კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

სრული ნგრევა

არჩერმა დამხვდურს სავიზიტო ბარათის ნახევი გაუწოდა და ოთახი მოათვალიერა. ეს უფრო სახელოსნო იყო, ოღონდ ძალიან მდიდრულად მოწყობილი, ძვირფასი სავარძლებით და ხალიჩებით. ლამპაც მოჩუქურთმებულ მაგიდაზე იდგა... დაბალმა, პირქუში შესახედაობის მამაკაცმა ჯიბიდან მეორე  ნახევი ამოიღო და არჩერის ნაგლეჯს მიადო. ბარათი გამთლიანდა.

– დაბრძანდით, მისტერ არჩერ...

– იცით, ჩემი სახელი?

– რა თქმა უნდა. მე ძალიან ფრთხილი ვარ შეკვეთის მიღებისას. ყველაფერი უნდა გავითვალისწინო. ჯაგერი დამიძახეთ. სახლის რუკა მჭირდება.

– მოგიტანეთ. მე არქიტექტორი ვარ და აქ ყველა ის წერტილია აღნიშნული, რომელიც თქვენ დაგჭირდებათ.

– სახლი მთლიანად უნდა დაინგრეს?

– რა თქმა უნდა. აუცილებელია სრულად განადგურდეს, სახლი აღარაფერში მჭირდება.

– ჰო... განადგურება ყველას შეუძლია, მაგრამ ისე რომ გაანადგურო, ყველაფერი გაზის აფეთქებას ჰგავდეს, პროფესიონალი უნდა იყო. მე კი პროფესიონალი ვარ.

– რა უნდა გავაკეთო? – საქმიანად ჰკითხა არჩერმა.

– სახლი უნდა მომიმზადოთ. კონვერტით სახლის მისამართი, ეგ რუკა და ავანსი დამიტოვეთ. კიდევ გასაღები...

– ახლოს არავინ ცხოვრობს. არც სახლში ცხოვრობს ამჟამად ვინმე... დიდ ბეტონის ფილაზე დგას, მკვიდრად ნაგები სახლია... ქვის...

– რატომ ანგრევთ? – მოულოდნელად დაინტერესდა ჯაგერი-ოსტატი, – თუ არ გინდათ იქ იცხოვროთ, გაგეყიდათ.

– საქმე ისაა, რომ სახლი ანდერძით დამიტოვა მამაჩემმა. ანდერძში არის ერთი პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მისი გაყიდვა სამი წლის განმავლობაში მეკრძალება. მე კი ფული ახლა მჭირდება.

– გასაგებია. ახლა მაჩვენეთ, სად გადის გაზის მილი...

– აი, აქ... სასტუმრო ოთახის გვერდით პატარა სათავსოა... აქედან ადის სხვენში... იქ უხვევს და სამზარეულოში ჩამოდის. სხვენის კარსაც ღიად დავტოვებ...

– მისტერ არჩერ, ჩემი მომსახურება ძვირი ღირს. მზად ხართ ამისთვის?

– დიახ. ოცდახუთი ათასი ავანსად უკვე მოგიტანეთ.

– ძალიან კარგი... – ჯაგერმა კონვერტი გახსნა, ფული სწრაფად დათვალა და თავი კმაყოფილებით დააქნია, – ორი დღის შემდეგ სამუშაო შესრულებული იქნება. თქვენ ჩვეულებრივად იცხოვრეთ. საქმეს მე მივხედავ.

***

ჯაგერმა ფანარი ჩართო და სახლი ჯერ გარედან დაათვალიერა. დარაბები მჭიდროდ იყო ჩარაზული. მოეწონა და კარი გასაღებით გააღო. მისაღები ოთახი ძველებური, მასიური ხის ავეჯით იყო გაწყობილი. იქვე იყო ქვის დიდი ბუხარი და სხვენში ასასვლელი ხის მოჩუქურთმებული კიბე. სახლს ერთი კედლის გარდა, ყველა კედელი ყრუ და უფანჯრო ჰქონდა. კიბით სხვენში ავიდა. ყუთით ტროტილი აიტანა, ჩანთიდან პატარა აკუმულატორი ამოიღო და საქმეს შეუდგა. სწრაფად და პროფესიონალურად მოქმედებდა. მისი თითები მარჯვედ მოძრაობდნენ... თაიმერის ისრები თორმეტზე დააყენა და ისევ სასტუმრო ოთახში ჩამოვიდა. მანამდე კი სხვენის კარი საიმედოდ დახურა. გაიგონა კიდეც, როგორ გაიჩხაკუნა საკეტმა. საქმე დასრულებული იყო... ხელთათმანიანი ხელი კარის სახელურს მოჰკიდა და დაბლა ჩამოსწია. კარი არ დაემორჩილა. რამდენჯერმე კიდევ სცადა. სახელურს მთელი ძალით დააწვა, მაგრამ უშედეგოდ. გასაღები ამოიღო და ახლაღა შენიშნა, რომ კარს შიგნითა მხრიდან გასაღებისთვის განკუთვნილი ხვრელი საერთოდ არ ჰქონდა. დაიგმინა, მაგრამ, როგორც პროფესიონალს შეჰფერის, პანიკაში არ ჩავარდნილა... ამოისუნთქა და იერიში ისევ სახელურზე მიიტანა. სახელურმა ვერ გაუძლო დაწოლას და გატყდა. ჯაგერმა მოისროლა სახელური და სამზარეულოსკენ გაეშურა, მძიმე, მასიური ხის კარი ჩაკეტილი დაუხვდა. დარაბებსაც ვერ გააღებდა, ფანჯრებს შიგნიდან ხელის მოსაჭიდიც კი არაფერი ჰქონდა... ოთახში არ იყო არანაირი ნივთი, რაც სახლიდან გაღწევაში დაეხმარებოდა. „არჩერ! არჩერ!“ – მტკივნეულად გაუელვა ჯაგერს აზრმა და მაშინვე შეეცადა, თავი ხელში აეყვანა. დრო ჯერ კიდევ იყო. სახლიდან უნდა გაეღწია. აფეთქებამდე ორი საათი და ათი წუთი რჩებოდა. ჯაგერი სკამზე დაჯდა და დაფიქრდა. მერე კიდევ ერთხელ შეამოწმა ყველა კარი, მათ შორის სხვენისაც. სახლი მართლაც ძალიან მყარად და მკვიდრად იყო ნაგები... ჯაგერი მაინც არ დაეცა. ყველა ნათურა აანთო და ოთახის გულდასმით შესწავლა დაიწყო. შეკითხვა – „რატომ“? ანუ, რატომ შეიძლებოდა, არჩერს ასე გაეწირა, უკუაგდო და წინა პლანზე სხვა საკითხი წამოწია – „როგორ გავიდე სახლიდან“ – ბოლო და ყველაზე მწარე იმედგაცრუება მაშინ განიცადა, როცა ბუხარში დიდი წვალებით აძვრა და ბუხრის მილში ჩაბეტონებულმა რკინის ცხაურმა გზა გადაუღობა... ოფლში გახვითქული იატაკზე დაჯდა და ბედს შეგუებული კაცივით თავი ჩაქინდრა... აფეთქებამდე ცხრა წუთი რჩებოდა... 

სწორედ ამ დროს, ასაფეთქებლად განწირული სახლიდან ათი კილომეტრის დაშორებით, ერთ პატარა ბარში არჩერი შევიდა და ბარის დახლს მიუჯდა. ბარმენმა ვისკი დაუსხა და მრავალმნიშვნელოვნად შეხედა.

– რომელზეა დაგეგმილი აფეთქება?

– ზუსტად თორმეტზე...

ბარმენმა საათს შეხედა. თორმეტს სამი წუთი აკლდა...

– იქნება თორმეტზე. ჯაგერი შეცდომას არასოდეს უშვებს.

არჩერმა გაიღიმა.

– ჰო? და მაინც ერთი შეცდომა დაუშვა...

– როდის? სად? – მოიღუშა ბარმენი.

– ერთი წლის წინ, როცა ავეჯის მაღაზია გადაწვა. როგორ გგონიათ, საიდან ვიცი ამ მაღაზიის ამბავი? ან როგორ გამოვედი თქვენზე? დაგტერტ, თქვენ ეძებდით შემკვეთებს, ჯაგერი კი შემსრულებელი იყო...

– რატომ, იყო? – ბარმენი დაიძაბა.

– იმიტომ, რომ ზუსტად ერთ წუთში, ჩემს სახლთან ერთად ჰაერში აფრინდება... კლიენტები დაზღვევას იჯიბავდნენ, თქვენ ჰონორარს იყოფდით...

– ვინ ხარ და რა გინდა? ფული?

– არა. იმ ხანძარში, ავეჯის მაღაზიაში რომ გააჩინა შენმა პარტნიორმა, შერიფი დაიღუპა. ის მამაჩემი იყო.

– მამაშენი იყო? შენ სტიმსონი ხარ? – ბარმენი გაფითრდა.

– დიახ. არჩერ სტიმსონი. გეგონათ, დაზღვევის ფულის მითვისება მინდოდა? არანაირად. მე მაგ ფულზე უარი ვთქვი. ფული არ მაინტერესებს. ყველამ თავისი წილი უნდა მიიღოს. ბარმენი ჯერ ისევ შოკში იყო. მოულოდნელმა ამბავმა ისე გააოგნა, გონზე მოსვლა და აზრის მოკრება ვეღარ შეძლო. არჩერი შებრუნდა და ბარიდან გავიდა.

скачать dle 11.3