფუნქციის ნორმალიზებაზე იზრუნებთ, ხელოვნური იმუნოსტიმულატორების გამოყენება აღარ დაგჭირდებათ. თქვენი შრომისუნარიანობა, წონა, სექსუალურობა და გუნება-განწყობა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მიედინება თქვენს ორგანიზმში ლიმფა. ძარღვებში სისხლი წნევით გადაადგილდება. მის მოძრაობას გულის ტუმბოსებრი მუშაობა უზრუნველყოფს. ლიმფურ სისტემას, სისხლძარღვთა სისტემისგან განსხვავებით, ასეთი ტუმბო არ გააჩნია. ლიმფა ლიმფურ ძარღვებში, მისი კედლის სუსტი შეკუმშვისა და ადამიანის კუნთების ზოგადი აქტივობის წყალობით მოძრაობს. ასაკთან ერთად, კუნთების აქტივობა თანდათან მცირდება, ძარღვების ტონუსიც იკლებს და ლიმფას კაპილარებში გადაადგილება უფრო და უფრო უჭირს. 

ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანი ვერ გრძნობს კუნთებში, ქსოვილებსა და მყესებში განვითარებულ მიკროსპაზმებს, რომლებიც ლიმფის მოძრაობას აუარესებს. ამ მიკროსპაზმის განვითარებას ხელს უწყობს ფსიქოემოციური დაძაბულობა. ამიტომ, იმისთვის, რომ ლიმფამ ორგანიზმში თავისუფლად იმოძრაოს, აუცილებელია, ფიზიკური აქტივობა, ყოველდღიურად წყლის პროცედურები, რადგან ეს ყოველივე აკაჟებს ძარღვებს და აადვილებს შეკუმშვა-მოდუნებას. 

 

რატომ აწუხებთ ხშირად ზურგის ტკივილები ნერვიულ ადამიანებს

ზურგთან დაკავშირებული პრობლემები, ძირითადად, იმათ აღენიშნებათ, ვინც ფიზიკურად მძიმე სამუშაოს ასრულებს ან დიდხანს უწევს ჯდომა. ასევე, მნიშვნელოვანია მემკვიდრეობითი ფაქტორიც.

ოსტეოქონდროზი ხშირად უვითარდებათ ნერვიულ ადამიანებს. ისინი, როგორც კი ოდნავ ინერვიულებენ, მაშინვე ეწყებათ ტკივილი ზურგის არეში. ზოგადად, სტრესი ამ დაავადების პროვოცირებას იწვევს, განსაკუთრებით კისრის მალების ოსტეოქონდროზის დროს. ხერხემალთან გადის ტვინის მკვებავი სისხლძარღვები. მალთაშუა დისკების წანაცვლებისას ხდება ამ სისხლძარღვებზე ზეწოლა და ფერხდება ტვინის სისხლმომარაგება. ადამიანს ეწყება თავის ტკივილი და თავბრუხვევა. ამის შედეგად ვითარდება დეპრესია და შიშები. კისრის კუნთების დაჭიმვა იწვევს ტკივილსა და დეპრესიას, რაც ძალიან საშიში დაავადებაა.

ოსტეოქონდროზის პროფილაქტიკა ადვილია და მცირე დროს მოითხოვს, მკურნალობა კი საშიშია და გაცილებით დიდ დროში იწელება. ეცადეთ, არ ასწიოთ მძიმე ტვირთი მოხრილმა. თუ ეს მაინც უნდა გააკეთოთ, აჯობებს, ჩაიმუხლოთ. ასეთ დროს ძირითადი დატვირთვა ფეხის კუნთებზე მოდის. თუ მძიმე ტვირთის გადაზიდვა გიწევთ, ხშირად გადაიტანეთ ის ხელიდან ხელში. ასეთ დროს არ შეიძლება ტანის მკვეთრი მოძრაობა.

თუ დიდხანს გიწევთ ფეხზე დგომა, ეცადეთ, დაძაბოთ მუცლისა და კუდუსუნის კუნთები. ამგვარად შეამცირებთ ხერხემლის დატვირთვას. ან, მიეყრდენით კედელს. საერთოდ კი, ჯობია ხშირად დაჯდეთ სკამზე და საზურგეს მიეყრდნოთ. 

იძინეთ მაგარ საწოლზე და არ გაცივდეთ, რადგან ზოგჯერ კუნთები გადაციებაზე რეფლექსური სპაზმით რეაგირებს. მათი შეკუმშვა კი მალის წანაცვლებას იწვევს, რაც ტკივილის მიზეზი ხდება.

ჭარბი წონა ისევე აზიანებს ხერხემალს, როგორც ტრავმა ან ხშირი დატვირთვა.

ოსტეოქონდროზის თავიდან ასაცილებლად, ყველაზე კარგია ცურვა. ის ავითარებს იმ კუნთებს, რომლებიც საჭიროა ხერხემლის გასამაგრებლად. ასევე, მთლიანად ხსნის დატვირთვას მალთაშუა დისკებზე.

скачать dle 11.3