კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაფიის შვილობილი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N28-17(748) 

ორიოდე წუთის შემდეგ ჯონ კეინის კაბინეტში წითელმა ტელეფონმა დარეკა. მასზე მხოლოდ თეთრი სახლიდან რეკავდნენ: ძალიან იშვიათად – პრეზიდენტი, ძირითადად კი, პრეზიდენტის მდივანი, ან მისი თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. „ეფბეერის“ დირექტორმა ყურმილი აიღო და უპასუხა:

– გისმენთ.

– გამარჯობა, ჯონ, – მოესმა კეინს შეერთებული შტატების პრეზიდენტის ხმა.

– გაგიმარჯოთ, ბატონო პრეზიდენტო, – მიუგო კეინმა.

– ჯონ, ახალი ხომ არაფერია ბრაუნის საქმეში?

– ინტენსიურად ვმუშაობთ, სერ და საგამოძიებო ჯგუფი თავს არ ზოგავს. რაიმე მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ არაფერი უცნობებიათ ჩემთვის.

– ჯონ, საქმის დეტალურად გაცნობა მინდა და რამდენ ხანში შეგიძლია, ასლები მომიტანო?

– ამ საქმეს მარტინ პოული კურირებს, სერ. ახლავე ვეტყვი, ასლები გაამზადოს და ვფიქრობ, ორ საათში შევძლებთ მათ მოწოდებას.

– ძალიან კარგი. ორ საათში პოულთან ერთად, თქვენი ასლებიანად ოვალურში გელოდებით, – უთხრა კეინს პრეზიდენტმა და ტელეფონის ყურმილი დაკიდა.

„გამართლდა ჩემი სიტყვები. რას გეუბნებოდი, მარტინ, ამ ხუთიოდე წუთის წინ?“ – ჩაილაპარაკა კეინმა. შემდეგ პოულს დაურეკა და უთხრა:

– მარტინ, სასწრაფოდ შემოდი ჩემთან.

გაოცებული მარტინ პოული სწრაფად ეახლა კეინს და ჰკითხა:

– მოხდა რამე, სერ?

– ჩემი სიტყვები გამართლდა, ძვირფასო მარტინ?

– რომელი სიტყვები, სერ?

– პრეზიდენტი ბრაუნის მთელი საქმის ასლებს თხოულობს და ორ საათში ოვალურ კაბინეტში გველოდება. ხვდები ახლა, რაშია საქმე?

– რას გულისხმობთ, სერ?

– იმას, ჩემო კარგო, რომ პრეზიდენტს აინტერესებს, ბრაუნმა ზედმეტი ხომ არ წამოროშა. ანუ, უოლტ-სტრიტს ხომ არ ადებს ხელს.

– დარწმუნებული ხართ, სერ?

– ისევე, როგორც ახლა შენ გელაპარაკები და არა რომის პაპს, – თქვა კეინმა და განაგრძო, – ძვირფასო მარტინ, ამაში შენ სულ მალე, რამდენიმე საათში დარწმუნდები.

– კეთილი, სერ. დროს აღარ დავკარგავ. ჯერ თქვენს განკარგულებას შევასრულებ. პარალელურად კი, ასლების გადაღების ბრძანებას გავცემ.

– მიდი, მარტინ. იმოქმედე. ერთ საათში ჩაეტევი?

– მე მგონი, კი.

– როგორც კი ყველაფერს მოათავებ, აქ მოდი და თეთრ სახლში წავიდეთ.

მარტინ პოული წავიდა. ზუსტად ერთ საათში კი წითელი საქაღალდით დაბრუნდა „ეფბეერის“ დირექტორის კაბინეტში და კეინს უთხრა:

– ყველაფერი რიგზეა, სერ. ბრაუნის უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. ამ საქაღალდეში კი საქმის ყველა მასალაა თავმოყრილი.

– ძალიან კარგი. ახლა კი პრეზიდენტთან წავიდეთ და თავად დარწმუნდები ჩემი სიტყვების სისწორეში.

„ეფბეერის“ დირექტორი და მისი მოადგილე დანიშნულ დროს მივიდენენ თეთრ სახლში. ოვალური კაბინეტის პატრონი მათ მარტო დახვდა თავის სამუშაო კაბინეტში და სტუმრებს ხაზგასმული თავაზიანობით შეეგება. ჯერ სავარძლებში დასვა, შემდეგ მოიკითხა და ბოლოს წითელი საქაღალდის შიგთავსის თვალიერებას შეუდგა. პოულმა კარგად იცოდა, თუ რომელ გვერდზე რა მასალა იდო და თვალს არ აშორებდა პრეზიდენტის მოძრაობას. მასპინძელმა მხოლოდ თვალი გადაავლო გამოძიების სხვადასხვა მასალას და იმ ფურცლებს ჩაუღრმავდა, სადაც თომას ბრაუნის ჩვენებები იყო დაბეჭდილი. მან გულდასმით წაიკითხა ბრალდებულის ჩვენებები. შემდეგ საქაღალდე დახურა და ჩაფიქრდა. მცირე პაუზის შემდეგ  კი, თავი ასწია. სტუმრებს გაუღიმა და თქვა:

– სამწუხაროა, როცა ასეთი მაღალჩინოსანი მძიმე დანაშაულში იმხილება. მით უმეტეს, რომ ის ჩემი დიდი ნდობით სარგებლობდა და ძალიან ვწუხვარ ამის გამო. რა გაეწყობა, მეგობრებო, მეც დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ვეცდები, მსგავსი შეცდომა აღარ დავუშვა. ამიერიდან კადრების შერჩევაში უფრო მეტ სიფრთხილესა და წინდახედულობას გამოვიჩენ. რასაც ახლა გავეცანი, ჩემი აზრით, საკმარისია, რომ საქმე სასამართლოს გადაეცეს და ბრაუნმა საკადრისი სასჯელი მიიღოს. თქვენ კი დიდ მადლობას გიხდით გაწეული სამუშაოსთვის.

– გმადლობთ, სერ, – ერთდროულად მიუგეს პრეზიდენტს სტუმრებმა.

– ბატონებო, თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს.

– ბრძანეთ, სერ, – უთხრა პრეზიდენტს კეინმა.

– მე, რა თქმა უნდა, ბრაუნის დანახვაც კი არ მინდა. თუმცა, არ შემიძლია, რომ ჩემი აღშფოთება დავმალო მის მიმართ და თუკი წინააღმდეგნი არ იქნებით, თანაც ასეთი საქციელი კანონს არ ეწინააღმდეგება, მინდა, ჩემი თანაშემწე შეახვედროთ მას მცირე ხნით, რათა მან ბრაუნს ჩემი ზიზღისა და გულისწყრომის სიტყვები გადასცეს. დიახ, დიახ, ბატონებო. სწორედაც რომ, ჩემი მის მიმართ ზიზღის. მსგავსი საქციელი უკიდურეს ზიზღს იმსახურებს და მეტს არაფერს.

– რა თქმა უნდა, სერ. თქვენ ამის სრული უფლება გაქვთ, – მიუგო კეინმა.

– და, ასეთი რამ გამოძიებებზე ზეწოლად არ ჩამეთვლება?

– არანაირად, სერ.

– კარგი, – გასაგებია. მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან.

– ბრძანეთ, სერ.

– ეს ყოველივე ჩვენ შორის უნდა დარჩეს. არ მინდა, ამ ამბავმა გაჟონოს. არ მინდა, პრესამ და ტელევიზიამ თქვას – პრეზიდენტრმა ციხეში მჯდომ კაცზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინაო. ალბათ, გესმით ჩემი. არჩევნები კარსაა მომდგარი და ჩემი ოპონენტები უკუღმა გამოიყენებენ ამ მომენტს.

– რა თქმა უნდა, სერ, არსად ვიტყვით.

– ჰოდა, ძალიან კარგი. როდისაა შესაძლებელი ამის გაკეთება?

– ნებისმიერ დროს, სერ.

– მაშინ, ასე ვქნათ, დაახლოებით ერთ საათში, ჩემს თანაშემწეს გამოვუშვებ და ბრაუნს შეახვედრეთ.

– კარგი, სერ. შევთანხმდით.

– აბა, ნახვამდის, მეგობრებო. დიდ მადლობას გიხდით ოპერატიულობისთვის. ამ საქაღალდეს კი, თქვენის ნებართვით, დავიტოვებ. უთხრა პრეზიდენტმა სტუმრებს. ხელი ჩამოართვა მათ და ოვალური კაბინეტიდან გამოისტუმრა.

კეინს და პოულს მთელი გზა კრინტიც არ დაუძრავთ. „ეფბეერის“ დირექტორის კაბინეტში რომ შევიდნენ, კეინს ირონიულად გაეცინა და თავის მოადგილეს ჰკითხა:

– რას იტყვი, მარტინ, რა შთაბეჭდილება დაგრჩა ოვალურ კაბინეტში შემდგარი საუბრიდან?

– მე მგონი, თქვენ მართალს ამბობდით.

– შენ რა, კიდევ ეჭვი გეპარება?

– მე მგონი, უკვე აღარ, სერ.

– ნუთუ ვერ მიხვდი, თუ რა სპექტაკლი დაგვიდგა პირველმა? – ჩაეცინა კეინს, – პრეზიდენტს ბრაუნის ჩვენება აინტერესებდა მხოლოდ და როცა დარწმუნდა, რომ ის უოლტ-სტრიტს არ ახსენებდა, თავისი თანაშემწე შემოგვაჩეჩა.

– მართალს ბრძანებთ, სერ. პრეზიდენტი მხოლოდ ბრაუნის ჩვენებას გაეცნო გულდასმით. დანარჩენი საბუთებისთვის არც კი შეუხედავს.

– თავის თანაშემწეს კი იმიტომ ახვედრებს ბრაუნს, რომ უთხრას – ენას კბილი დააჭირე და უოლტ-სტრიტი არ ახსენოო. ამას პრეზიდენტი იმიტომ აკეთებს, რომ კიდევ ოთხი წლით იჯდეს ოვალურ კაბინეტში. ეს კი უოლტ-სტრიტის გარეშე თითქმის შეუძლებელია, – ემოციურად თქვა კეინმა და პაუზა გააკეთა, – ახლა ხომ მაინც დარწმუნდი, თუ საიდან უბერავს ქარი და რომ იმ სიმაღლეებს ჩვენ ვერ მივწვდებით?

– ისე, კარგი კი იყო, რომ მივწვდომოდით.

– გეთანხმები, მაგრამ ეს ამ ეტაპზე მაინც შეუძლებელია.

– ესე იგი, გამოძიება უნდა დავასრულოთ და როგორც პრეზიდენტმა ბრძანა, საქმე სასამართლოს გადავცეთ?

– კი. მხოლოდ მას მერე, როდესაც კარლო მოზესს  დავაპატიმრებთ და ამერიკაში ჩამოვიყვანთ. ხუთი-ექვსი დღე კარგად დავამუშავებთ და მერე უკვე სასამართლომ იცის თავისი საქმე.

– ეს ყველაფერი, მაქსიმუმ ორი კვირა გაიწელება. პრაღის შეკრებას, ალბათ, სამი დღე ეყოფა. ამის შემდეგ კი მოზესს ავიყვანთ.

– ვფიქრობ, რომ ორ კვირაში ჩავეტევით, – დაეთანხმა პოულს კეინი და ირონიულად ჩაეცინა, – შენ მართალი ხარ, მარტინ. ამ ქვეყანაში ნამდვილად არაა კანონის წინაშე ყველა თანასწორი. პრეზიდენტი კი უმაღლესი ხელისუფალი სულაც არ არის და მასზე ბევრად მეტი ძალაუფლება უოლტ-სტრიტის რამდენიმე ბანდას გააჩნია. რას იზამ, ასეთია ამერიკა. ჩვენ კი მისი შვილები ვართ. შვილები კი უანგაროდ უნდა ემსახურებოდნენ მშობელს და ჩვენც ვემსახურებით.

           * * *

მრავალსაათიანი, მომქანცველი ფრენის შემდეგ ჯაბა და მამა-შვილი მოზესები პრაღაში ჩაფრიდნენ. დაჯავშნულმა „ლიმუზინმა“ ისინი აეროპორტიდან ჰაშეკის რეზიდენციაში მიიყვანა. მანქანიდან რომ გადმოვიდნენ, სასახლის კართან მათ ჯინა ქროსი შეეგება. გოგონა კისერზე ჩამოეკიდა ჯაბას და მიეფერა. კარმენმა კოპები შეიკრა. კარლო მოზესი კი წამით შეცბა. შემდეგ დამხვდური შეათვალიერა და ჯაბას უთხრა:

– ეს მომხიბვლელი გოგონა ვინაა, ძვირფასო მასპინძელო?

– გაიცანით, დონ კარლო. ეს მშვენიერი არსება ჩემი მდივანი და საცოლე, ქეით როისია, – უთხრა ჯაბამ კარლო მოზესს და გაიღიმა

კარლო მოზესი კვლავ წამით შეცბა. შემდეგ ხელი გაუწოდა ჯინას და უთხრა:

– კარლო მოზესი.

– ქეით როისი, – მიუგო ჯინამ და ხელი ჩამოართვა.

– ქეით როისი, – გაიმეორა დონ კარლომ, – თუ არ ვცდები, აქაური არ უნდა იყოთ.

– ამერიკელი ვარ, – მიუგო ჯინამ.

– ამ სიშორეზე რამ წამოგიყვანათ, ძვირფასო ქეით?

– სწავლის წყურვილმა, დონ კარლო. ევროპულ ხელოვნებას ვეუფლები. აქვე შევხვდი საყვარელ ადამიანს და სულ მალე დავქორწინდებით.

– მშვენიერი წყვილი ხართ და ბედნიერებას გისურვებთ, ქორწილში თუ დამპატიჟებთ, სასიამოვნო სიურპრიზს გაგიკეთებთ.

– აუცილებლად დაგპატიჟებთ, დონ კარლო.

– სიტყვაზე გიჭერთ, მშვენიერო ქეით, – უთხრა კარლო მოზესმა გოგონას და შემდეგ კარმენისკენ გაიშვირა ხელი, – ეს კარმენია. ჩემი ქალიშვილი, გაიცანით.

კარმენმა ცივად ჩამოართვა ხელი ჯინას. თავისი სახელი უთხრა და მამას გვერდით ამოუდგა. ჯაბამ კი მოზესები სასახლეში შეიპატიჟა და მათთვის განკუთვნილ აპარტამენტებამდე მიაცილა. შემდეგ ჯინასთან ერთად თავის ოთახში გამობრუნდა და თავისი მეწყვილე მოიკითხა.

– ავღანეთში გამოიძახეს და ხვალ დილით ჩამოვა, – უთხრა ჯინამ ჯაბას, – წუხელ ცენტრიდან შემატყობინეს, რომ პრაღაში ბიუროს საგანგებო ჯგუფია გამოგზავნილი კარლო მოზესზე სათვალთვალოდ.

– რაში დასჭირდათ? – ჰკითხა ჯაბამ.

– შიშობენ, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ მოზესი მიმალვას შეეცდება და ხელიდან რომ არ დაუსხლტეთ.

– ალბათ, თომას ბრაუნის გამო.

– სწორედ მაგიტომ.

– აქ რა ხდება?

– ჯერჯერობით მხოლოდ მოზესები ჩამოვიდნენ. დანარჩენებს დღეს ველოდებით.

– კეთილი, ძვირფასო. ახლა მე მოზესებს უნდა მოვუსმინო. შენ კი წადი და საქმეს მიხედე. ძალიან ნუ იაქტიურებ. მართალია, ჩემი საცოლე ხარ, მაგრამ ამათთვის – მხოლოდ მდივანი და შესაბამისად მოიქეცი.

– არის! – ირონიით მიუგო ჯინამ ჯაბას და გაბუტული გავიდა ოთახიდან.

ჯაბამ ყურსასმენები გაიკეთა და მამა-შვილის მოსმენას შეუდგა, რომლებიც ქართულად საუბრობდნენ.

– რა დაგემართა, მამა. რაღაც ვერ ხარ ხასიათზე, – უთხრა კარმენმა კარლო მოზესს.

– საეჭვოა ეს ყველაფერი, – მცირე პაუზის შემდეგ მიუგო დონ კარლომ კარმენს.

– რას გულისხმობ?

– აქაურ ვითარებას.

– მაინც, რას? გარკვევით მითხარი.

– თუნდაც ამ ქეით როისს.

– ეს ძუკნა არც მე მომეწონა. მაგრამ, მერე რა. ჩვენი მასპინძლის მდივან-ნაშაა და მეტი არაფერი.

– საქმე ისაა, შვილო, რომ ის სულაც არაა ქეით როისი და სინამდვილეში ჯინა ქროსი ჰქვია.

– შენ რა იცი?

– ვიცი.

– მამა... – კარმენმა მწველი მზერა ესროლა კარლო მოზესს და უთხრა, – როდის იყო ჩემთან ქარაგმებით ლაპარაკობდი. თქვი, რა ხდება.

– გახსოვს, გითხარი, ქალიშვილი მყავს-მეთქი შტატებში.

– მახსოვს.

– ჰოდა, ეგ გოგონაა სწორედ ჩემი ქალიშვილი და შენი და.

– რას ამბობ?! – შეცბა კარმენი.

– აბსოლუტურ სიმართლეს, – მიუგო კარლომ.

– მერე და თავის ნამდვილ ვინაობას რატომ მალავს?

– მეც სწორედ ეს მაეჭვებს და ვფიქრობ, რომ შემოგზავნილია.

– შემოგზავნილი?

– კი. სავარაუდოდ, ბიურომ შეუგზავნა ჩვენს მასპინძლებს.

– თუ მასეა, მაშინ სასწრაფოდ უნდა გავაფრთხილოთ ჩვენი მასპინძლები.

– რას ამბობ. ეგ ფიქრადაც არ გაივლო. ეს რომ გავაკეთო, მას მოკლავენ.

– აბა, თხუნელა უნდა გვყავდეს?

– გაჩუმდი. მართალია, ბევრი სისხლია ჩემს კისერზე, მაგრამ ღვიძლ შვილს ნამდვილად ვერ გავწირავ.

– მაშინ რას აპირებ?

– პირისპირ დაველაპარაკები.

– და, რას ეტყვი?

– სიმართლეს.

– და, რა შეიცვლება ამით? ჯერ ერთი, არც დაიჯერებს და რომც დაარწმუნო, რომ შენი შვილია, მას ისე ექნება ტვინი გამორეცხილი,  მაინც თავისას იზამს.

– რა, მშობელ მამას გამწირავს?

– დარწმუნებული ვარ, რომ გაგწირავს.

– შენ  გამწირავდი?

– ნუ გვადარებ.

– რატომ? ორივე ხომ ჩემი შვილები ხართ?

– ბიოლოგიურად კი, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს ბევრს არ ნიშნავს. მე შენი გაზრდილი ვარ და მიყვარხარ. ვიცი, რომ მამაჩემი ხარ. იმას კი როდის გაუწიე მამობა, არც კი გიცნობს.

– აბა, ვინ გაუწია, თუ არა მე. დედამისი ადრევე გარდაიცვალა. მის სწავლა-განათლებას, აღზრდას და ყველაფერს მე ვაფინანსებდი და მხოლოდ იმიტომ არ გავიკარე, რომ ხიფათისთვის ამერიდებინა.

– ხიფათისთვის აგერიდებინა?

– ჰო, შვილო. შენ არ მეყოფი ჩემნაირი, რომ მეორე შვილიც ასეთ შარში ჩამეგდო?

– მაგას რა, დედოფლად ზრდიდი?

– უბრალოდ, მინდოდა, რომ ამ ყველაფრის მიღმა მდგარიყო. ყოველმხრივ ვზრუნავდი ამაზე და მის სახელზე ოფშორებში ორასი მილიონი დოლარი მაქვს შენახული.

– ორასი მილიონი?

– შენ რა, ეჭვიანობ?

– არა, მაგრამ ბევრი ხომ არაა „ეფბეერის“ თხუნელასთვის?

– მასე ნუ ამბობ, შვილო. ის შენი დაა.

– გასაგებია, მამი. შენ ის მითხარი, რას აპირებ?

– ჩემთან ერთად უნდა გაქრეს, – მტკიცედ თქვა კარლო მოზესმა და სიგარეტი გააბოლა.

– შენთან ერთად გაქრეს?

– ჰო.

– მერე და დაითანხმებ?

– არც ვეცდები. უბრალოდ, გავიტაცებ და მერე დავამუშავებ.

– რომ ვერ დაითანხმო?

– დავითანხმებ. ჩემი შვილია და დამიჯერებს. თანაც, არც ორასი მილიონი დოლარია მზესუმზირის ფული.

– ღმერთმა ქნას, მამი, რომ ეს საქმე გამოვიდეს. მაგრამ, მაინც ეჭვი მეპარება.

ამ დროს კარზე დააკაკუნეს და მოზესები სადილზე მიიწვიეს. ჯაბამ ყურსასმენები მოიხსნა. შემდეგ მსახური იხმო და უთხრა:

– ჩვენს სტუმრებს მოუბოდიშე და უთხარი, რომ სასწრაფო საქმე გამომიჩნდა და სადილს ვერ დავესწრები. რომ დავბრუნდები, მათ განარგულებაში ვარ.

ჯაბას არანაირი საქმე არ ჰქონდა. ის, უბრალოდ, შოკირებული იყო გაგონილით. თავს ვერ თოკავდა და გაშიფვრის შეეშინდა. თანაც, უნდა დაფიქრებულიყო. ყველაფერი გაეანალიზებინა და მოქმედების გეგმა შეედგინა. უშბა ათიოდე წუთი გაუნძრევლად იჯდა სავარძელში. შემდეგ სასწრაფოდ ჩაიცვა. მსუბუქად შეინიღბა. საიდუმლო ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო. სათადარიგო გასასვლელით დატოვა სასახლე და ქალაქში ტრამვაით გაემგზავრა. რვა გაჩერების შემდეგ ჩამოვიდა. ლეონიდ კოზლოვს დაურეკა და დაშიფრულად ელაპარაკა.

– გისმენ, ვაცლავ, – უპასუხა კოზლოვმა.

– სად დაიკარგე, ანტონ. ორი დღეა, გირეკავ, – უთხრა ჯაბამ.

– ქალაქგარეთ ვიყავი, პიკნიკზე და ტელეფონი შეგნებულად გამოვრთე.

– შენთან თხოვნა მაქვს, ანტონ.

– ალბათ, ფული, ხომ?

– შენ ნამდვილი გულთმისანი ხარ.

– ამას გულთმისნობა რად უნდა.

– გაქვს?

– რამდენი გინდა?

– ექვსასი ევრო.

– მოდი, წაიღე.

– მადლობა.

– რომელზე მოხვალ?

– ექვსის მერე.

– კეთილი, გელოდები. ნახვამდის.

– ნახვამდის, – მიუგო ჯაბამ. ტელეფონი გათიშა და მდინარეში გადააგდო. შემდეგ ტრამვაიში ავიდა და გაემგზავრა.

ჯაბას და კოზლოვის საუბრის ნამდვილი შინაარსი კი ის იყო, რომ ოცი წუთის შემდეგ პავლე ლიადოვი, რომელიც სამიოდე საათის ჩამოსული იყო ჩეხეთის დედაქალაქში თბილისიდან, უშბას ინკოგნიტოდ უნდა შეხვედროდა გარეუბანში. მდინარის პირას მდებარე პატარა, წყნარ სკვერში.

ჯაბა ორი წუთით ადრე მივიდა შეხვედრაზე. დათქმულ დროს ლიადოვიც გამოცხადდა. სკამზე მჯდომ ჯაბას გვერდით მიუჯდა. ხელი ჩამოართვა და მიესალმა.

– გაგიმარჯოს, ძია პავლე. როგორ ხარ?

– კარგად. შენ?

– არა მიშავს. ჩვენები როგორ არიან?

– კარგად. რა მოხდა. ასე სასწრაფოდ რატომ დამიბარე?

– ძია პავლე, მოზესის მოსატაცებლად ყველაფერი მზადაა?

– კი. დარდი ნუ გაქვს.

– პრაღაში „ეფბეერის“ სპეცჯგუფია ჩამოსული. კარლო მოზესს უთვალთვალებენ და როგორც კი „სხოდკა“ დასრულდება მოტაცებასა და შტატებში ჩაყვანას უპირებენ. ცენტრი შიშობს, რომ თომას ბრაუნის საქმის გამო მოზესი მიმალვას შეეცდება. ამიტომ რაღაც უნდა ვიღონოთ, რომ არ დაგვასწრონ.

– დარდი ნუ გაქვს, ყველაფერი რიგზე იქნება.

– ძია პავლე, ახლა მთავარი უნდა გითხრა. ის, რისთვისაც ასე სასწრაფოდ გამოგიძახე.

– ეტყობა, ძალიან მნიშვნელოვანი რამაა.

– უმნიშვნელოვანესი.

– აბა, გისმენ. თქვი, – უთხრა ლიადოვმა ჯაბას და სმენად იქცა

ჯაბამ დაწვრილებით უამბო პავლე ლიადოვს მამა-შვილი მოზესების საუბრის შინაარსი და ბოლოს თქვა:

– წარმოგიდგენია, რა სიტუაციაა? ვინ მოელოდა ასეთ რამეს.

– ბედის ირონიაა. რას ფიქრობ, როგორ უნდა მოიქცე?

– უპირველესად, ჯინას შევეშვები. გამორიცხულია, რომ მამაჩემის მკვლელის შვილთან არამც თუ ინტიმური, საერთოდ, რაიმე სახის ურთიერთობა მქონდეს.

– მართალი ხარ. შემდეგ.

– შემდეგ ის, რომ ფანტომ-კალმარს პირადად უნდა გავუსწორდე. ამას წყალი არ გაუვა და ისე უნდა ააცალოთ ის ნაძირალა ცხვირწინ „ეფბეერს“, რომ არ გაიშიფროთ.

– შემდეგ...

– შემდეგ უკვე დრო გვიჩვენებს.

– შენ მთავარი გამოგრჩა.

– რას გულისხმობ, ძია პავლე.

– იმას, ჩემო ბიჭო, რომ მოზესის გატაცების შემდეგ შენც უნდა გაქრე.

– მოვალეობას ვერ ვუღალატებ.

– არასწორად მსჯელობ. შენ შენი მოვალეობა უკვე შეასრულე და დროა, თამაშიდან გამოხვიდე. მით უმეტეს, რომ შენმა შეფებმაც დაგრთეს ამის უფლება და მე მგონი, უკვე დროა.

– ეგ ადრე იყო და ბრაუნის გამო. ახლა კი სულ სხვა სიტუაციაა. ბრაუნი მხილებულია და დაპატიმრებული. ანუ, მტერი განეიტრალდა.

– ცდები.

– ვცდები?

– რა თქმა უნდა, ცდები. ბრაუნის განეიტრალებით ბევრად უფრო ვერაგი და ძლიერი მტრები გადაიკიდე – მისი პატრონები. ის მაინც თუ გესმის, რამხელა საქმე ჩაშალე და ამას არავინ გაპატიებს. ამიტომ, ლეგალურად შენი ყოფნა უკვე აღარ შეიძლება. უნდა გაუჩინარდე. ამაში კი ჩვენ დაგეხმარებით.

– ძია პავლე, ეს საკითხი „ეფბეერის“ ხელმძღვანელობამ უნდა გადაწყვიტოს. ასე რომ, გაქცევა არ გამოვა.

– ცდები. მერწმუნე, რომ მაგრად ცდები. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ისე გაგწირავენ, როგორც სამსხვერპლო ცხვარს. თანაც, თვალსაც კი არ დაახამხამებენ. ბიუროსთვის შენ რიგითი, ერთ-ერთი იმათგანი ხარ, ვინც მათზე მუშაობს და მეტი არაფერი. სამაგიეროდ, ჩვენთვის ხარ ძალიან ძვირფასი და შენ რომ რამე დაგემართოს, რომ არაფერი ვთქვა შენს ოჯახსა და სხვა დანარჩენებზე, ვერც მე გადავიტან ამას. მამაშენის სიკვდილი დღემდე ვერ მომინელებია, ისევე, როგორც დედაშენის და მოდი, ამაზე დასვი წერტილი.

– არ ვიცი, ძია პავლე. კარგად უნდა დავფიქრდე.

– დაფიქრდი, შვილო. კარგად დაფიქრდი. მაგრამ იცოდე, რომ ფიქრისთვის დიდი დრო არ გაქვს, მაქსიმუმ ორ დღეში უნდა მიიღო გადაწყვტილება.

– კარგი, ძია პავლე. პასუხს ორ დღეში გაგცემ. ახლა კი კარლო მოზესის გატაცების დეტალები განვიხილოთ. ისეთი გეგმა უნდა შევადგინოთ, რომ ხელი არაფერში შეგვეშალოს.

– გისმენ.

– მოზესების აპარტამენტებში ტუალეტია, რომლის ქვეშაც საიდუმლო გვირაბი გადის და ეს გვირაბი მდინარემდე გრძელდება. იმავე ტუალეტში გამჭირვალე სარკეა. ეს სარკე იღება. გამტაცებლები სწორედ იქიდან წაიყვანენ იმ ნაძირალას და დანარჩენი კი – მისი ტრანსპორტირება და სხვა ზომები, თქვენს ხალხზეა დამოკიდებული.

– ამას უმაღლეს დონეზე შევასრულებთ. შენ ის თქვი, როდის წავიყვანოთ მოზესი. დანარჩენს კი ჩემები მიხედავენ.

– ზეგ. სავარაუდოდ შუაღამის შემდეგ. დილამდე დრო გექნებათ და სანამ მისი გაუჩინარების ამბავი გაირკვევა, სამშვიდობოზე იქნებით.

– კარმენს რას უშვრები. რომ გაეღვიძოს, ან სულაც არ ეძინოს?

– „სხოდკა“ რომ დასრულდება, ვახშამზე კარმენს სასმელში დასაძინებელ აბებს ჩავუყრი. სამი საათის შემდეგ ამოქმედდება და შუაღდემდე თვალს ვერ გაახელს. იმავე ვახშამზე კარლო მოზესს კუჭის ასაშლელ აბს ჩავუგდებ სასმელში და ის აბი კარმენის დაძინებიდან ნახევარ საათში ამოქმედდება. მოზესი ტუალეტში გაიქცევა და იქ კი თქვენი ხალხი იმუშავებს.

– მშვენიერია, მაგრამ ყველაფერი რომ გაირკვევა, უფრო სწორად კი, დონ კარლოს გაუჩინარების ამბავი რომ გაცხადდება, შენ მოგადგებიან და რა პასუხს გასცემ მათ?

– ვის გულისხმობთ?

– თუნდაც კარმენს.

– ვიუარებ. ვიტყვი, რომ არაფერი ვიცი.

– „ეფბეერსაც“ იმავეს ეტყვი? დარწმუნებული იყავი, რომ „ეფბეერი“ და ადგილობრივი უშიშროება, როგორც კი დონ კარლო გაუჩინარდება, აუცილებლად შემოიჭრებიან რეზიდენციაში. იქაურობას თავდაყირა დააყენებენ და გვირაბსაც აღმოაჩენენ. ბიურო აუცილებლად გაგშიფრავს და პასუხს მოგთხოვენ.

– აბა, რა ვქნათ, არ გავიტაცოთ?

– გვირაბის შესახებ კიდევ ვინ იცის?

– ჰაშეკმა და ჩემმა მეწყვილემ.

– კი. უნდა გავიტაცოთ, მაგრამ შენც უნდა წამოხვიდე. ასეთ შემთხვევაში შენც გატაცებულად ჩაითვლები და ორ კურდღელს ერთად დაიჭერ. უბრალოდ, გეგმის ოდნავ შეცვლა მოგვიწევს. შენი გატაცების ინსცენირებას ქალაქში მოვაწყობთ და იმ ღამეს ჯინასთან ერთად გასეირნება მოგიწევს მდინარის პირას.

– ამაზე ხომ უკვე ვილაპარაკეთ, ძია პავლე. თუ გადავწყვიტე კი, მაგრამ ჯერ არ ვიცი და ორი დღე უნდა მაცალო.

– გასაგებია. მაგრამ შენც თუ არ წამოხვალ, მაშინ დონ კარლოს გატაცების მეორე ვარიანტიც უნდა გვქონდეს, რომ შენზე არ მიიტანონ ეჭვი და ჩემებმა ის ქალაქიდან უნდა ასწიონ. არა და, გვირაბის ვარიანტი იდეალურია.

– ქალაქიდან მის წაყვანას „ეფბეერი“ გეგმავს.

– ვიცი. მაგრამ, რა გაეწყობა. „ეფბეერს“ უნდა ვაჯობოთ.

– როგორ აპირებთ. თქვით თქვენი გეგმა.

– ბადალოვი რომ ააფეთქეს, ის ადგილი ხომ გახსოვს?

– დიახ.

– ჰოდა, დონ კარლოს იქ ბლოკირებას მოვუწყობთ. ცრემლმდენ გაზს გავუშვებთ. იქვე საკანალიზაციო ლუქია. ჩემი აირწინაღიანი ბიჭები მას ლუქში ჩაათრევენ და კვამლი რომ გაიფანტება, მოზესი უკვე გატაცებული ეყოლებათ.

– სარისკოა.

– რა თქმა უნდა, გვირაბი ჯობია, მაგრამ შენ თუ არ წამოხვალ, მაშინ რისკზე წასვლა მოგვიწევს. საამისოდ, ჩვენ ყველაფერი მზად გვაქვს და შენს პასუხს დაველოდებით.

– კარგი, ძია პავლე. როგორც შევთანხმდით, პასუხს ზეგ გეტყვით. ახლა კი წავალ.

– ნახვამდის. იმედია, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ. სწორი კი შენი წამოსვლაა.

ჯაბას პასუხი აღარ გაუცია ლიადოვისთვის და შეხვედრის ადგილი დატოვა. თადარიგის გენერალს კი გულში ეცინებოდა, რადგან ჯაბას გატაცება უკვე გადაწყვეტილი იყო და თუკი ის ნებით არ წაჰყვებოდა მათ, მაშინ ლიადოვი, გამრეკელი და ზვიადაური ძალით გამოიყვანდნენ თამაშიდან.

რეზიდენციაში ჯაბა იმავე გზით დაბრუნდა და თავის ოთახში შეიკეტა.

ჯაბა ნახევარიოდე საათი გაუნძრევლად იჯდა სავარძელში და ფიქრობდა. შემდეგ თავი მოიწესრიგა და ოთახიდან გავიდა.

– სად იყავი, საყვარელო, კარს რატომ არ მიღებდი? – ჰკითხა ჯაბას ჯინამ, რომელიც დერეფანში შეხვდა.

– მოზესები სად არიან? – კითხვითვე მიუგო ჯაბამ.

 – ისვენებენ, – თქვა ჯინამ და დაამატა, – კითხვაზე რატომ არ მპასუხობ?

– ვისვენებდი, ქეით, – მოკლედ მოუჭრა უშბამ.

– მე კი მითხრეს, სასწრაფო საქმე გამოუჩნდაო.

– ეს მოზესებისთვის გადასაცემად ვთქვი.

– ძვირფასო, რა გჭირს?

– არაფერი.

– დილით კარგ ხასიათზე იყავი. თქვი, რა მოხდა.

– გადავიღალე... რა, არ შეიძლება?

– შეიძლება, მაგრამ, მე მგონი, მატყუებ და რაღაც მოხდა.

– გეჩვენება, ქეით. მოგვიანებით ვილაპარაკოთ. ახლა კი მოზესები უნდა ვნახო. ბოდიში, – მიუგო ჯაბამ გოგონას და მამა-შვილის აპარტამენტებისკენ გაემართა.

***

ჯაბასთან შეხვედრის შემდეგ ლიადოვი კონსპირაციული ბინისკენ გაემართა და ოთახში რომ შევიდა, მომხიბვლელ, ქერათმიან გოგონას უთხრა:

– როგორ ხარ, ლიდოჩკა.

– კარგად. თქვენ?

– არა მიჭირს. ჯგუფი სადაა?

– ადგილებზე. თქვენს მითითებებს ელოდებიან.

– მოკლედ ასე, ჩემო გოგონა, შეიძლება, ოპერაციის გეგმა შეიცვალოს და სამუშაო გაგიადვილდეთ.

– ამას რა ჯობია. თქვით, შეფ.

– ზეგ, შუაღამის შემდეგ, თუ, რა თქმა უნდა, გეგმა შეიცვლება, სამი კაცი მდინარის აი, ამ ადგილზე – ლიადოვმა გოგონას გაშლილ რუკაზე თითით უჩვენა, – უნდა მივიდეს და აგურებით შენიღბულ გვირაბში შეძვრეს. ეს გვირაბი ჰაშეკის სასახლეში ადის და აპარტამენტების ტუალეტს უერთდება. იქ კი გამჭირვალე სარკეა. იღება და იქიდან ასწევთ დონ კარლოს.

– გასაგებია.

– თუ არ შეიცვალა, მაშინ, რას შვრებით, ყველაფერი რიგზე გაქვთ? – ჰკითხა ლიადოვმა ქერათმიან გოგონას.

– აბსოლუტურად ყველაფერი.

– მოდი, დაწვრილებით გავიაროთ გეგმა.

– გავიაროთ, – მიუგო გოგონამ და პრაღის გაშლილ რუკას თითი დაადო, – აი, ამ მიწისქვეშ საკომუნიკაციო მაგისტრალზე იქნება ჩასაფრებული ჩვენი ორი კაცი, რა თქმა უნდა, აირწინაღებიანად. ერთი მოტოციკლისტი ჰაშეკის რეზიდენციასთან იდგება და მოზესები რომ გამოვლენ, გამოჰყვება. შემდეგ, ოპერაციის მთავარ წერტილამდე ხუთასი მეტრი რომ დარჩება, ის რაციით გადასცემს ჩვენს „ბლოკიროვშჩიკებს“ და სამი მანქანით დავბლოკავთ, გზას ჩავუკეტავთ. ამის მერე საქმეში ერთვება მოტოციკლისტი. ის ცრემლმდენ გაზს გაუშვებს ირგვლივ, მოზესების მანქანის კარს კი მცირემუხტიანი ნაღმით ააფეთქებს. გათიშულ დონ კარლოს გადმოათრევენ. შემდეგ ლუქი გაიღება და ორი ჩვენიანი გატაცებულს წაიყვანეს. „ბლოკიროვშჩიკები“ თავიანთი მანქანებით იქაურობას გაეცლებიან ად წავა მოტოციკლიც.

– რა დრო დასჭირდება ამ ყველაფერს?

– მაქსიმუმ, ოცდახუთი წამი.

– მონაწილეთა რაოდენობა?

– რვა ადამიანი.

– ძალიან კარგი.

– დარდი ნუ გაქვთ, შეფ. გოგონები ყველაფერს ხუთიანზე შეასრულებენ. როდისმე დაგვიღალატებიხართ?

– არასდროს. მაგრამ, მაინც ვნერვიულობ. მოზესს შეიარაღებული დაცვა ჰყავს და არ გესროლონ.

– გამორიცხულია, შეფ. გაზი მათ მომენტალურ პარალიზებას მოახდენს და განძრევასაც ვერ მოასწრებენ.

– თქვენი იმედი მაქვს. ძირითადად, ამისთვის იყავით მზად. თუ სასწაული მოხდა და გეგმა შეიცვალა, რაც მე ძალიან მინდა, ზეგ შეგატყობინებთ.

– გასაგებია, შეფ. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ.

– ნახვამდის, ლიდოჩკა. წავედი და ყურადღებით იყავი.

– ნახვამდის. ნურაფრის დარდი გექნებათ.

ლიადოვი ერთი საათის მერე უკვე ლეონიდ კოზლოვთან იყო და რუსული მაფიის შეფს ელაპარაკებოდა.

– როგორ განწყობაზე ხარ, ლიონია? – ჰკითხა ლიადოვმა კოზლოვს.

– მშვენიერზე. ხვალინდელი დღისთვის ვემზადები, – მიუგო კოზლოვმა.

– ხომ ყველაფერი გახსოვს?

– რა თქმა უნდა. დარდი ნუ გაქვთ. ყველაფერს ნოტებზე შევასრულებ, – გაეღიმა კოზლოვს და ლიადოვს ჰკითხა, – დონ კარლო უკვე ჩამოვიდა?

– კი. ამ დილით ჩამობრძანდა.

– ნაშაც თან ახლავს?

– ვინ ნაშა? – ვერ მიხვდა ლიადოვი.

– კარმენი. მისი ქალიშვილი.

– კი.

რუსული მაფიის შეფს გაეცინა და თქვა:

– დიდი ხანია, მასზე თვალი მაქვს დადგმული და ოდესმე გავჟიმავ. კოლუმბიელი ჯერ არ მყოლია.

ლიადოვმა ღიმილითვე მიუგო:

– ლიონიჩკა, ეგ ქალი კერკეტი კაკალია და კბილები არ მოიტეხო.

– ეგეთები გაგვიტეხავს?

– კარგი, კარგი. ჯერ ხვალ შეასრულე შენი როლი და კარმენის გაჟიმვაზე მერე ვილაპარაკოთ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3