კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2020 (155)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)

რატომ ეგონათ, რომ მიცვალებულები ცოცხალთა ცხოვრებაში ერეოდნენ და როგორ აუვნებელყოფდნენ მათ

დაახლოებით 11 ათასი წლის წინათ, მორიგი, ვიურმული გამყინვარების ხანის დასასრულისას, კაცობრიობამ ახალ ეპოქაში შეაბიჯა – დგება მეზოლითის ხანა, გარდამავალი პერიოდი ნეოლითისკენ. დედამიწის მოსახლეობა ამ დროისთვის დაახლოებით სამ-ოთხ მილიონს შეადგენდა. პლანეტაზე დამყარდა მეტ-ნაკლებად მუდმივი, უცვლელი კლიმატი (როგორიც ამჟამადაა), ჩამოყალიბდა მცენარეული და ცხოველური სამყარო. ადამიანმა კი დაიწყო ამ სამყაროს თანდათან გადახალისება, ხელი მიჰყო მიწათმოქმედებას და ცხოველთა მოშინაურებას. ადამიანები იწყებენ ევროპის ჩრდილოეთის ათვისებას, აშენებენ სახლებს და ნავებს, აქტიურად იწყებენ საზღვაო რეწვას. ჩნდება ახალი იარაღები, გამოგონებულია მშვილდ-ისარი. დღესდღეობით ჩვენამდე მოღწეული ხელოვნების ნაწარმოებთა განსჯის მიხედვით, ადამიანთა შინაგანი სამყარო და რელიგიური წარმოდგენები რთულდება... მაგრამ, ვაი, რომ, რაც არ უნდა ეფიქრათ ჩვენს მეზოლით წინაპრებს სამყაროს საკრალურ საიდუმლოებებზე, იმაზე, რაც ადამიანთა მსხვერპლშეწირვებს ეხება, ისინი იყვნენ პირდაპირი და ერთგული გამგრძელებლები იმ ტრადიციებისა, რომლებიც ჯერ კიდევ ნეანდერტალელთა დროებიდან მომდინარეობდა. მათ შეინარჩუნეს თავის ქალის კულტი. ამასთან ერთად, თავის ქალა ხშირად ძალადობრივი სიკვდილის საკმაოდ არაორაზროვან ნიშნებს ატარებდა.

ეინანში, მდინარე იორდანის ველზე არქეოლოგებმა მიაგნეს მრგვალ, ხუთი მეტრი დიამეტრის აკლდამას (შესაძლოა, ოდესღაც ის საცხოვრებელს წარმოადგენდა), რომელშიც ქალი და კაცი ესვენა. აკლდამაზე წამომართული ქვის ფილა, რომელზეც მოთავსებული იყო ტრადიციული თავის ქალა, ამასთანავე შემორჩენილი ორი მალა, იმაზე მეტყველებდა, რომ თავი იყო მოკვეთილი. თუმცა ის შეიძლება ისეთი ადამიანისთვისაც მოეკვეთათ, რომელიც ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

მაგრამ ბავარიაში, გროს-ოფნეტის გამოქვაბულში, ნაპოვნი ოცდაცამეტი თავის ქალა სრულიად გამორიცხავს ყოველგვარ აზრს ბუნებრივ სიკვდილზე – მათზე შემორჩენილია ნაჯახისმაგვარი იარაღის დარტყმის კვალი მარცხენა საფეთქელთან. თავები განცალკევებული იყო სხეულისგან, ჩაწყობილი ორ ორმოში, დაფარული ოხრის სქელი ფენით და შემკული ირმის კბილებითა და გახვრეტილი ნიჟარებით. მსხვერპლთა უმეტესობას წარმოადგენენ ახალგაზრდა ქალები და ბავშვები, სულ მცირეს კი – კაცები.

თავის ქალის კულტი დიდ მნიშვნელობას იძენს ნეოლითის ეპოქაში ახლო აღმოსავლეთში. იერიქონში გათხრებისას ნაპოვნი თავის ქალების რამდენიმე ჯგუფი ქმნიდა წრედს ან ჩამწკრივებული იყო ერთ ხაზზე. აქვე თიხის აბაზანის ქვეშ აღმოჩნდა რამდენიმე ბავშვის მოკვეთილი თავი.

ამავე ეპოქას ეკუთნვის ადამიანის დამტვრეული და დამწვარი ძვლები, რომლებიც არქეოლოგებმა ახლო აღმოსავლეთში აღმოაჩინეს. ცნობილია, რომ „თავისიანებს“  ისინი ასე არ მარხავდნენ. ძვლებს ასე იმიტომ ანადგურებდნენ, რომ ადამიანებისთვის (მიცვალებულთათვის) მოესპოთ მკვდრეთით აღდგომის შესაძლებლობა – ასე შეიძლებოდა მოქცეოდნენ მტერს ან ბოროტმოქმედს (მსგავსი ანგარიშსწორების აღწერა, მაგალითად, შემოგვინახა უგარიტულმა მითებმა), მაგრამ ზოგიერთი მეცნიერი ამაში სამსხვერპლო წეს-ჩვეულებების კვალს ხედავს.

პალესტინასა და სირიაში ნეოლითის ეპოქაში ვითარდება სახლთმშენებლობა და ძალზე ხშირად საცხოვრებელი სახლების იატაკის ქვეშ არქეოლოგები აწყდებიან ადამიანთა ნეშტებს, ძირითადად, ბავშვებისას. მეცნიერები სხვადასხვანაირად ხსნიან ამ ფაქტს – პატარა ბავშვის დაკრძალვა უმეტეს კულტურაში ძალზე განსხვავდებოდა მოზრდილი ადამიანის დაკრძალვისგან. ხშირად ცდილობდნენ, რომ მოზრდილი მიცვალებულები გაეუვნებლებინათ, სახლიდან მოშორებით დაეკრძალათ, რათა ისინი არ ჩარეულიყვნენ ცოცხალთა ცხოვრებაში. ბავშვებს კი, პირიქით, პირდაპირ სახლებში მარხავდნენ. მიუხედავად ამისა, ბევრი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ბავშვთა ნეშტები იატაკქვეშ – „სამშენებლო“  მსხვერპლს წარმოადგენდა, ან ამ ადგილებში არსებულ ტრადიციას: მსხვერპლად შეეწირათ სიყრმის შვილი. საინტერესოა, რომ შედარებით ცოტა ხნის წინ (ნეოლითამდე) ახლო აღმოსავლეთის მცხოვრებნი, რომლებსაც დიდი ხანია, უარი ჰქონდათ ნათქვამი ადამიანთა მსხვერპლშეწირვაზე, მაინც მიიჩნევდნენ, რომ ბუნებრივი სიკვდილით გარდაცვალებულ ბავშვთა სახლის შიგნით დაკრძალვა, აღკვეთდა სხვა ბავშვების სიკვდილს.

საინტერესოა, რომ ადამიანთა მსხვერპლშეწირვის ფორმები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ნეოლითში (თავის მოკვეთა, ძვლების დამტვრევა და დაწვა) აშკარად გვახსენებს ნეანდერტალელთა დროებას. ნეანდერტალელთა ტვინი კი, რომელიც ჩვენსას მოცულობით აღემატებოდა, რამდენამდე უარესად იყო ორგანიზებული. ყოველ შემთხვევაში, ნეანდერტალელთა კულტურა, შესაძლოა კარგიც კი იყო იმ დროისთვის, ნეოლითის ხანაში არ შეიძლებოდა ყოფილიყო ზნეობის მისაბაძი ნიმუში. სამიწათმოქმედო მსხვერპლშეწირვა, პირიქით, „ახალი სიოს ქროლვას“ წარმოადგენდა. მაგრამ ისიც, მთელი თავისი „პროგრესულობის“ მიუხედავად, „მიწიერისკენ“ იყო მიდრეკილი.

მაგრამ, სწორედ ამ დროს დედამიწაზე უკვე ცივილიზაციის კერები ჩნდებოდა, რომლებმაც თავისი გულისთქმები ზეცისკენ მიმართეს, უარი თქვეს ადამიანთა მსხვერპლშეწირვაზე. სისხლით მორწყული ორმოები და სამსხვერპლოები ქვის გიგანტური ნაგებობებით შეცვალეს, რომელთა საკრალურ მნიშვნელობაზე დღემდე კამათობენ არქეოლოგები და ისტორიკოსები. მეგალითურ (მეგალითი – უზარმაზარი ქვებისგან აღმართული ნაგებობა – აკლდამა, სამლოცველო...) კულტურებს, რომლებიც თითქმის ერთდროულად და ხშირად ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩნდებოდა ევრაზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის სხვადასხვა კუთხეებში, თავისებურებები ახასიათებდა. მაგრამ, მათთვის საერთო იყო ცაში ატყორცნილი გრანდიოზული საკულტო ნაგებობანი ბრეტანსა და იბერიის ნახევარკუნძულზე, ირლანდიასა და ხმელთაშუაზღვისპირეთში... ისინი მოწმობდნენ ენეოლითის ეპოქას, კაცობრიობის ქვის ხანის დასასრულს და ბრინჯაოს ხანის დასაწყისს.

скачать dle 11.3