კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენ ასტროლოგიურ ეტაპს გადის შეყვარებული ადამიანი სასურველ პარტნიორთან ერთად

ურთიერთობათა ევოლუციას, ადამიანი შესაძლოა, როგორც დაოჯახებამდე, ასევე მთელი შემდეგი ცხოვრების განმავლობაში  გადიოდეს. თუ ამ ეტაპებს კარგად გააანალიზებთ, მაშინ პირადი ცხოვრების აწყობა, ნამდვილად არ გაგიჭირდებათ.

თუ გსურთ, თქვენი ცხოვრება ჰარმონიული და იდეალური გახადოთ, პირად ურთიერთობებში ბედმა გაგიღიმოთ და მთელი ცხოვრების განმავლობაში უპრობლემოდ განვლოთ გზა სასურველ, სასიყვარულო პარტნიორთან ერთად, მაშინ აუცილებლად გაითვალისწინეთ ასტროლოგიური რჩევები.

ადამიანი დაოჯახებამდე და მას შემდეგაც ურთიერთობათა ევოლუციას განიცდის. კერძოდ, მამაკაცი და ქალი ერთად თანაცხოვრების დროს, ზოდიაქოს თორმეტივე ნიშანს გაივლის, თანაც სხვადასხვა სახის მონაცვლეობით. ზოგისთვის ის შეიძლება, ერთ თვეს გაგრძელდეს, ზოგისთვის წლების განმავლობაში, ზოგისთვის – კი მთელი ცხოვრება.

პირველი ეტაპი არის გაცნობა, ეს პერიოდი უკავშირდება ვერძის ზოდიაქოს. კაცი აქ ნამდვილი ვერძის თვისებების მატარებელია – აქტიური, შეუპოვარი, მიზანმიმართული, იმპულსური, ენერგიული. ქალი კი ამ დროს თევზის ზოდიაქოს ნიშან-თვისებებს იძენს. ანუ, მეტად იდუმალია, მორცხვი და საკუთარ თავში ჩაკეტილი.

განვითარების მეორე ეტაპზე მამაკაცი გადის კუროს ზოდიაქოში. უფრო მომთმენია და აქცევს ყურადღებას დეტალებს. ქალი კი გადაინაცვლებს მერწყულის ზოდიაქოში – ხდება თავისუფლებისმოყვარე, ორიგინალური, ქალური, ამოუცნობი, სპონტანური.

ურთიერთობის მესამე ეტაპზე კაცი გადადის ტყუპების ზოდიაქოში. ის აგროვებს მეტ ინფორმაციას, არის უფრო კომუნიკაბელური, გონებამახვილი. ქალი კი ამ დროს გადაინაცვლებს თხის რქაში – ისახავს მიზანს და ეძებს მისკენ მიმავალ გზებს.

ურთიერთობის მეოთხე ეტაპზე მამაკაცი გადადის კირჩხიბის ზოდიაქოში. ის ქალისგან მეტ ყურადღებასა და სითბოს ითხოვს. ქალი კი ამ დროს მშვილდოსნის ზოდიაქოშია და მზად არის, მას ყველაფერი მისცეს, ოღონდ ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმების შემდეგ.

მეხუთე ეტაპზე მამაკაცი გადადის ლომის ზოდიაქოში. მას სურს დაემორჩილონ, ზეგავლენა მოახდინოს რჩეულზე. ქალი კი ამ დროს ინაცვლებს მორიელის ზოდიაქოში, რაც იმას ნიშნავს, რომ ელოდება მეტ ვნებას, სიყვარულს, მზად არის ცხოვრებისეული გარდატეხისთვის.

მეექვსე ეტაპზე კაცი გადადის ქალწულის ზოდიაქოში და ხდება უფრო კრიტიკული, აკვირდება ყველა წვრილმანს, ყველაფერს პირდაპირ ამბობს. ქალი კი ამ დროს სასწორის ზოდიაქოს ნიშანს გადის – ამყარებს კავშირებს, ზრუნავს იმიჯზე, ფიქრობს როგორ გააფორმოს კავშირი იურიდიულად. ანუ, რაც ვერ მოასწრო წინა ეტაპებზე.

ურთიერთობის მეშვიდე ეტაპზე მამაკაცი სასწორის ზოდიაქოში იმყოფება. მზად არის ურთიერთობის დასაკანონებლად, კომპრომისზე წასასვლელად. ქალი კი ამ დროს გადაინაცვლებს ქალწულის ზოდიაქოში და მეტად აკვირდება წვრილმანებს, ხდება კრიტიკული, ხედავს უწესრიგობას და ელემენტარულ ქაოსს.

მერვე ეტაპზე მამაკაცი მორიელის ზოდიაქოშია. მეტადაა მიდრეკილი ვნების, რისკისა და ღალატისკენ. ქალი კი ლომის ზოდიაქოშია და ამ დროს მეტ პატივისცემას ითხოვს მისგან – უნდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, განსაკუთრებული დაფასება და აღიარება.

ურთიერთობის მეცხრე ეტაპზე მამაკაცი გადადის მშვილდოსნის ზოდიაქოში. ამ დროს მისთვის მეტად მნიშვნელოვანი ხდება სოციუმი, იდეოლოგია, რელიგია და პოლიტიკა. ქალი ამ დროს კირჩხიბის ზოდიაქოშია და ხდება საკუთარ თავში ჩაკეტილი, მეტად ემოციური.

მეათე ეტაპზე კაცი ინაცვლებს თხის რქის ზოდიაქოში, ანუ მიილტვის პროფესიული კარიერისკენ. ხდება მაქსიმალისტი ბიზნესში, სურს აღიარება. ქალი კი ტყუპების ზოდიაქოს გადის და მისთვის მთავარია, კონტაქტი.

ურთიერთობის მეთერთმეტე ეტაპზე მამაკაცი გადადის მერწყულის ზოდიაქოში. მას სჭირდება კონტაქტები, თავისუფლება, ახალი იდეები, ორიგინალური თვითგამოხატვა. ქალი ინაცვლებს კუროს ზოდიაქოში და მიილტვის, ურთიერთობაში ჰარმონიის შენარჩუნებისკენ.

ურთიერთობის მეთორმეტე ეტაპზე მამაკაცი გადის თევზების ზოდიაქოს, ანუ იკეტება საკუთარ თავში, ხდება ეჭვიანი, დეპრესიული. ქალი  ვერძის ზოდიაქოს ნიშანშია და მეტად ენერგიული, აქტიური, იმპულსური, მებრძოლი და თამამია. მზად არის, ყველაფერი თავიდან დაიწყოს.

скачать dle 11.3