კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სვანების ვოიაჟი იაპონიაში

გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში, შუა „პერესტროიკის“ დროს, „მურმა“ სამი სვანი, როგორც ძველი ძიუდოისტები – არმაზ მარგველიანი, ალიოშა ლიპარტელიანი და მე იაპონიაში გაგვგზავნა. რათა მათი სპეცრაზმის მზადების სისტემას გავცნობოდით და მათთვის კი, ჩვენი გამოცდილება გაგვეზიარებინა. ეს იყო ერთგვარი გაცვლითი პროგრამა და ერთი თვის განმავლობაში ტოკიოში ვცხოვრობდით. სიმართლე გითხრათ, იაპონელებმა უფრო მეტი ისწავლეს ჩვენგან, ვიდრე ჩვენ – მათგან. ისინი ისე იყვნენ გახარებულები, რომ დღიური ხელფასის ნორმა გაგვიორმაგეს და მთელ თავისუფალ დროს ბარებში „ვგულაობდით“. თუმცა, ფულს მხოლოდ მე და ალიოშა ვხარჯავდით. არმაზი კი ამ ფულით სხვადასხვა იაპონურ საქონელს ყიდულობდა ოჯახისთვის. ჩვენი სასტუმროს ნომერი მისი ნივთებით იყო სავსე.

სასტუმრო ტოკიოს ცენტრში მდებარეობდა და იქ ერთი უნიფორმიანი, ჭაღარა, ზრდილობიანი შვეიცარი მუშაობდა, რომელსაც განსაკუთრებულად უხაროდა ჩვენი დანახვა. როცა დაგვინახავდა, დიდი მოწიწებით დაგვიკრავდა თავს, კარს გაგვიღებდა და განუწყვეტლივ გვიცინოდა, რევერანსებს გვიკეთებდა. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ყოველ შესვლა-გამოსვლაზე, მას მე და ალიოშა დოლარებს ვჩუქნიდით.

რაც უფრო ახლოვდებოდა უკან გამომგზავრების დრო, ჩვენი სასტუმროს ნომერი უფრო და უფრო ივსებოდა არმაზის ნივთებით. ბოლოს იმდენი დაუგროვდა, რომ ყველაფერს მარტო ვერ მოერია და რადგან ჩვენ არ მივეხმარეთ, ადგილობრივ თანამშრომლებს იაფად მოელაპარაკა და ავტობუსამდე მათ ჩაატანინეს ნაყიდი ნივთები.

მოკლედ, ნომრიდან ასეთი თანამიმდევრობით ჩამოვედით – წინ ორი უნიფორმიანი ახალგაზრდა მიდის არმაზის ნივთებით დატვირთული, უკან მათ არმაზი მიჰყვება, რომელსაც ორივე ხელით უზარმაზარი კომბინირებული მაგნიტოფონი უჭირავს, ბოლოს კი მე და ალიოშა მივყვებით. შვეიცარმა ჩვენი „კორტეჟი“ რომ დაინახა, ჩვენკენ ღიმილით გამოქანდა და ალიოშამ მითხრა: ახლა ნახე არმაზის სეირიო... შვეიცარი არმაზს მიუახლოვდა, მხარზე ხელი დაადო, გაუღიმა და იაპონური აქცენტით სვანურად უთხრა: წახვედი, შე წუწკო, ახვაროო... არმაზი შეცბა. გაოცებისგან ხელები გაშალა. ძვირფასი აპარატურა ხელიდან გაუვარდა და მოპრიალებულ იატაკზე დაენარცხა... არმაზი ჩვენკენ მოტრიალდა და გაოცებული სახით გვითხრა:

 – ხედავთ, სვანური ტოკიოშიც სცოდნიათო...

მე და ალიოშამ კარგა ხანს ვიხარხარეთ და როცა დავმშვიდდით, ალიოშა გამოტყდა, რომ სამი კვირის განმავლობაში ასწავლიდა იაპონელ შვეიცარს ამ ფრაზას და ამაში 20 დოლარი აჩუქა. არმაზს ზარალი იაპონელებმა აუნაზღაურეს და უფრო კარგი ხარისხის აპარატურა მოუტანეს თვითმფრინავში.

გულბათ ავალიანის ნაამბობის მიხედვით

скачать dle 11.3