კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

მხოლოდ სიზმარი

ერთხელ, დილით, ამბა არსენის სენაკს მისი ორი მოსწავლე ეწვია და ბერს თავისი სათნო საქმეების შესახებ თხრობა დაუწყო. ისინი ერთმანეთში ხშირად კამათობდნენ, თუ ვინ უფრო მართალ ცხოვრებას ეწეოდა და ახლა ამის განსასჯელად მოძღვართან მოსულიყვნენ. მაგრამ იმ დილით მამა არსენი უჩვეულოდ მდუმარე იყო.

– ღამით უცნაური სიზმარი ვიხილე, – წარმოთქვა მან ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, – ხმა მომესმა, რომელმაც მომიწოდა: „წამოდი, კაცთა საქმენი უნდა გიჩვენო!“ მეც გავყევი. ხმამ ტყეში წამიყვანა. იქ ვიხილე ერთი კაცი, რომელიც ფიჩხს აგროვებდა. მას უკვე იმდენი ფიჩხი მოეგროვებინა, რომ ძვრას ვერ უზამდა. მაგრამ, იმის ნაცვლად, რომ ფიჩხის ნაწილი სადმე ცალკე გადაეწყო, იგი იმავე ადგილზე იდგა, ფიჩხს იხუტებდა და ჩეხას განაგრძობდა... შემდეგ მობრუნდა და უეცრად დავინახე, რომ იგი უცნაურად წააგავდა ერთ-ერთ თქვენგანს...

– შეუძლებელია! – წამოიძახა იმ მოსწავლემ, ვისაც მოძღვარმა მეტყველი მზერა მიაპყრო, – რას ამბობ, მამაო! მე ასეთ სიბრიყვეს არასდროს ჩავიდენდი!

– მეც ასე ვიფიქრე, – მიუგო მოძღვარმა და თხრობა განაგრძო: – შემდეგ ხმამ მითხრა: „განა ასე არ იქცევა ამქვეყნად მრავალი ადამიანი? ნაცვლად იმისა, რომ ამპარტავნება დააცხროს და მარადიულობაში ნაკლებად ცოდვილი გადავიდეს, რატომღაც, ტვირთს სულ უფრო მეტად იმძიმებს“.

შემდეგ ჭასთან აღმოვჩნდი. ვიხილე ერთი კაცი, რომელიც გულმოდგინედ ასხამდა წყალს ძირგატეხილ კოკაში და ასე ამაოდ ცდილობდა კოკის ავსებას. წყალი ძირს იქცეოდა, კოკა ცარიელი რჩებოდა და კაცი სულ ფუჭად ირჯებოდა. მაგრამ შემდეგ მან მოიხედა და...

– არა, მამაო, ალბათ, შეგეშალა! ნუთუ, ვერ შევამჩნევდი, რომ კოკა გატეხილია?! – სწრაფად წამოიძახა მეორე მოსწავლემ, როცა მოძღვრის მისკენ მიმართული მეტყველი მზერა შენიშნა.

– მეც ასე ვიფიქრე, – მშვიდად მიუგო მოძღვარმა და განაგრძო: – ხმამ მითხრა, რომ კაცი, რომელიც წყლის ავსებას გატეხილ კოკაში ცდილობს, ისეთ ადამიანს განასახიერებს, რომელიც, თუმცა სათნო საქმეებს იქმს, მაგრამ იქვე ბოროტსაც შეურევს და ამით ყოველივე საუკეთესოს ჩანასახშივე სპობს. შემდეგ კი მკითხა: „განა ასე არ იქცევა დედამიწაზე მცხოვრებთა უმრავლესობა?“

ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი, რადგან, უეცრად უმშვენიერეს ტაძართან აღმოვჩნდი. იქ ორი მხედარი ვიხილე. მათ ხელში მორი ეჭირათ ორივე ბოლოდან და ასე ცდილობდნენ ქალაქის კარიბჭეში შესვლას, მაგრამ, ვინაიდან არცერთ მათგანს მეორისთვის გზის დათმობა არ სურდა, მორმა შესასვლელი გადაუკეტა, მხედრები გარეთ რჩებოდნენ და ილანძღებოდნენ.

– ნუთუ ეს ჩვენ ვიყავით? – ერთხმად წამოიყვირეს მოწაფეებმა.

– არ ვიცი, ზურგიდან ვხედავდი და მათი სახეები არ მინახავს, – ამოიხვნეშა მოძღვარმა და დასძინა: – ხმამ მითხრა: „შეხედე ამ ადამიანებს, მათ „სიმართლის მორი“ მოაქვთ, მაგრამ ამას დიდი ამპარტავნებით იქმან. არცერთ მათგანს არ სურს, პირველმა დაიმდაბლოს თავი, რომ გამოსწორდეს, ამის გარეშე კი ვერცერთი მათგანი ღვთის სასუფეველში ვერ შევა!“

მიხვდნენ მოწაფეები, ვის გულისხმობდა მოძღვარი და დამწუხრდნენ.

– ეს მხოლოდ სიზმარია! – გაეღიმა მოძღვარს, – გიხაროდეთ, რომ ჯერ კიდევ გაქვთ დრო გასაღვიძებლად.

скачать dle 11.3