კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

„ღმერთი სიყვარული არს“  

(წმიდა გრიგოლ დიოლოღოსის ნათხრობიდან)

წმიდა გრიგოლ დიალოღოსი: ვინ არის პავლე მოციქულზე დიდი ამქვეყნად, რომელმაც სამჯერ სთხოვა უფალს მისი სხეულის მტრის მოშორება, მაგრამ მაინც ვერ მიიღო, რაც სურდა? საჭიროდ მიმაჩნია, მოგიყვე ერთი ამბის შესახებ, როდესაც ღირსმა ბენედიქტემაც ვერ შეძლო, გაეკეთებინა ის, რაც უნდოდა.

წმიდანის დას, სქოლასტიკას, რომელიც მცირე ასაკიდან ღვთისადმი იყო მიძღვნილი, ჩვეულებად ჰქონდა წელიწადში ერთხელ ბენედიქტესთან მისვლა. წმიდა მამა მას მონასტრიდან მოშორებით მდებარე სახლში ხვდებოდა. ერთხელაც, დასთან წმიდა მამა თავის მოწაფეებთან ერთად მივიდა. მათ მთელი დღე უფლისთვის დიდებასა და წმიდა თემებზე საუბარში გაატარეს, შებინდებისას კი წაიხემსეს. მაგიდასთან ისხდნენ, დრო ლაპარაკში სწრაფად გადიოდა. ამ დროს წმიდა ქალი შეევედრა ძმას: „გთხოვ, ნუ დამტოვებ, ვისაუბროთ დილამდე ზეციური ცხოვრების სიხარულის შესახებ“. მან კი უპასუხა: „რას ამბობ, დაო, არ შემიძლია ღამით მონასტრის გარეთ დარჩენა“. ცა ისე იყო მოწმენდილი, ერთ ღრუბელსაც ვერავინ დაინახავდა. როდესაც ძმის პასუხი მოისმინა, ქალმა ერთმანეთში გადაჭდობილი თითები მაგიდაზე დააწყო, ზედ შუბლით დაეყრდნო და უფლისადმი ლოცვა დაიწყო. თავი რომ ასწია, ჭექა-ქუხილის ხმა გაისმა და ისეთი კოკისპირული წვიმა წამოვიდა, ბენედიქტემ და მასთან მყოფებმა ადგილიდან ფეხი ვერ მოიცვალეს. ღირსმა დედამ იტირა და მისი ცრემლი მოწმენდილმა ცამ წვიმად აქცია. ლოცვა და წვიმა ერთდროულად დაიწყო. როდესაც ქალმა თავი ასწია, უკვე ქუხილი ისმოდა, ხოლო წვიმა თავის აწევისთანავე მოთქრიალებდა. როდესაც წმიდა ბენედიქტე მიხვდა, რომ ასეთ ამინდში მონასტერში ვერ დაბრუნდებოდა, მწუხარედ თქვა: „ყოვლისშემძლე უფალმა შეგიწყალოს, დაო: ეს რა ჰქენი?!“ მან კი უპასუხა. „ხედავ, მე გთხოვე და შენ არ გინდოდა ჩემთვის დაჯერება. ვთხოვე ჩემს ღმერთს და მან შეისმინა ჩემი სიტყვები. თუ შეძლებ, წადი და დაბრუნდი მონასტერში“. მაგრამ, წმიდა ბენედიქტემ ვერ შეძლო გარეთ გასვლა. ასე რომ, საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ დარჩა, რადგან კეთილი ნებით არ  უნდოდა დარჩენა. მათ მთელი ღამე სიფხიზლეში, წმიდა თემებზე საუბარში გაატარეს. ამიტომ ვთქვი, რომ იყო ისეთი რაღაც, რაც უნდოდა წმიდა ბენედიქტეს, მაგრამ ვერ მიიღო. თუ გავიხსენებთ მის ფიქრებს, მას სურდა, რომ ცა ისეთივე მოწმენდილი ყოფილიყო, როგორც დასთან შეხვედრისას, მაგრამ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, ქალმა ყოვლისშემძლე ღმერთის ძალით, აღასრულა სასწაული. გასაკვირი არაა, რომ ამ დროს სასწაულის მოხდენა ქალმა შეძლო, რომელსაც ძალიან უნდოდა მონატრებულ ძმასთან ყოფნა, რადგან წმიდა იოანეს სიტყვებს თუ გავიხსენებთ: „ღმერთი სიყვარული არს“ (I იოანე 4,16). ამიტომ,  ჭეშმარიტი სამართლის მიხედვით, მეტის გაკეთება მან შეძლო, ვისაც მეტად უყვარდა.

скачать dle 11.3