კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტაქტიკანაცვალნი

ზარების ხმა გამაგონე, გაბრწყინებას გაჩვენებო

და თუმცა გასულ კვირას ლამის ცას მისწვდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დარისხებული განგაშის ზარები – ლარი გაიქცა (ქვეტექსტით, მდევრად დაგვადევნეთო), ეკონომიკა ჩამოიშალა (ქვეტექსტით, აღმდგენებად აღგვადგინეთო), საგარეო ფრონტზე წარმატებას წარმატება მოჰყვა (ხოლო, რაკი ჩვენთვის სა-უცხო-ო სწორედ უცხოა, ორმაგი მალამოს ეფექტით):

აქეთ – ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი მესამე მიმდინარე ანგარიში და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა განაცხადა: „ევროკომისია მიიჩნევს, რომ ის საკანონმდებლო და სტრატეგიული ჩარჩო, ის ინსტიტუციური და საორგანიზაციო პრაქტიკები, რომელიც ჩამოაყალიბა საქართველომ ოთხი ძირითადი ბლოკის მიმართულებით, ძირითადად შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს და ზოგჯერ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებსაც კი“.

იქით – გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს აუწყა გერმანელმა კოლეგამ, ფრანც ვალტერ-შტაინმაიერმა: „მინდა მკაფიოდ ვაღიარო, რომ საქართველომ უმაღლეს დონეზე ჩაატარა წინასწარი სამუშაოები... ამ წუთისთვის არ მგონია, რომ ქართველები სკეპტიკურად უნდა უყურებდნენ ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივას.“

შუაში კი – აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მიულოცა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი რეფორმების გატარებაში და გამოხატა მზაობა, დაეხმაროს საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების თუ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების დანერგვაში. ზედაც, შეგვაგულიანეს, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც კვლავ დაადასტურა, რომ საქართველო არის ღირებული მეგობარი ამერიკისთვის. „უნიკალური რამ მოხდა: „რესპუბლიკელებმა“ და „დემოკრატებმა“, ერთხმად დაუჭირეს მხარი საქართველოს.“

შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია, რომ ჩვენი დასავლელი მეგობარ-პარტნიორები არ ეთანხმებიან არც ბ-ნ კანდელაკს და არც ქ-ნ თაქთაქიშვილს, რომ ქვეყანა ასცდა დემოკრატიისა და რეფორმების რელსებს, თუმცა ისიც ცხადი გახდა, თუ რატომ იცვალა ტაქტიკა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სოციალურ პრობლემატიკაზე გადაერთო. აქედან გამომდინარე კი, იქნებ მათ მიერ გაბუქებულად, მაგრამ მაინც დარისხებულმა ზარებმა ისე მოანდომოს მთავრობას, რომ ეს ჩვენი გაჭირვებული ეკონომიკაც საოცნებო ივერიასავით გააბრწყინოს?! – 

скачать dle 11.3