კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხვდა აფრიკაში საქართველოს ყველაზე მაღალი კალათბურთელი და როგორი გოგონები მოსწონს მას

შეიძლება, ბევრმა არც იცოდეს, საქართველოს საკალათბურთო ისტორიაში ვინ არის  ყველაზე მაღალი კალათბურთელი. ის ჩვენი თანამემამულე სერგო ათუაშვილია, პირველი ქართველი კალათბურთელი, რომლის სიმაღლე  223 სანტიმეტრია.

სერგო გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევიდანაა, იქ დაიბადა და გაიზარდა. კალათბურთში ვარჯიში გვიან, მე-9 კლასში დაიწყო... პირველად ზურა სამხარაძის გუნდში მივიდა და პირველი მწვრთნელიც ის იყო. ვარჯიში ახალი დაწყებული ჰქონდა, როცა სათამაშოდ ბათუმის „ბასკოში“ გადავიდა. „ბასკოს“ გარდა, „არმიაში“, „ნტდ თბილისში“, „თბილავიამშენსა“  და შინაგან საქმეთ სამინისტროს გუნდში  გამოდიოდა... ასევე, თამაშობდა საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიის, პორტუგალიის, ირანის გუნდებშიც...

თუმცა, ჯობია, თავად სერგოსგან, გავიგოთ ყველაფერი დაწვრილებით – თუ სად თამაშობს ახლა, რა ხდება მის პირადსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

სერგო ათუაშვილია: საერთოდ 16 წელია, რაც კალათბურთთან მაქვს შეხება. პირველად 1999 წელს მივედი. მიყვარს სპორტი, კალათბურთი და რა თქმა უნდა, სიმაღლემაც ხელი შემიწყო, პროფესონალ კალათბურთელად ჩამოყალიბებაში.

– სიმაღლით ბავშვობიდან გამოირჩეოდი?

– კი. ბავშვობიდანვე გამორჩეული სიმაღლის ვიყავი. მეცხრე კლასამდე კარგად ვსწავლობდი. იმ დროისთვის უკვე პროფესიონალ კლუბში –  ბათუმის „ბასკოში“ ამიყვანეს, შესაბამისად, სწავლისთვის ნაკლები დრო მრჩებოდა. 

არასოდეს ვყოფილვარ ჩხუბისთვი – სკოლის უკან საქმეეს რომ არჩევდნენ. თუმცა, მიჩხუბია კიდეც და სკოლის უკანაც გავსულვარ. 

– რამდენია შენი სიმაღლე?

–  ყველაზე მაღალი ვარ. 2 23 სანტიმეტრი და 140 კილოგრამი. ფეხის ზომა –  52. – ფეხსაცმელს სად შოულობ?

– სამწუხაროდ, საქართველოში არ იშოვება. ევროპაში ვყიდულობ და ხანდახან ამერიკიდანაც ვიწერ. კლასიკურ სტილს ვანიჭებ უპირატესობას.

– შენი სიმაღლე გენეტიკურია? ალბათ, ძალიან მაღალი მშობლები გყავს...

– კი, გენეტიკურია.  მაღალი მშობლები არ მყავს, მამა 170 სანტიმეტრია, ძმა – 175. თუმცა,  მამის მხრიდან არიან განსხვავებული სიმაღლის... მე, ალბათ, წინაპრების გენები გამომყვა. ბაბუა 199 სანტიმეტრი იყო, ხოლო დიდი ბაბუა – 2 მეტრზე მეტი. 

– როგორც ცნობილია, დაოჯახებული იყავი...

– ოფიციალურად ცოლი არ მყოლია, თუმცა სერიოზული ურთიერთობა მქონდა ერთ ადამიანთან, რომელიც რამდენიმე თვეში დასრულდა. შვილი არ მყავს. 

– როგორი გოგონები მოგწონს, შენთვის მნიშვნელოვანია სიმაღლე?

– ჩემთვის მთავარია, გოგო იყოს მხიარული, მეგობრული, თბილი, ლამაზი და მასთან კომფორტულად ვგრძნობდე თავს. სხვა დანარჩენს, მნიშვნელობა არ აქვს. 

– შენი სიმაღლე დისკომფორტს თუ გიქმნის, თუნდაც გოგონებთან ურთიერთობაში? 

– არანაირს. თუ არ ჩავთვლით, თვითმფრინავით მგზავრობას, სადაც ადგილის  სიმცირის გამო, ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობ თავს.

– მანქანაში როგორ ჯდები?

– მანქანაში მე ყველაზე  „ჯიგრულად“ და კომფორტულად ვზივარ. მანქანის სავარძელი ბოლომდე მაქვს უკან მიწეული. დისკომფორტი სხვებს ექმნებათ. ჩემ უკან ვერავინ ჯდება?.

– საქარველოში არ იმყოფები, სად თამაშობ ახლა?

– უკვე მეორე სეზონია, რაც  ტუნისის კლუბში ვთამაშობ. კლუბი „აფრიკა“ ამ სეზონის ჩემპიონი და უპირობო ლიდერია.

საქართველოს სამგზის ჩემპიონი ვარ. ასევე, ვთამაშობდი საფრანგეთის, ლიტვის, ესტონეთის, ლატვიის, პორტუგალიის, ირანის კლუბებში. საფრანგეთში ვერცხლის პრიზიორი ვიყავი. ეს გუნდი ტუნისის სამგზის ჩემპიონია. ამ სეზონზე წაუგებლად ვთამაშობთ: 36 მოგება გვაქვს და 0 – წაგება.

– სამშობლოდან ყველაზე ძალიან რა გენატრება?

– ყველაზე ძალიან ოჯახის წევრები და მეგობრები მენატრებიან. 

– საჭმელებს თვითონ ამზადებ?

–  აქ ხუთვარსვლავიან ზღვისპირა სასტუმროში ვცხოვრობ,  ჩემს ორ ამერიკელ თანაგუნდელთან ერთად და არ მიწევს საჭმლის მომზადება. თუმცა, თავისუფალ დროს ვამზადებ ხოლმე. ვიცი  და მეხერხება კერძების მომზადება. ათი სეზონი მაქვს  სხვადასხვა ქვეყანაში ნათამაშები და ყველა ქვეყნიდან სხვადასხვა კერძი მაქვს ნასწავლი.  მანქანა გვყავს გამოყოფილი, რომლესაც მხოლოდ ჩვენ ვიყენებთ. ძირითადად, ვარჯიშით ვარ დაკავებული. თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს. ყოველ შაბათს თამაში გვაქვს, ჯერჯერობით 24 თამაშიდან 24-ვე მოვიგეთ. ყოველ კვირას ვისვენებთ და ტრადიციულად, მოგებას აღვნიშნავთ მეგობრები.

– საქართველოში როდის ბრუნდები?

– საქართველოში სეზონის ბოლოს დავბრუნდები და მერე ჩემს აგენტთან ერთად გადავწყვეტ, რომელ კლუბში გავაგრძელებ. შეიძლება, საქართველოში გავაგრძელო. ჯერჯერობით  გეგმაში მაქვს, ამ კლუბთან ერთად ამ სეზონის ყველა ტიტული მოვიგო და მომავალი სეზონისთვის ახალ კონტრაქტს მოვაწერო ხელი. 

скачать dle 11.3