კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2017 (106)
ნოემბერი 2017 (212)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)

რჩევები ავტომოყვარულებს

კითხვა: სავალი ნაწილი წესრიგში არ მქონდა. ავტომობილი მივიყვანე ხელოსანთან, რომელმაც მითხრა, რომ შესაცვლელია, ეგრეთ წოდებული, „უდარნი ტიაგა“. არადა, დიდ ორმოში არასდროს ჩამირტყამს. შეიძლება, პატარა ორმოში ჩავარდნისგანაც გაფუჭდეს?

პასუხი: თუ უზარმაზარ ორმოში არ ჩავვარდით, ერთი ჩარტყმით მისი გაფუჭება, ძნელია. მაგრამ, ზამთრის შემდეგ დაბოლოებები და „უდარნი ტიაგა“, „შარავოი” უფრო იოლად ფუჭდება, ვიდრე სხვა დროს. გაფუჭების მიზეზი შეიძლება, ისიც გახდეს, რომ ზოგჯერ წლები გადის, მას არავინ ცვლის. ამიტომ, დამცავი რეზინა ხშირად ზიანდება, იპარება ჭუჭყი. ჭუჭყი საცხებ მასალას აშრობს და მოძრაობაში საკუთარ თავს თავად აზიანებს. თუ რაღაც პერიოდულობით, განსაკუთრებით კი, წლის ამ დროს, სავალ ნაწილს გადაამოწმებინებთ – ამ რეზინებს მოხსნიან, ხელმეორედ გაპოხავენ აღნიშნულ დეტალებს და საერთოდ, რეზინებს გამოცვლით, რაც მაქსიმუმ, ერთი ლარი ღირს და არასდროს ნებაყოფლობით არავინ ცვლის, სავალი ნაწილი კიდევ დიდხანს, წლობით იმუშავებს. თან, დაიცავს იმ დეტალებს დაზიანებისგან, რომელთა შეცვლაც გაცილებით ძვირი ღირს.

კითხვა: ავტომობილით მივადექი აღმართს და უცებ შევატყვე, რომ გაზის პედალს ფეხს ვაჭერ, ავტომობილი ღმუის, ძრავას თითქოს ბრუნი ემატება, მაგრამ სიჩქარე არ იმატებს. ცოტა ხანში გავჩერდი, დაველოდე და დავიძარი. რა იყო ამის მიზეზი?

პასუხი: თუ ძრავას ბრუნი იზრდება, მაგრამ სიჩქარეზე ეს არ მოქმედებს, ნიშნავს, რომ მოდების ქურო „დაბუქსავდა”. მოდების ქურო გაცვდა და მისი შეცვლაა საჭირო. დაბალ სიჩქარეზე ამას ვერ ატყობდით, მაგრამ, როდესაც უკვე მაღალ, მეხუთე ან მეექვსე სიჩქარეში გადართვისას, ქუროს დიდი ძალა დაადგა, მხოლოდ მაშინ აღმოჩნდება პრობლემა. მეორე მიზეზი – შესაძლოა, ძრავას უკანა ჩობალმა („სალნიკმა”) გააპარა ზეთი, მოხვდა მოდებასთან, ის ზეთით დასველდა და დაიწყო „ბუქსაობა”. მესამე – შესაძლოა, მწყობრიდან გამოვიდა რაიმე დეტალი, რომელმაც ვერ უზრუნველყო კარგი მოჭიდება და „დაბუქსავდა”. თუ ატყობთ, რომ ავტომობილი „ბუქსაობს”, მაგრამ გაჩერების გეშინიათ და მაინც გაზს აწვებით, ამ დროს მოდება განადგურდება. შეიძლება, ორი-სამი კილომეტრიც კი ვერ გაიაროთ – ის უბრალოდ, დაიწვება, ბოლი აუვა. აუცილებელია, მიმართოთ ხელოსანს, გაიგოთ ზუსტი მიზეზი და შეცვალოთ დაზიანებული დეტალი.

კითხვა: მანქანაზე დაყენებული მაქვს ნავიგაციის სისტემა და იაპონური რუკების დისკი მოჰყვა. მინდა ქართული რუკები ჩავწერო. იცით ვინმე, ვინც ამას ჩაწერს? ან თუ ვინმეს გაქვთ, გადაწერა თუ არის შესაძლებელი?

პასუხი: ამისთვის უმჯობესია, საქართველოს ოფროუდის ფედერაციას მიმართოთ. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც იციან, თუ არის შესაძლებელი, საერთოდ, მსგავსი რამის ჩვენს ქვეყანაში გაკეთება.

скачать dle 11.3