კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

ღვთისმშობლის ხატი „მხსნელი“

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი „მხსნელი“, ათონის წმიდა მთაზე იმყოფებოდა, წმიდა დიდმოწამე პანტელეიმონის სახელობის რუსულ მონასტერში, თავის ღვთივსათნო ცხოვრებით ცნობილ სქიმმონაზონ მარტინიანესთან. მარტინიანემ ხატი წმიდა მამა, მღვდელმონაზონ თეოდოლუსაგან მიიღო. სასწაულთმოქმედი ხატი მარტინიანესთან 1881-1884 წლებში ბრძანდებოდა. 1884 წელს სქიმმონაზონმა სული უფალს შეჰვედრა.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი „მხსნელი“, რომლის წარმომავლობაც დაფარულია, ძველი დროიდანვე მრავალი სასწაულით იყო ცნობილი. 1841 წლის დასაწყისში ბერი მარტინიანე ათონიდან ელადაში გაემგზავრა. სპარტის ეპარქიაში ყოფნის დროს მან შეიტყო, რომ ეპარქიის მცხოვრებლებს თავს საშინელი განსაცდელი დაატყდათ. მათ ტყეებს, ყანებსა და მინდვრებს კალიის აურაცხელი გუნდი შესეოდა, რომელიც სქელი შავი ღრუბლის მსგავსად სულ უფრო და უფრო წინ მიიწევდა და ყოველივე ნარგავსა და ნათესს უმოწყალოდ ანადგურებდა. სპარტის მცხოვრებნი ყოველ ღონეს ხმარობდნენ დამღუპველი კალიის გასანადგურებლად, მაგრამ ამაოდ. მათი მცდელობანი ფუჭი იყო, მწერები კიდევ უფრო მრავლდებოდნენ. ხალხმა ლოცვას მიმართა და მინდვრებსა და ნათესებში ჯვრით სვლა დაიწყო. კალიის გუნდები ამან თითქოს კიდევ უფრო გაამძვინვარა და მათ ადამიანებზე თავდასხმა დაიწყეს. ისინი მლოცველ სპარტელებს პირდაპირ თვალებში ეცემოდნენ და საშინელ ტკივილს აყენებდნენ. შეშინებული ხალხი გაიფანტა და სახლებში შეიმალა. ყოველივე ამის მხილველმა მამა მარტინიანემ სპარტელებს მოუწოდა, თხოვნა და ლოცვა-ვედრება აღევლინათ ზეციური დედოფლისადმი და ერწმუნათ, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა ამ განსაცდელში მათ უნუგეშოდ არ მიატოვებდა. მამა მარტინიანემ ღვთისმშობლის წმიდა ხატი – „მხსნელი“ მინდორში გამოაბრძანა. მას  5 000-მდე  სპარტელი გამოჰყვა, რომლებიც ღვთისმშობლის  ხატს ამ სასტიკი განსაცდელისაგან ხსნას, ათონელ მამასთან ერთად, გულმხურვალედ ევედრებოდნენ. ყოვლადმოწყალე და ჭირში მყოფთა შემწე ზეციურმა დედოფალმა განწირულთა ლოცვა-ვედრება შეიწყნარა და თავს დამტყდარი ჭირისგან სასწაულებრივად იხსნა. ერთბაშად კალიის უთვალავი ლაშქარი ჰაერში აიჭრა და გაფრინდა. ისინი იმდენად ურიცხვი იყვნენ, რომ მზე დაბნელდა. მოულოდნელად, ბეღურებისა და შოშიების აურაცხელი რაოდენობა მოფრინდა, რომლებმაც აბეზარი კალიები მთლიანად გაანადგურეს.

ამგვარი სასწაულები ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საკვირველმოქმედი ხატიდან მრავლად აღესრულებოდა. ათონის მთის წმიდა პანტელეიმონის სახელობის რუსულ მონასტერში მას, როგორც ფასდაუდებელ განძს, ისე უფრთხილდებოდნენ და თაყვანს სცემდნენ. წმიდა დიდმოწამე პანტელეიმონის სავანის წინამძღვრის, არქიმანდრიტ მაკარის ანდერძის თანახმად, ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი „მხსნელი“, 1889 წლის 20 ივლისს (ძველი სტილით) საჩუქრად გადაეცა საქართველოში, კერძოდ, აფხაზეთში მდებარე, ახალი ათონის სვიმონ კანანელის სახელობის რუსულ მონასტერს. ამ ხატის პირველი დღესასწაულიც აქ, საქართველოში, 1889 წლის 17 ოქტომბერს (ძველი სტილით) აღესრულა. ამ დღეს კიდევ ერთი სასწაული მოხდა. მოულდნელად ძლიერი ქარი ამოვარდა და მონასტრის წინ ზღვის ტალღებმა სხვადასხვა სიდიდის მრავალი თევზი გამოყარა, იმდენი, რომ მონასტრის მსახურებმა 80 ფუთამდე თევზი შეაგროვეს.

ამჟამად ხატის ადგილსამყოფელი უცნობია.

скачать dle 11.3