კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გარდამეცვალა მეუღლე, რომლის სახელზეც გაფორმებულია უძრავი ქონება. გვყავს შვილები. მინდა  გავიფორმო მემკვიდრეობა. მაინტერესებს ჩემი შვილებიც ითვლებიან თუ არა პირველი რიგის მემკვიდრეებად, ვის  შეიძლება მივმართო და როგორ მოვიქცე?

პასუხი: გაცნობებთ, რომ კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები; გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა; მეუღლე; მშობლები. შესაბამისად, თქვენი შვილებიც ითვლებიან პირველი რიგის მემკვიდრეებად და მათთან ერთად თანაბრად მიიღებთ გარდაცვლილი მეუღლის სამკვიდრო ქონებას. რაც შეეხება სამკვიდროს გახსნას, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე.

კითხვა: ვარ შრომისუუნარო. მსურს, ჩემს ძმიშვილს გავუფორმო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება. რომლითაც ჩემი ძმისშვილი იკისრებს ჩემს  მიმართ სამისდღეშიო სარჩოს ვალდებულებას, რაც გამოიხატება ჩემს მოვლა-პატრონობაში; ხოლო მე ვიკისრებ ვალდებულებას, გაწეული მოვლა-პატრონობის სანაცვლოდ ჩემს ძმისშვილს, გადავცე ჩემს საკუთრებაში არსებული ბინა. მაქვს თუ არა აღნიშნულის უფლება და ვის უნდა მივმართო?

პასუხი: მოქმედი სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს სამისდღეშიო რჩენას. აღნიშნულის თაობაზე მხარეებს შორის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. უძრავი ქონების გადაცემის შემთხვევაში, ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს ასევე სანოტარო წესით. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს თქვენსა და თქვენს ძმისშვილს შორის და დამოწმდეს სანოტარო წესით.

კითხვა: მოვალემ კრედიტორისგან მოითხოვა იმ ხარჯების ანაზღაურება, რომელიც გაიღო მან კრედიტორის მიერ მიღებული საგნების შესანახად. კრედიტორმა უარი განაცხადა მოვალის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ წყალდიდობის გამო შეუძლებელი იყო დანიშნულების ადგილზე მისვლა და მოვალისგან ნივთების წამოღება. კანონიერია თუ არა კრედიტორის ქმედება.

პასუხი: არ არის კანონიერი. ვინაიდან კრედიტორი შესრულების მიღების ვადის გადაცილებისას, მისივე ბრალის მიუხედავად, ვალდებულია, მოვალეს აუნაზღაუროს ხელშეკრულების საგნის შენახვის გამო წარმოშობილი ზედმეტი ხარჯები.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, ვისი დაკავების უფლება არ აქვთ საგამოძიებო ორგანოებს?

პასუხი: გაცნობებთ, რომ არ შეიძლება, დაკავებულ იქნენ: დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირი და მისი ოჯახის წევრები, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გენერალური აუდიტორი, საქართველოს სახალხო დამცველი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და მოსამართლე. 

скачать dle 11.3