კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეუძლიათ პენსიონერებს მერიიდან და გამგეობებიდან 100-200 ლარის ღირებულების მედიკამენტების ანაზღაურება და რა თანხას მიიღებენ სოციალურად დაუცველთა ოჯახები როგორც პირველ, ისე მომდევნო შვილებზე

დედაქალაქის მერია  არაერთ სოციალურ პროექტს ახორციელებს, თუმცა მათი დიდი ნაწილის შესახებ, ჩემი დაკვირვებით, მოსახლეობისთვის ცნობილი არ არის. მაშინ, როდესაც უმეტეს შემთხვევაში, დახმარება მაშინ გაგეწევათ (თუ გეკუთვნით), თუ მიმართავთ მერიასა და გამგეობებს. რა მიზნობრივ ჯგუფებზეა განკუთვნილი დედაქალაქის მერიის სოციალური აქტივობები, ვის შეუძლია სარგებლობა ამ პროგრამებით და როგორ უნდა მოიქცეთ კუთვნილი სერვისისა თუ დახმარების მისაღებად, – ამ თემაზე მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი, გელა ჩივიაშვილი გვესაუბრება.

 

– რა სოციალურ პროექტებს ახორციელებს დედაქალაქის მერია?

– მერია ახორციელებს 28 სხვადასხვა ტიპის სოციალურსა და ჯანდაცვის პროგრამას. ჯანდაცვის მიმართულებიდან მინდა, გამოვყო ლეიკემიის პროგრამა, რომელსაც მე ვუწოდებ ფლაგმანს. ეს არის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამა თბილისის მცხოვრებთათვის 0-დან 30-წლამდე, რის დაფინანსებაც მთლიანად  თავის თავზე აიღო თბილისის მერიამ. თითოეული ადამიანისთვის გაიცემა 200 000 ლარის ვაუჩერი, როგორც კი დადგება იმის აუცილებლობა, რომ ძვლის ტრანსპლანტაცია არის მათი სიცოცხლის გადასარჩენი ერთადერთი საშუალება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ, აქამდე არასდროს განხორციელებულა და ასეთი ადამიანების რიცხვი თბილისში, წინა წლის სტატისტიკით, 20-მდეა.

– რამდენს დაუფინანსეთ უკვე ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია?

– მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჩვენ უკვე დავაფინანსეთ 4 ადამიანი, ხოლო 5 გადის შესაბამის კვლევებს. სამედიცინო ენაზე ამას ჰქვია რემისიის ფაზა და როგორც კი მზად იქნება პაციენტი ოპერაციის ჩასატარებლად, მათაც დავაფინანსებთ.

იცით, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც ხორციელდება მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით, მათ შორის, აქტიურადაა ჩართული თბილისის მერიაც. მერიას ცალკე აქვს C ჰეპატიტის იმ ნაწილის დაფინანსების პროგრამა, რაც არ დაფინანსდება ცენტრალური ხელისფლების მიერ. მოკლედ რომ ვთქვა, თუ ადამიანი გარკვეულ დახმარებას მიიღებს ცენტრალური ხელისუფლებიდან, დანარჩენი პროცენტის ანაზღაურება შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტებიდან.

– სტატუსს არ აქვს მნიშვნელობა?

– რა თქმა უნდა, აქვს, მნიშვნელობა აქვს პროცენტული ჩაშლისთვის: თუ ადამიანი სოციალურად დაუცველია, მას გაცილებით მეტი პროცენტით დავუფინანსებთ, ვიდრე დანარჩენებს. თუმცა ჩვენ ყველა ადამიანს სრულად ავუნაზღაურებთ ამ ხარჯს. სოციალური მიმართულებით ჩვენთვის პრიორიტეტია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარება და 2015 წლიდან ორი ახალი პროგრამა დაიწყო: უსინათლოებისთვის გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება.

– რა ოდენობის?

– თანხა გაიცემა წელიწადში სამჯერ და წლის განმავლობაში ეს იქნება 900 ლარი; მეორე –  ეს არის სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ერთჯერადი დახმარების გაცემა 800 ლარის ოდენობით. ავიღეთ საკმაოდ მაღალი ქულა –  150 000-მდე. ოღონდ ეს 800 ლარი ორად გაიყოფა და პირველი გადარიცხვა განხორციელდება მაისში. ახალია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ჩართვის პროგრამა: ვაფინანსებთ ამ მიმართულების არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აქტიურები არიან და რაღაც სეგმენტში თანხა აკლდებათ. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი პროექტია უსინათლოებისთვის გამოყოფილი დაფინანსება: ადამიანს, რომელიც არის ტოტალურად უსინათლო და არ ჰყავს ოჯახის წევრი, გამყოლს უფინანსებს მერია. აპრილში 40 ტოტალურ უსინათლოს მოემსახურა მერია. მეორე პროექტია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების კულტურული ღონისძიებების დაფინანსება და, ასევე, უახლოეს დღეებში დავაფინანსებთ ჟურნალის გამოცემას უსინათლოებისთვის.

– მერიის სარეზერვო ფონდმა, ზუსტად წელი აღარ მახსოვს, მაგრამ გიგი უგულავას მერობისას „პრაიმ ტაიმს“ 200 000 ლარი გამოუყო ერთ წელიწადში უსინათლოებისთვის გაზეთის გამოსაცემად. ამჟამადაც ასეთი თანხა იგულისხმება?

– არა, ამის მეათედ თანხაზეა ლაპარაკი და უფრო დიდ ტირაჟზე, განსხვავება ისიცაა, რომ უსინათლოები თავად მიიღებენ მონაწილეობას ამ ჟურნალის ბეჭდვაში. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრამების კოორდინატორი, ასევე, შეზღუდული შესაძლებობის მქონე პირია, ცნობილი ადამიანი რატი იონათამიშვილი. მას ყოველივე თავის თავზე აქვს გადატანილი და კარგად იცის იმ თემის პრობლემები, რომელსაც თავად წარმოადგენს. 2015 წლიდან გაიზარდა სხვადასხვა სოციალური დახმარება: გაიზარდა ერთჯერადი დახმარებები მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, ყოველ მესამე და შემდგომ ბავშვზე –  800, 1 000 და 1 500 ლარი გახდა.

– სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის?

– დიახ, მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის. ეს პროგრამა წლების განმავლობაში ხორციელდებოდა, წელს კი თანხა გაიზარდა. სხვათა შორის, იმავე ბიუჯეტის ფარგლებში, უბრალოდ მიზნობრივად გადანაწილდა თანხები. ასევე, ყოველთვიური დახმარება, 25-25 ლარი, სოციალურად დაუცველი ოჯახების თითოეულ ბავშვზე გაორმაგდა და 50-50 ლარი გახდა. გაორმაგდა კომუნალური სუბსიდიაც და 250 ლარის ნაცვლად, ზამთრის პერიოდში გახდა 500 ლარი. გაიზარდა, ასევე, ერთჯერადი დახმარება ას წელს მიღწეული ადამიანებისთვის და გახდა 1  000 ლარი.

– რამდენი ასწლიანი მოქალაქე გვყავს თბილისში?

– უკვე გაცემულია ეს თანხა 20 ადამიანზე, რომელსაც წელს შეუსრულდა 100 წელი, მაგრამ წლის განმავლობაში ველოდებით კიდევ 40 ასეთ ადამიანს. ამოქმედდა ახალი პროგრამა: 500 ლარი გაიცემა თითოეულ ახალშობილზე სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და არ აქვს მნიშვნელობა, მერამდენე ბავშვია. აგრეთვე, გაიზარდა ვეტერანების დახმარება, რომელიც 9 მაისს გაიცემა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის.

– იმ 1 000 ლარზეა ლაპარაკი, რომლის შესახებაც ინფორმაცია კანცელარიამ გაავრცელა?

– მერიის ფონდიდან გაიცემა 700-ლარიანი დახმარება, იყო 400 ლარი და გაიზარდა. ის 1 000 ლარი კი მთავრობის დახმარებაა. საერთო ჯამში, მინდა, ვთქვა, რომ საკმაოდ დივერსიფიცირებული სოციალური პროგარმები გვაქვს. მნიშვნელოვანია, აგრეთვე, ის, რომ 2015 წლიდან ამოქმედდა შინმოვლის პროგრამა, როგორც ცალკე პროგრამა და ის 1 000-მდე ბენეფიციარს ეხება. შინმოვლა გულისხმობს როგორც სოციალურ, ისე სამედიცინო შინმოვლას.

– ამ პროგრამითაც მხოლოდ სოციალურად დაუცველები სარგებლობენ?

– არა, ამ პროგრამაში არ არის შეზღუდული ბენეფიციართა მოძიება. შეიძლება, მოიძიოს მერიამაც და განმახორციელებელმაც. ადამიანი შეიძლება, საწოლს იყოს მიჯაჭვული ან სახლს და მათი საჭიროება სხვადასხვაა. შესაბამისად, მომსახურება შეიძლება, იყოს როგორც დილაობით სადილის ატანა, ისე პირველადი მოხმარების პროდუქტებით მომარაგება. ამ მიმართულებით ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, როგორიცაა „კარიტასი“, „სოციალური პარტნიორობა“ და ასე შემდეგ.

– ანუ მერია იღებს მონაწილეობას იმ პროექტში, როდესაც „კარიტასის“ წარმომადგენლები დადიან ოჯახებში?

– მერია მონაწილეობს თანადაფინანსებით, ძირითადი დაფინანსება „კარიტასისაა“. ანუ ჩვენ შევდივართ, დაახლოებით, 20-25-პროცენტიან თანადაფინანსებაში. ჩვენ ვანაზღაურებთ ბენეფიციარზე ორიენტირებულ ხარჯს, ადმინისტრაციული ხარჯი კი გადატანილია მეორე მხარეზე.

– ეს იმიტომ დავაზუსტე, რომ „კარიტასის“ ბენეფიციარებს, მე ვისთანაც მისაუბრია, ჰგონიათ, რომ მათ მხოლოდ ეს ორგანიზაცია ეხმარება.

– არა, ეს არის მერიისა და „კარიტასის“, მერიისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი პროექტი. არ შემიძლია, არ აღვნიშნო ახალი პროგრამის შესახებ –  ეს არის აუტიზმით დაავადებული ბავშვების რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც სულ ახლახან მიიღო თბილისის საკრებულომ და ზაფხულში ამუშავდება. აღარაფერს ვამბობ იმ ერთჯერად დახმარებებსა და ერთჯერად აქციებზე, რაც ჩვენი სამსახურიდან გადის. ჩვენ ვემსახურებით ათეულ ათასობით ბენეფიციარს თბილისში. რა თქმა უნდა, აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვანია ოპერაციებისა და სამედიცინო დახმარების დაფინანსება, რაზეც ყველაზე დიდი მოთხოვნაა დღეს თბილისში. ეს შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებსაც შეეფარდებათ იმ სამედიცინო დახმარების ანაზღაურება, რაც არ ჯდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ან უწევს თანადაფინასება. საკრებულომ მიიღო სპეციალური წესი, რომლითაც გამოვყავით პრიორიტეტული ჯგუფები. ასეთი პრიორიტეტული ჯგუფებია სოციალურად დაუცველები, შეზღუდული შესაძლებობის მქონე პირები, მარჩენალდაკარგულები, ვეტერანები, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახის წევრები.

– მარტოხელა დედები?

– თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთი სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრება არ არსებობს. თუ იქნება განსაზღვრული ასეთი სამართლებრივი სტატუსი, დავეხმარებით.

– მგონი, არის მარტოხელა დედის სტატუსი.

– ჩევნთვისაც იქნება პრიორიტეტული... გარდა ამისა, ჩვენ ვეხმარებით იმ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება, არ ხვდებოდნენ ამ პრიორიტეტულ ჯგუფებში, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში, სჭირდებოდეთ სამედიცინო გამოკვლევა ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. გეტყვით ციფრებს: მას შემდეგ, რაც არჩევნები ჩატარდა და თბილისში ახალი მთავრობა მოვიდა, სხვადასხვა სამედიცინო ღონისძიებები 11 მილიონ ლარამდე დაფინანსდა და დაახლოებით, 12 000 ადამიანს გაეწია დახმარება: ქიმიოთერაპია, უცხოეთში მკურნალობა და ასე შემდეგ. 

– ამ პროექტებს მხოლოდ მერია ახორციელებს თუ გამგეობებიც?

– მერიას თავისი ბიუჯეტი აქვს, გამგეობას –  თავისი. რასაც გამგეობები ახორციელებენ, იმ პროექტებს მერია აღარ ახორციელებს. უახლოეს მომავალში განვსაზღვრავთ წესს, გაიმიჯნოს ეს ორი დაფინანსება, რომ დუბლირებული დაფინანსება არ გამოვიდეს. ვქმნით ერთიან საინფორმაციო ბაზას. პილოტი უკვე დასრულდა და „იუსაიდის“ დახმარებით, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ერთიან საინფორმაციაო ბაზაში განვათავსებთ ამ ადამიანებს და ამის მიხედვით დავაფინანსებთ. დღეს თუ ადამიანს ხელით უწევს კალკულაციისა და ფორმა 100-ის მოტანა, ამ ბაზის ამოქმედების შემდეგ, სამსახურის შიგნით ქაღალდები, ფაქტობრივად, არ იმოძრავებს და მოქალაქეც ელექტრონული ფორმით მიიღებს ინფორმაციას, რომ დაფინანსდა და რა თანხით დაფინანსდა.

– ისევ გრძელდება პენსიონერებისთვის 100-200 ლარის მედიკამენტების დაფინანსება ყოველწლიურად. ეს ბევრმა არ იცის, თქვენი ოპონენტები კი ამბობენ, რომ შეწყდა. 

 – მედიკამენტებს ჩვენც ვაფინანსებთ და გამგეობებიც. თუ ჩვენც მოგვმართავს და გამგეობასაც, ვცდილობთ, დუბლირება არ მოხდეს. საჭიროებიდან გამომდინარე, ფინანსდება 100-დან 200 ლარამდე ღირებულების წამლები. ძირითადი მოთხოვნა მაინც ეგრეთ წოდებულ წნევის წამლებზეა.

– აქ შეზღუდული არ არის, არა, სტატუსი? მთავარია, იყოს პენსიონერი?

– არა, თუმცა შესაძლოა, სოციალურად დაუცველისთვის ოდნავ მეტი თანხა გავცეთ, ვიდრე სხვისთვის. ასევე, დიდი მოთხოვნაა ონკოპრეპარატებზე, რომლებიც საკმაოდ ძვირი ღირს და არა მხოლოდ სოციალურად დაუცველის სტატსუსის მქონე ადამიანს გაუჭირდება მათი ყიდვა. ჩვენ ვცდილობთ, იმ ბიუჯეტის ფარგლებში, რაც გვაქვს, შევუძინოთ ადამიანებს, მინიმუმ, ერთი ამპულა მაინც, რომელიც შესაძლოა, 3 000-4 000 ლარი ღირდეს.

– ისევ აფინანსებთ სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის დაკრძალვის ხარჯს?

– სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ეს პროგრამა მოქმედებს ჩვენთანაც და გამგეობებშიც. ის განსხვავებაა, რომ გამგეობები ემსახურებიან ვეტერანებსაც, ჩვენ –   მხოლოდ სოციალურად დაუცველებს. ამ ეტაპზე მომსახურებას გვიწევს „ჰერმესი”, მერიის საწარმოა.

скачать dle 11.3