კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ბადალაშვილი

გვარის ფუძეა ბადალი, რომელიც არაბული სიტყვაა და ტოლფასს ნიშნავს. ბადალი ფეოდალურ საქართველოში სხვის ნაცვლად ბეგარის მომხდელს ნიშნავდა, კერძოდ, „ძეგლისდება” მეფეთ-მეფის გიორგის მიერ (მეთოთხმეტე საუკუნეში) ითვალისწინებდა შეუძლოდ მყოფი ხევისბერის მაგივრად ლაშქარში მისი ძმის ან სხვა ახლობლის წასვლას. ეს ინსტიტუტი ჩამოყალიბდა და განვითარდა მეთვრამეტე საუკუნეში, ცვალებადი შემადგენლობის მუდმივი მორიგი ჯარის შემოღებასთან დაკავშირებით. მორიგი ლაშქრის განაჩენი, 1774 წელს, ბადლობის ნებას აძლევდა სოფლის მღვდელს – „აღებ-მიცემის კაცს”; ასევე, გუთნისდედას, მეწისქვილეს და ზოგიერთი სხვა ხელობის მუშაკს. 

გვარი ბადალაშვილი სოფელ კოდაში გაჩენილი გვარია. ამ სოფელში, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის გვერდით, გაჩნდა სომხურ-გრიგორიანული ეკლესია და მისი წინამძღოლი – ტერტერა. სწორედ ამ წლებიდან  გაჩნდა მარჯანიშვილიდან – მარჯანოვი, მინაშვილიდან – მინაროვი, საღათაშვილიდან – საღათოვი და ასე შემდეგ. გვარი ბადალოვი, რომელიც ბადალაშვილისგანაა გაჩენილ-გადაკეთებული, გვხვდება 1886 წლიდან.

ბადალაშვილი ქართული გვარია, სომხები და რუსები კი დაინტერესებულები იყვნენ ქართული გვარების გადაკეთებით. ასე გაფორმდა 1863 წელს ბევრი გვარი და ეს პროცესი 1919 წლამდე გაგრძელდა.

ასე რომ, ბადალაშვილებიც, ბადალოვებიც და ბადალიანებიც ქართველები არიან.

საქართველოში 514 ბადალაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 242, თეთრიწყაროში – 145, რუსთავში – 53. არიან სხვაგანაც.

ქუჩულორია

ქუჩულორია რთულფუძიანი გვარია. ქუჩულორი შედგება ორი კომპონენტის, კერძოდ, საკუთარი სახელებისგან – ქუჩუ და ლორი.

ქუჩულორია იშვიათად გვხვდება ქუჩულიას ფორმითაც.

საქუჩლორიო უბანია ფოცხოში. ნაქუჩოლორი კი ტყე ბეთლემში, კერძოდ, ლებარკალაოეში. ნაქუჩულუ ბუჩქნარია ლეთორდეში (მუხური).

წალენჯიხასა და მის ახლომახლო სოფლებში მცხოვრები ქუჩულორიები მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეების მიჯნაზე საუფლისწულო აზნაურები ყოფილან.

მეორე ვარიანტით, გოქუჩულუა მცენარის აყვავებას ნიშნავს, ზმნის მიმღეობა – ქუჩულორი, ანუ „აყვავებული“, „აღმოცენებული“ – მიჩნეულია მეტსახელად.

მეოცე საუკუნის დამდეგს, უშაფათსა და წალენჯიხაში მოსახლე ქუჩულორიების ერთი ნაწილი აზნაურის წოდების იყო.

საქართველოში 168 ქუჩულორია ცხოვრობს: წალენჯიხაში – 51, თბილისში – 37, ზუგდიდში – 31. ცხოვრობენ სხვაგანაც.

ბაზიერაშვილი

გვარის ფუძეა საქმიანობის აღმნიშვნელი სიტყვა – ბაზიერი, რაც ქორ-შავარდენთა სანადიროდ დამგეშავ მწვრთნელსა და ყურისმგდებელს ნიშნავს.

1721 წლის აღწერაში მოხსენიებულია ყაფლანიშვილების მემამულე – გიორგი ბაზიერაშვილი, რომელიც ცხოვრობდა და ყმები ჰყავდა სოფელ ქციაში.

საქართველოში 108 ბაზიერაშვილი ცხოვრობს: თელავში – 74, თბილისში – 29, გურჯაანში – 5.

 

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3