კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იძულება სიყვარულისთვის!

„ჩვენ ერთმანეთს ვერ გაგვყრიან…“

გასულ კვირას რფ-ის ნომერ პირველმა დიპლომატმა ფართო საზოგადოებას აუწყა, რომ „რუს და უკრაინელ ხალხს ვერავინ წააჩხუბებს, მიუხედავად „ომის პარტიის“ მცდელობებისა.“

მეტიც, ბ-ნი ლავროვის თქმით, რუსეთის ქმედებებს ერთადერთი მიზანი აქვს – შეინარჩუნოს უკრაინა როგორც ერთიანი სახელმწიფო და უზრუნველყოს ლუგანსკო-დონეცკელი სეპარატისტების პირდაპირი დიალოგი კიევთან („ტყუილი, ტყუილი, პაპიროსი პირში!“).

რფ-ელი ნომერ პირველი დიპლომატის თქმითვე, მათი უკრაინელი მეგობრები განიცდიან მომხდარს, ოღონდ, დარწმუნებულია, რომ ისინი არ იზიარებენ ულტრარადიკალიზმს და არ დაუშვებენ განხეთქილებას რუს ხალხთან (სულაც რომ მიწასთან გაასწოროს უკრაინა რუსულმა ბომბდამშენებმა?!). მაგრამ, იმავდროულად, აღნიშნავს, რომ აპირებენ, კვლავაც დაუჭირონ მხარი თავიანთ თანამემამულეებს უკრაინაში.

ერთი სიტყვით, ლოგიკა, ჩვეულებისამებრ, ურთიერთგამომრიცხავია, თუმცა, მოქმედების სტილი – ბუნებრივი: თუკი 2008-ში ჩვენ წინააღმდეგ ჩატარებულ ოპერაციას „იძულება მშვიდობისთვის“ ერქვა, უკრაინის შემთხვევაში უფრო მეტი რომანტიზმია – „იძულება სიყვარულისთვის“…   რადგან, თანახმად რუსული საყველპურო გამონათქვამისა: მóæ  ხüåò, çíჭ÷èò ëþხèò...

скачать dle 11.3