კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„მეგობარი გიწოდე, ხელი გამოგიწოდე“

ანუ შენ რომ ჩემთვის თანამდებობები არ მოგიტანიაო?!

თუმცა ამ ჩვენმა პრეზიდენტმა ერთი კვირით შეაყოვნა ახალი მინისტრთა კაბინეტის პარლამენტისთვის წარდგენა (რის სრული უფლებაც ჰქონდა კონსტიტუციით), მაგრამ, ვინაიდან ამის გამო ამ ჩვენი სულზე უტკბესი პარტნიორის, აშშ-ის ელჩის გულისწყრომა დაიმსახურა, სავარაუდოდ, ამ იაღლიშის გამოსწორების მიზნით, შვიდ დღეს აღარ დაელოდა და, ამდენად, პარლამენტს გასულ კვირას მოუწია მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობის დამტკიცება (მაინც რა ძალა აქვს სიყვარულს სულზე უტკბელი პარტნიორისა?!).

ჰოდა, რაკი მოუწია, ამ ჩვენმა რჩეულებმა მინისტრობის კანდიდატებსაც მოუსმინეს – ფრაქცია-ფრაქციაც და უმრავლესობა-უმცირესობაც. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი აწ კოალიციას განდგომილ (თუ პირიქით) „თავისუფალ დემოკრატებსაც“ შეხვდა, ოღონდ, მის მიერ მიმართვის ფორმებად, „მეგობრებისა“ და „თანამებრძოლების“ გამოყენებამ, „თავისუფალ დემოკარტთა“ დემოკრატიულად თავისუფალი გულების სიმები ვერ აათრთოლა.

მეტიც, როგორც ბ-ნმა ვიქტორ დოლიძემ ბრძანა, „მეც ძალიან დიდი სიხარულით გიწოდებდით მეგობარს, მაგრამ „თავისუფალმა დემოკრატებმა” სხვანაირი მეგობრობა ვიცით.“

პათოსი ამაღელვებელია („გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად”), რომ არა ერთი „მაგრამ”: პოლიტიკაში მეგობრობა ისეთივე ნაღდია, როგორც წითელფანრებიანი ქუჩის სახლში – ქალწულობა. –  

скачать dle 11.3