კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2017 (119)
სექტემბერი 2017 (262)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)

რჩევები ავტომოყვარულებს

კითხვა: არსებობს თუ არა 92 ოქტანობაზე დაბალი ხარისხი ბენზინი?

პასუხი:  არსებობს 76-იანი. მაგრამ, საქართველოში ახლა არ იყიდება. თუმცა, ძალიან ბევრი მძღოლი საწვავში ნავთს ურევს, რომ რაოდენობამ მოიმატოს და ამით ბენზინს ოქტანობა აკლდება. ასეთი ბენზინი ძრავასთვის სპირტია, ვისკის მაგივრად. ერთი სიტყვით, დაბალ ოქტანობაზე ძრავას ხმა უჩნდება და გირჩევთ, ეს არ გააკეთოთ, რადგან ძრავას შეკეთება გაცილებით დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ვიდრე ამას ბენზინით ზოგავთ.

კითხვა: მაინტერესებს, როგორ შევამოწმო მექანიკური კოლოფის გამართულობა? ზოგჯერ კოლოფიდან ხმა ისმის, მაგრამ ვერ დავადგინე ეს რისი ხმაა.  

პასუხი:  სწორ გზაზე წადით და შეამოწმეთ ყველა სიჩქარე, როგორ გადადის. თუ გადართვის მომენტში ხმა აქვს, ან ჩაგდება გაუჭირდება, ესე იგი, ის გამართულად ვერ მუშაობს. მაგრამ, ეს წყნარად და ნელა სიარულის დროს არ გამოჩნდება. ძრავა მაღალ ბრუნებზე უნდა ამუშაოთ. ანუ, თუ ტახომეტრი ხუთ-ექვს ათასზე ავა, მხოლოდ მაშინ გადართეთ ერთი სიჩქარიდან მეორეში. ასე რომ, მაღალ ბრუნებზე გადართვისას, გამოჩნდება მექანიკური კოლოფის ყველა პრობლემა.

კითხვა: უნდა გათბეს თუ არა ძრავა დილით, ავტომობილის დაძვრამდე?

პასუხი: ამ კითხვას უკვე ბევრჯერ გავეცით პასუხი, მაგრამ კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, ავტომობილს ძრავას გათბობა არ სჭირდება. უბრალოდ, ცივ ძრავაზე, არ არის რეკომენდებული მაღალი ბრუნებით სვლა – იგულისხმება 4 500 ბრუნზე მეტი, დაქოქვისთანავე. 

კითხვა: ხელოსანმა მითხრა, რომ ჩემს ავტომობილს დაერღვა გეომეტრია, რას ნიშნავს ეს?

პასუხი: ეს ნიშნავს, რომ თქვენი ავტომობილის ძარა ან ძარის დეტალები, სადაც ავტომობილის თვლების დამაფიქსირებელი ბერკეტებია, დეფორმირებულია და თვლები ერთმანეთს არ უყურებს, ქარხნის მიერ გათვალისწინებული პარამეტრებით. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ყველა თვალი სხვადასხვა მხარეს იყურება (ერთმანეთს არ უსწორდება).

კითხვა:   გთხოვთ, მაცნობოთ, რა ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს კანონი იმ შემთხვევაში,  თუ ავტომანქანას მართავს მძღოლი, რომელსაც ჩამორთმეული აქვს  ავტომანქანის  მართვის უფლება?

პასუხი: გაცნობებთ, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისთვის, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

скачать dle 11.3