კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

ზნედაცემული ანგელოზები

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N9-17(748)

ვნება და იუმორი... ერთი შეხედვით, მათ საერთო არაფერი აქვთ. უფრო მეტიც – ერთმანეთის მიმართ ანტაგონისტურადაც კი არიან განწყობილნი. ანუ, იქ, სადაც არის ერთი, მეორის ადგილი აღარ უნდა იყოს... თუმცა, მაინც ძნელია ზუსტად თქმა, რეალურად ასეა თუ არა...

ტატაშკამ განცვიფრებულ მეგობრებს ქორივით გადახედა.

– ჰა, არ მომყვებით? ჩემი სიურპრიზის ნახვა არ გინდათ?

დოდოშკამ მხრები აიჩეჩა.

– შენი სიურპრიზი ჩვენთან რა კავშირშია? ვერ ვხვდები, რატომ უნდა აღვფრთოვანდეთ და ადგილზე ვიხტუნოთ სიხარულით.

– უყურე?! არ მეგონა, ასეთი ბოღმა თუ იყავი.

– მე? ტატაშკა, კარგად დაფიქრდი, რას ლაპარაკობ... რანაირად ვარ ბოღმა? უბრალოდ, მართლა არ მაინტერესებს, – მხრები აიჩეჩა დოდოშკამ.

ტატაშკამ მრავალმნიშვნელოვნად გადახედა ლალის, რომელიც ვერ მიხვდა, ვის მხარეს აჯობებდა დადგომა და ყოყმანით, ხან დოდოშკას შეხედავდა, ხან ტატას.

– კარგი, მაშინ მე წავალ... ოღონდ მერე არ ინანოთ.

– ჰო, გეყოფათ ახლა, – ამოიოხრა ლალიკომ, – ნუ კინკლაობთ. ვერ ვიტან ამას, ხომ იცით?! წამოდი და გვაჩვენე შენი სიურპრიზი, ოღონდ აქ რატომ არ შეიძლება ამის გაკეთება, ვერ ვხვდები...

– იმიტომ, რომ დიდი სიურპრიზია, ძალიან დიდი. მოგეწონებათ. თანაც ჩემს სიურპრიზს გაგრძელებაც აქვს. ასე რომ, არ ინანებთ.

დოდოშკამ ამოიოხრა და უხალისოდ, ფეხათრეული გაჰყვა მათ ეზოში...

– ცივა, ქურთუკი მაინც ჩამეცვა, – მხრებზე ხელები შემოიხვია აძაგძაგებულმა ლალიკომ და გარშემო მიმოიხედა, – გვაჩვენე, რა... რა უნდა გვაჩვენო ამისთანა...

– ჩემი ახალი მანქანა, – ტატაშკამ ხელები გაშალა და შორიახლოს მდგარ მანქანასთან მივიდა, – აი, შეხედეთ. სულ ცოტა, ოთხმოცი ათასი დოლარი ღირს...

– აუჰ, ცოტა დაუკელი, – გაიცინა დოდოშკამ და მანქანას ირონიული ღიმილით შემოუარა, – ისე, მართლაც მაგარია... აბა, გამოტყდი, რამდენთან იწექი ამის საყიდელი ფული რომ შეგეგროვებინა და როგორ პოზებში? ალბათ, ბოლომდე გამოავლინე შენი ხელოვნება, ასეა?!

– ნუ გშურს, დოდოშკა. დამიჯერე შენც ისარგებლებ ამით... თანაც, ახალი მანქანა ხომ უნდა მომილოცოთ?

– მე კი მართლა მაინტერესებს, რამდენ კაცთან დაწექი, – ჩააცივდა დოდო, – „სტავკა“ რამდენი გქონდა?

ტატაშკამ თვალები მოჭუტა და ენა გააწკლაპუნა...

– სულ ტყუილად...

– რა, სულ ტყუილად?! – დადარაჯებულივით ჰკითხა დოდოშკამ.

– ანუ, სულ ტყუილად მეჯიბრები. მხოლოდ ერთთან ვიწექი. მართალია, ტექნიკა და კლასი ვუჩვენე, მაგრამ ჯერ ყველაფერი მაინც არ უნახავს, – ტატაშკამ გამომწვევად შეარხია თეძოები... – ნებისმიერ ქალს უნდა კაცზე შთაბეჭდილება პირველივე სექსუალური შეხვედრისას მოახდინოს. მით უმეტეს, ჩვენი პროფესიის ქალებს.

– ჰმ, რა სისულელეა, – გაიცინა დოდოშკამ, – პირადად მე ფეხებზე მკიდია, მოვახდენ შთაბეჭდილებას კაცზე თუ არა.

– ჰოდა, მაგიტომაც ვერ მიიღებ ასეთ მანქანას საჩუქრად სექსის შემდეგ, – ნიშნი მოუგო ტატამ და ისე გაჩუმდა, თითქოს კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას.

– მიდი, მითხარი, რომ ქმარმაც ამიტომ მიღალატა.

– მე ეს არ მითქვამს..

– ჰო, მაგრამ, იფიქრე და იგულისხმე. ეს ცხადზე უცხადესია...

– დოდოშკა, რა გინდა, ვიჩხუბოთ?! მე კი შენი გახარება მინდოდა.

– ჩავთალე, რომ უკვე გამახარე, – ჩაიბურტყუნა დოდოშკამ, – მანქანა კი მართლა ძალიან მაგარია. გილოცავ!

– მოიცადე, სად მიდიხარ? – ტატამ მკლავზე მოკიდა ხელი დოდოშკას და თითქმის ძალით შემოატრიალა, – სიურპრიზი გრძელდება-მეთქი, ხომ გითხარი. გამომართვი, ეს – შენ...

– რას მაძლევ?

– ჩემი ძველი მანქანის გასაღებს, მე აღარ მჭირდება, – ტატაშკამ თითქმის ძალად ჩაუტენა ხელში განცვიფრებულ დოდოშკას მანქანის გასახები. ლალიკომ ხელი ხელს შემოჰკრა.

– რა საყვარელი ხარ, ტატაშკა! ჯიგრულად მოიქეცი. არა, რა... ჩვენ მაგარი სასტავი ვართ, ნაღდი!

– ტატაშკა, საჭირო არ იყო, გაყიდდი... ფული ყველას უნდა. ვერ მივიღებ ასეთ საჩუქარს.

– მიიღებ, მიიღებ, ნუ იპრანჭები, – დააძალა ტატაშკამ.

– გოგოებო, ავიდეთ ახლა ზემოთ და აღვნიშნოთ ეს ამბავი,–  ხელები მოიფშვნიტა ლალიკომ, – დოდოშკა, ხომ ჩამსვამ შენს მანქანაში?

– მარტო კი არ ჩაგსვამს, გათხოვებს კიდეც... დოდოშკა კეთილი გოგოა.

– აბა, რა, კეთილი ვარ. ისეთი კეთილი, რომ ქმარიც არ დამნანებია შენთვის, – იქედნურად გაიცინა დოდოშკამ და ხელში შერჩენილ მანქანის გასაღებს დახედა, – ეს კი მართლა ზედმეტი იყო.

– უყურე ახლა ამას?! – ყასიდად გაბრაზდა ტატა, – მაინც რომ იგესლება...

– არ ვიგესლები. უბრალოდ, გახსენებ, რომ, რაც უნდა გააკეთო, მაინც არ გაპატიებ იმას, რაც ჩაიდინე. უფრო სწორად, ვერ დავივიწყებ, თორემ ჩემი საპატიებელი არაფერი გჭირს.

– ეს ქალი გამაგიჟებს. რამდენჯერ გითხარი – შენი ქმარი იყო პრობლემა და არა მე ან ჩემნაირები. სხვათა შორის, უკვე შენნაირებიც... ეს არის ჭეშმარიტება...

– ბოზური ჭეშმარიტებაა ეგ.

– შენც ბოზი ხარ, საყვარელო.

– ვიცი, – მშვიდად დაეთანხმა დოდოშკა, – მაგრამ ეს ჩემსა და შენს ურთიერთობას არანაირად არ ცვლის.

– სახლში რომ იკამათოთ, არ შეიძლება?! – აბუზღუნდა ლალი, – გავიყინე და გამეყინა ერთი ადგილი. ეს ერთი ადგილი მაჭმევს პურს და მაგიტომ ვჯავრობ. წამოდით, რა...

– კარგი, ავიდეთ! – მეც შემცივდა, – დაეთანხმა ტატა და გაშტერებულ დოდოშკას მსუბუქად უბიძგა მხარზე, – ნუ იბღვირები.

– ეჰ, ვცდილობ, ჩემს წარსულს მიწა მივაყარო, ისე, როგორც კატა მიაყრის ხოლმე თავის განავალს.

ტატამ ხმამაღლა გაიცინა.

– ეს კარგი იყო, როგორ თქვი? კატა – განავალსო... ისე, კაცები, მართლაც, განავლები არიან და მათ მართლა უნდა მიაყარო მიწა, მას მერე, რაც კარგად გამოწურავ...

– ყველა არა, – კაცებს გამოესარჩლა ლალი, – შენ მაინც როგორ ამბობ ამას, როცა ვიღაცამ ასეთი საჩუქარი გაგიკეთა.

– ჯერ ერთი, შენ წარმოდგენა არ გაქვს, მანამდე მე რა გავუკეთე, – გამომწვევად აკისკისდა ტატაშკა, – მეორეც, ხომ ვთქვი, რომ ჯერ უნდა გამოწურო-მეთქი.

– ვაიმე! გავიყინე! – შეჰყვირა ლალიკომ და სადარბაზოსკენ გაიქცა...

***

კოტემ სიგარეტი საფერფლეზე დაასრისა და დამფრთხალ პაშკას ავად შეხედა...

– ხომ ხვდები, რომ ამის ჩაყლაპვას არ ვაპირებ. იმიტომ კი არა, რომ ბოზის ხამი ვარ – ფეხებზე მკიდია... შეურაცხყოფას არავის შევარჩენ. მითხარი, ვინ იყვნენ ის ბანძები...

– ფულს დაგიბრუნებ. ვინაობა რაში გაინტერესებს?! – ამოიკნავლა პაშკამ.

– ფული მიიწებე უკანალზე, იდიოტო! – აყვირდა კოტე, – მათი მობილურები მომეცი.

– დამიჯერე, გამოვასწორებ მაგ ამბავს. ძალიან მაგარ ნაშებს გამოგიგზავნი, თუ გინდა, დღესვე... დაიკიდე, რა?!

– დავიკიდო? გეუბნები, ნუ მეხუმრები! მომეცი მათი მობილურები.

პაშკამ ამოიოხრა.

– ნუ ჯიუტობ. დავივიწყოთ ეს ამბავი და შევრიგდეთ. ან ფულს გიბრუნებ ან სხვებს გიგზავნი. ერთი „გასტროლიორი“ მყავს, ისეთია, შოკში და ტრანსში ჩაგაგდებს. დამიჯერე, რა, ტატაშკასაც კი დაგავიწყებს, ისეთია... აბა, რას იტყვი?

კოტე მოიღუშა და ბრაზით გამოსცრა:

– პაშკა, ნუ მეთამაშები. ჯერ იმ ორის მობილურები მომეცი, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. ტატაშკას კი ნუ მიხსენებ, მაგის დანახვაც არ მინდა.

პაშკამ ამოიოხრა.

– ფულს დაგიბრუნებ, რა...

– არა. მობილურებს მომცემ!

– კოტე, მომისმინე, არ შემიძლია, რა ვქნა?! მე მათთან ვთანამშრომლობ, არ მოსულა...

– ის ხომ მოსულა, სამი კაცი რომ გადაგვაგდეს, მიზეზიც რომ არ უთქვამთ, ისე.

– მიზეზი არსებობს და არ არის უსაფუძვლო... მართლა... როცა ამიხსნეს, გავუგე...

– რა თქმა უნდა, თქვენნაირები ერთმანეთს ყოველთვის უგებენ. მობილურები-მეთქი... პაშკა, ნუ ცდი ჩემს მოთმინებას, მობილური მომეცი.

პაშკამ განწირულივით ბოლოჯერ გაიბრძოლა...

– რადგან არ იშლი, გეტყვი – შენი ყოფილი ცოლი იყო ერთ-ერთი.

კოტე გაშრა.

– რა?! – ტყუი, შე ნაბიჭვარო!

– არა. სიმართლეს ვამბობ. შენი ყოფილი იყო. თვითონ მითხრა.

კოტემ გამეტებით დასცხო შუშის მაგიდას ხელი და დაიღრიალა.

– იცოდე, თუ ეს მართალი არ აღმოჩნდება, თავს წაგაგლეჯ! – ამ სიტყვებით გავარდა ოთახიდან და კარი გაიჯახუნა.

***

დოდოშკამ მანქანის გასაღებს დახედა და მაგიდაზე დადო.

– არც ვიცი, რა უნდა ვთქვა. მინდა კი, მანქანა?

– ისე ლაპარაკობ, თითქოს პირველად გეყოლება მანქანა... კომპენსაციის სახით გაძლევ. აჰა, მათქმევინე სიმართლე.

– ღადაობ? კარგი, მაგრამ მე არ აგყვები.

– ვერ ვიტან, როცა ასე იბღვირები და იღრიჯები. ამყევი რა, ხომ ხედავ, რომ კარგ გუნებაზე ვარ.

– ვხედავთ. ვინ გამოიჭირე? – ლალიკო დოდოშკას მაგივრად გამოეპასუხა.

– ოო, მგონი, ჯეკპოტი მოვიგე, ნავთობის საბადო აღმოვაჩინე. მთავარია, როგორ უნდა გამოვიყენო ისე, რომ დროზე ადრე არ ამოშრეს... 

– დოდოშკა, ეს რაღაცას გვიმალავს, –  პრეზიდენტთან იწექი თუ პრემიერ-მინისტრთან? – ჩაეძია ლალიკო.

დოდოშკა ყურადღებას აღარ აქცევდა მათ საუბარს. აწკრიალებულმა მობილურმა შეაშფოთა. ეკრანს დახედა, გაფითრდა. ცოტა ხანს იყოყმანა, მერე ტელეფონს ხელი სტაცა და ოთახიდან გავარდა.

– ეტყობა, თავისმა ალფონსმა დაურეკა, – უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა ლალი.

– შეეშვი. ხომ ხედავ, მე აღარაფერს ვეუბნები... ჩვენი საქმე არ არის, თავისია ფულიც და „ისიც“. ვისაც უნდა, იმას მისცემს.

– ჰო? თვითონაც ასე მითხრა. პროსტო, ტეხავს! ეგ ისეთი სულელია, მანქანაც თორნიკეს არ აჩუქოს. გული მიგრძნობს, ასე გააკეთებს და  გავგიჟდები. არ უნდა მიგეცა. არ გადაუფორმო მაინც.

ტატაშკამ მხრები აიჩეჩა.

– მომინდა და ვაჩუქე. როგორ მოექცევა ჩემს საჩუქარს, მისი საქმეა. შენ რომ მე ნიფხავი მაჩუქო და მითხრა, აუცილებლად შენი ტრაკი უნდა ჩადო შიგო, ეგრევე „დაგაპაშოლებ“, – სიცილი აუტყდა ტატას, – თქვენ რა ქენით დღეს?

– კარგად გადაიხადეს. შენსას მიიღებ.

– მივიღებ, რა თქმა უნდა. მე ყოველთვის ვიღებ ჩემსას.

– არ იტყვი, ვინ გამოიჭირე?

– ჯერ არა. რატომ გაინტერესებს?

– ისე... აშკარად არ უნდა იყოს უბრალო ვინმე.

– დიახ. არ არის უბრალო ვინმე, – გამოაჯავრა ტატამ, – ძალიანაც ბრალიანია... თუმცა, რაღაც მოთხოვნები და პრეტენზიებიც აქვს, მაგრამ არა უშავს. რაც მეტს გაატრაკებს, მით უფრო შემიწყობს ხელს ჩემი გეგმის განხორციელებაში.

– რა გეგმის?

– ჯერ არ ვიტყვი, – წაუღიღინა ტატაშკამ, – მაგრამ, ეს თუ გამომივიდა, მთელი დარჩენილი ცხოვრება უზრუნველყოფილი მექნება.

– ძალიან დამაინტრიგე... გეხვეწები, არავის ვეტყვი...

– არა, არა, ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა... წარმოდგენა არ მაქვს, რა გამოვა აქედან. მე თავად უნდა გავერკვე... მერე, შეიძლება, თქვენი დახმარებაც კი დამჭირდეს.

– ცოლად ხომ არ გინდა, გაჰყვე?

ტატაშკამ გადაიხარხარა.

– ასეთი სულელი გგონივარ?! ქმარი რად მინდა?! თანაც, ცოლი ჰყავს.

– როდის აქეთ არის შენთვის ცოლი პრობლემა?

ტატამ წარბი ასწია.

– ყოველ შემთხვევაში, ცოლიანი კაცების ცოლობა ჩემი თვითმიზანი არ არის და მეორე – ახურებული კაცების მორალის წამკითხავად აშკარად არ გამოვდგები.

ოთახში გაფითრებული დოდოშკა შემოვიდა. უშვერად შეიგინა და დივანზე გაგულისებით ისროლა ტელეფონი.

– ასეც ვიცოდი, – ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა ლალიკომ, – მოგიშალა, ხომ ნერვები? ადრე თუ გვიან, მიხვიდოდით აქამდე. ხომ გაფრთხილებდი?!

– რა გინდა, ქალო, შენ?! – მოულოდნელად, უხეშად მიახალა დოდოშკამ. სახეზე ხელები აიფარა და ატირდა. შემცბარმა ლალიკომ ტატას გადახედა.

– გაუშვი. იტირებს და მოეშვება.

– იტირებს, ჰო... ასეა, როცა ლაწირაკზე მზრუნველი დედიკოს როლს მოირგებ, – ჩაილაპარაკა ლალიმ და დოდოშკამაც იფეთქა:

– გააჩუმე რა, ქალო, ენა, როცა აზრზე არ ხარ, რას ლაპარაკობ! იმ ნაბიჭვარმა დამირეკა...

– ვინ? პაშკამ? – ჰკითხა ტატამ.

– არა, ჩემმა ყოფილმა. ნაგავი... ჩათლახი და ბოზი ხარო...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3