კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

მითი? არა, რეალობა...

 

არცთუ იშვიათ ქალბატონები ვფიქრობთ, რომ ქალური მეგობრობა უმეტესწილად არ ამართლებს. ამბობენ კიდეც – ქალები მანამდე უდგანან მხარში და მანამდე იჩენენ ერთგულებას ერთმანეთის მიმართ, სანამ მათ შორის მამაკაცი ჩადგებაო. მეგობრობა წლებით გამოიცდება. ორი ადამიანის სიახლოვემ უნდა გაუძლოს ბევრ გამოცდას, გადალახოს ბევრი დაბრკოლება, რათა იქცეს ჭეშმარიტ მეგობრობად. ქალების მეგობრობა არ არის მითი – ეს რეალობაა. თუკი შენი მეგობრის პირადი ბედნიერება არ გახარებს, თუკი მის ცხოვრებაში გაჩენილი სიყვარული გასევდიანებს და თუნდაც სულ მცირე შურს გგვრის, აღარ გაქვს უფლება, საკუთარ თავს მისი მეგობარი უწოდო. ანუ, დაიწყეთ საკუთარი თავიდან: მოთხოვნები წაუყენეთ ჯერ საკუთარ თავს და ჰკითხეთ – ხართ კარგი მეგობარი, გულწრფელი და უანგარო? როცა პასუხი ზუსტად გეცოდინებათ, მხოლოდ ამის მერე  განიხილეთ მეგობრის საქციელი. ნუ გარისკავთ და ნუ გამოცდით თქვენს მეგობრობას. არ შეიძლება ემოციებზე, გრძნობებზე თამაში. შეცდომა მოსდის ყველას და შეუძლებელია იდეალური ურთიერთობა. დათმეთ იქ, სადაც დასათმობია და უთხარით თქვენს მეგობარს საყვედური, როცა მისი საქციელი თუ ქმედება გულს გტკენთ. ყოველთვის იფიქრეთ იმაზე, რომ გამოთქმა: „არ არსებობს მეგობრობა ქალებს შორის, რადგან  ქალებმა მეგობრობა არ იციან” – მითია, თანაც, კაცების მოგონილი მითი!

 

ჩხუბი?! – არა!

 

ჩხუბი ურთიერთობის ნაწილია. შეუძლებელია, ადამიანები ერთად იყვნენ, ერთად ცხოვრობდნენ და არაფერზე იკამათონ. ერთი აზრი ვერ ექნებათ. ასე არ ხდება, მაგრამ მცდარია მოსაზრება, თითქოს ჩხუბი საყვარელ ადამიანთან პოზიტივის მომტანი იყოს. დაიმახსოვრეთ – ჩხუბი არ არის სექსუალურობისა და ვნების მაჩვენებელი, მაგრამ, ტრაგედიადაც არ უნდა ვაქციოთ. ადამიანები ზოგჯერ ჩხუბობენ და ეს ნორმალურია. თუმცა, ნორმალურია მხოლოდ ზოგჯერ ჩხუბი და არა რეგულარულ რეჟიმში... თუ ატყობთ, რომ ჩხუბი თქვენი ურთიერთობის თანამდევი გახდა, უთხარით მას – „არა!”,  მოერიდეთ კამათის გამწვავებას, თუკი საყვარელი ადამიანის დაკარგვა არ გინდათ. როგორ განასხვავებთ ჩხუბს კამათისგან? ეს ძალიან ადვილია. ჩხუბის დროს აგრესია მეტია და სიტყვებსაც შეურაცხმყოფელს ირჩევთ, ისეთებს, რომლებიც თქვენს პარტნიორს განსაკუთრებით ატკენს გულს; კამათისას კი გაცილებით ფრთხილი ხართ.

ჩხუბს არა აქვს გამართლება. ჩხუბში ერთმანეთს არ ინდობენ. შეყვარებულ ადამიანებს შორის კი, შეიძლება იყოს საუბარი არდანდობაზე?! მაშინ, სადღაა სიყვარული, რომელიც ბუნებრივად გულისხმობს კომპრომისს?!

 

რას მალავენ მამაკაცები...

 

მამაკაცები გულმოდგინედ მალავენ თავიანთ კომპლექსებს. დიახ, მათ ისევე აქვთ კომპლექსები, როგორც ქალებს და ამაში არაფერია გასაკვირი, თუმცა, გულდასმით ცდილობენ მათ გადაფარვას სხვადასხვა მეთოდებით; ქალები კი, უმრავლეს შემთხვევაში, კომპლექსებს საერთოდ არ მალავენ და სწორედ ეს განასხვავებს ერთმანეთისგან ქალებსა და მამაკაცებს. 

რისი კომპლექსი შეიძლება აწუხებდეს კაცს? 

საკმაოდ მრავალფეროვანი სურათი წარმოგიდგებათ.

მამაკაცების ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს სიდაბლის კომპლექსი – დაბალი მამაკაცები ამას ძალიან განიცდიან. მართალია, არ აღიარებენ, მაგრამ, მთელი ცხოვრება ნერვიულობენ. თუ დაბალი მამაკაცი თანამდებობას მიაღწევს, შეეცდება, თავის გარშემო მაღალმა მამაკაცმა არ გაიჭაჭანოს...

ასევე, კაცებს აქვთ გამელოტების შიში – მას თმა სცვივა, ის თავს გადაიპარსავს, რათა ეს პრობლემა შეუმჩნეველი გახადოს; გაგიკვირდებათ, მაგრამ, მამაკაცს აქვს პაემნის შიში, მით უმეტეს – პირველი პაემნის. ამას ის არავითარ შემთხვევაში არ აღიარებს, მაგრამ, შეიძლება, ქალს საერთოდ არ შეხვდეს, თუ თავად ქალმა არ იაქტიურა; კაცებს ეშინიათ მამობის, თუმცა, ძნელად მოძებნით ისეთს, რომელიც ამას ხმამაღლა აღიარებს.

მამაკაცებს (ყოველ შემთხვევაში, მათ საკმაოდ დიდ ნაწილს) ძალიან ეშინია... სიბერის. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ, ასაკის მატებასთან ერთად, თავისზე გაცილებით უმცროს ქალთან ურთიერთობის სურვილი უჩნდებათ – ასე ცდილობენ, დაძლიონ კომპლექსი. ქალებმა უფრო ეფექტურ საშუალებას მიაგნეს – სიბერეს თანამედროვე მეთოდებით ებრძვიან; კაცები კი... რა ქნან – კომპლექსთან გამკლავება ადვილი არ არის...

 

ანგელოზი... შორიდან

 

მამაკაცები ხშირად უჩივიან იმას, რომ უყვარდათ ერთი ქალი, მაგრამ ის ქალი ქორწინების შემდეგ სულ სხვა არსებად ტრანსფორმირდა. სხვათა შორის, იგივე პრობლემა, არცთუ იშვიათად, აწუხებთ ქალებსაც... რა ხდება, რა არის ამის მიზეზი? იქნებ ის, რომ, როცა შეყვარებული ვართ, რეალობას ვერ ვხედავთ და, მერე, როცა თვალები აგვეხილება, ვნანობთ?! თუმცა, როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ, მიზეზი, ერთი შეხედვით, საკმაოდ მარტივია – ჩვენ პარტნიორი კი არა, ჩვენივე წარმოსახვის ნაყოფი გვიყვარდება, ჰოდა, შარშიც ამიტომ ვყოფთ თავს... რატომ?! იმიტომ, რომ წარმოსახვასთან ვერ იცხოვრებ. ძალიან სწრაფად აღმოაჩენ, რომ „ამას“ „იმასთან“ კავშირი არა აქვს და ციური კოშკებიც ხელის ერთი მოსმით ნადგურდება. ეს პრობლემა არ არის დამახასიათებელი მხოლოდ ქალებისთვის, კაცებიც არცთუ იშვიათად ებმებიან წარმოსახვის მახეში. 

შორიდან, შეიძლება, საფრთხობელაც ანგელოზად მოგეჩვენოს, ამიტომ, ჯობია, ახლოს მიხვიდე, ჯერ კარგად შეათვალიერო და მერე შეიყვარო... ანუ, აუცილებელია, კარგად გაიცნო ადამიანი, რომელთან ერთადაც აპირებ ცხოვრებას. შეიძლება, ყველაფერი ისე მაინც არ განვითარდეს, როგორც დაგეგმავ, მაგრამ განსხვავება ბევრად ნაკლები იქნება და, შესაბამისად, გულიც ნაკლებად გეტკინებათ... არ შექმნათ გმირი წარმოსახვაში, მით უფრო – არ შეიყვაროთ. ის მხოლოდ შორიდან არის ანგელოზი, ახლოს მოსული ჩვეულებრივ ცოდვილ ადამიანად გადაიქცევა და თავის ნაკლსაც დაგანახვებთ...

скачать dle 11.3