კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

როგორ აღმოაჩინა „კაგებეს“ ქართველმა გენერალმა 26 წლის წინ დაკარგული ჰიტლერის თილისმა თბილისში

ჰიტლერის თილისმა

1845 წლის 2 მაისს ბერლინში დამარცხებული გერმანიის რაიხსკანცელარიის ბუნკერში „ენკავედეს“ სპეციალური ოპერატიული ჯგუფი შევიდა, რომელიც იქ საგანგებოდ იყო მოსკოვიდან მივლინებული და პირადად, ბერიას მითითებებს ასრულებდა. ამ ოცკაციან ჯგუფს ქართველი გენერალი – ვახტანგ ბადრიძე მეთაურობდა. მათ დავალებული ჰქონდათ ფაშისტი ფიურერის პირადი ნივთების მოძიება, აღწერა და მოსკოვში ჩატანა. საბჭოთა დაზვერვას უტყუარი ცნობები გააჩნდა, რომ ადოლფ ჰიტლერის პირადი ნივთები უძვირფასესი საგნებისგან შედგებოდა და მათი ღირებულება, გარდა იმისა, რომ რამდენიმე ათეულ რაიხსმარკას შეადგენდა, ხელოვნების ნიმუშებიც იყო. ბადრიძის ხელქვეითებმა ჰიტლერის ერთ-ერთი პირადი ადიუტანტი, პოლკოვნიკი ფრანც შტაინერი დააპატიმრეს და სწორედ მას აღმოაჩნდა იმ ნივთების სია, რომელსაც საბჭოთა უშიშროება ეძებდა. სია გერმანული პედანტურობით იყო შედგენილი. ჩამონათვალში 67 ცალი ძვირფასი ნივთი შეეტანათ და თითოეული ნივთის გასწვრივ მისი ღირებულება მიეთითებინათ. თითოეულ ნივთს თან ერთვოდა ფოტო და სიტყვიერი აღწერილობაც. ყველა ნივთის ფასი რომ შეკრიბეს, აღმოჩნდა, რომ მათი საერთო ღირებულება 87 მილიონ რაიხსმარკას უდრიდა. შტაინერმა „ჩეკისტებს“ ბუნკერში მდებარე საიდუმლო სეიფიც გაუხსნა, სადაც ეს ნივთები იყო გადამალული. ჩეკისტებმა ნივთები სიას რომ შეადარეს, აღმოჩნდა, რომ მას ერთადერთი ნივთი, ეგრეთ წოდებული, რაიხის სიძლიერის სიმბოლო აკლდა, დანარჩენი 66 ნივთი კი ხელუხლებელი იყო. რაიხის სიძლიერის სიმბოლო ბაჯაღლო ოქროსგან დამზადებული არწივი გახლდათ. მას ბრილიანტის თვალები ჰქონდა. ბრჭყალებით კი წრეში ჩასმული ფაშისტური სვასტიკა ეკავა, რომელიც ალმასებითა და ლალებით იყო მოოჭვილი. ჰქონდა ასევე, პლატინისგან ჩამოსხმული სადგამი. მისი სიმაღლე 50 სანტიმეტრი იყო, საერთო წონა კი – 15 კილოგრამი. ნივთი, მთელს ამ სიაში ყველაზე ძვირფასი გახლდათ და 9 მილიონ რაიხსმარკად იყო შეფასებული. არწივი ჰიტლერის მაგიდის ცენტრში იდგა და ფაშისტ ფიურერს ის საკუთარი სიძლიერის სიმბოლოდ მიაჩნდა. ეს ოქროს არწივი ჰიტლერს ჰერმან გერინგმა აჩუქა 1935 წლის 20 აპრილს, როცა 46 წელი შეუსრულდა. ეს უძვირფასესი ნივთი სპეციალური შეკვეთით დაამზადა ცნობილმა ფრანგმა იუველირმა აბელ ლეფლერმა პარიზში, 1935 წელს და მას ამ სამუშაოში 1 კილოგრამი ოქრო მისცეს (ამ იუველირის მიერ იყო დამზადებული ნიკეს ოქროს თასიც 1929 წელს, რომლითაც ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონებს აჯილდოებდნენ).

შტაინერის განმარტებით, ეს ოქროს არწივი მხოლოდ იმიტომ არ აღმოჩნდა გადამალულ ნივთებს შორის, რომ ასე ისურვა თავად ფიურერმა. ეს ნივთი მას ბუნკერშიც საწერ მაგიდაზე ედგა. როცა ბერლინი დაეცა და ჰიტლერმა თავი მოიკლა, ფიურერის თილისმისთვის არავის ეცალა და ის უგზო-უკვლოდ გაქრა. „ჩეკამ” მოკვლევა ჩაატარა, მაგრამ ნივთის კვალს ვერსად მიაგნეს. დანარჩენი ძვირფასეულობა კი მოსკოვში წაიღეს.

ბედის ირონია

გენერალი ვახტანგ ბადრიძე 1969 წელს პენსიაზე გავიდა და „კაგებეს“ კონსულტანტად დარჩა. თადარიგის ქართველი გენერალი საბჭოთა უშიშროებას ეხმარებოდა სხვადასხვა ჩახლართული საქმის გამოძიებაში, რომლებიც ხელოვნების ნიმუშებსა თუ ძვირფას ნივთებთან იყო დაკავშირებული. ის მოსკოვში ცხოვრობდა, მაგრამ თბილისშიც ხშირად ჩამოდიოდა, რადგან აქ მას ნათესაობა ჰყავდა და მშობლიურ მხარეს ვერ ივიწყებდა. 1971 წლის 19 მაისს ბადრიძე თბილისში იმყოფებოდა და თავისი შვილიშვილის, ვახტანგის ნიშნობას ესწრებოდა. ვახტანგ ბადრიძე-უმცროსი იმ დღეს ეკა პატარიძეზე დაინიშნა და პატარიძეების ოჯახში ათკაციანი სუფრა იყო გაშლილი, რომელსაც მხოლოდ უახლოესი ნათესავები ესწრებოდნენ. სარძლოს ბაბუა, ანტონ პატარიძე, პროფესიით იუველირი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი გახლდათ და ბერლინის აღების ოპერაციაში წითელი ვარსკვლავის ორდენი ჰქონდა მიღებული. ბაბუებმა ერთმანეთს გაუგეს და სუფრაზე ომის ეპიზოდებიც კი გაიხსენეს. შუა ქეიფის დროს, ბინაში ზარი დარეკეს. დიასახლისი კარის გასაღებად გავიდა. ოციოდე წამის მერე კი ოთახში სამი შეიარაღებული, ნიღბიანი მძარცველი შემოიჭრა და ფული და ძვირფასი ნივთები მოითხოვა. ბოროტმოქმედებს აშკარად ეტყობოდათ, რომ გამოუცდელები და ძალიან ახალგაზრდები იყვნენ. ერთ-ერთმა მათგანმა სარძლოს პისტოლეტი მიუშვირა და ბაბუამისს უღრიალა:

– ჩქარა ქონება გამოიტანე, თორემ შენს შვილიშვილს შუბლს გავუხვრეტ! – შემდეგ პისტოლეტი თავზე დაადო 19 წლის გოგონას.

– ახლავე, ახლავე... მხოლოდ ეკას თავი დაანებეთ. აღმოხდა ანტონ პატარიძეს და კედელზე მიკრულ სარკესთან მივიდა, მოხსნა და საიდუმლო სეიფი გააღო. იქიდან კი ფული და სხვადასხვა ძვირფასი ნივთები გამოიღო, რომლებიც მძარცველებმა წაიღეს და მიიმალნენ.

ბოროტმოქმედები რომ წავიდნენ, ვახტანგ ბარდიძემ ანტონს ჰკითხა:

– ბატონო ანტონ, ბოდიშს გიხდით, მაგრამ ის უზარმაზარი სვასტიკიანი არწივი საიდან მოხვდა თქვენთან?

– ბერლინიდან, ბატონო ჩემო. ჰიტლერის ბუნკერიდან წამოვიღე ორმოცდახუთში, – მიუგო პატარიძემ.

ერთი საათის შემდეგ თადარიგის გენერალი ვახტანგ ბადრიძე უკვე ალექსი ინაურთან იჯდა და ჰიტლერის თილისმაზე ელაპარაკებოდა, რომელიც 26 წლის წინ უკვალოდ გაქრა. საქართველოს „სუკის“ თავმჯდომარე საქმის არსს ჩასწვდა, თავისი მოადგილე გამოიძახა და მძარცველების სასწრაფოდ დაკავება უბრძანა. რამდენიმე საათში „კაგებემ“ ვერაზე სამი ბოროტმოქმედი – ვანო კანკავა, ვანო ჯიქურაშვილი და მერაბ ხომასურიძე დააკავა. მათვე ამოუღეს ნაძარცვი ნივთები, რომელთა შორისაც იყო ოქროს არწივი. კანკავა მეათე კლასის მოსწავლე იყო, ჯიქურაშვილი და ხომასურიძე კი – სტუდენტები. მათ „ზარში” 460 მანეთი ჰქონდათ წაგებული და ყაჩაღობაც ამ მოტივით ჩაიდინეს.

ნაძარცვი ნივთები პატრონს დაუბრუნეს. ოქროს არწივი კი ვახტანგ ბადრიძემ და ორმა ქართველმა ოპერმა მოსკოვში ჩაიტანეს და ის დღესაც კრემლის ოქროს ფონდში ინახება.

 

скачать dle 11.3