კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მანქურთები

მაშინ, როდესაც ქართული შეიარაღებული ძალები თავის დღეს აღნიშნავდა, „რუსთავი2-მა“ სიურპრიზი მოუმზადა და, არც მეტი, არც ნაკლები, გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს ქართველი ჯარისკაცები ცენტრალურ აფრიკაში ბავშვებზე სექსუალურად ძალადობდნენ, თანაც, ვითომ ფრანგულ წყაროზე დაყრდნობით.

ჩვეულებისამებრ, ეს ინფორმაცია სხვა ქართულმა სააგენტოებმაც აიტაცეს  და მხოლოდ მკითხველ-მაყურებლის ჯანმრთელი რეაქციის შემდეგ გაირკვა, რომ ფრანგულ წყაროში ქართველი სამხედროები მოძალადეებად ნახსენები არ ყოფილან, იმას გარდა, რომ, იმ ნაწილში, რომლის ფრანგი წევრები მსგავს დანაშულში არიან მხილებულნი, ქართველებიც მსახურობდნენ.

მეტიც, დანაშაულის სავარაუდო ჩადენის მომენტში ქართველი სამხედროების მისია ცენტრალურ აფრიკაში არც კი იყო დაწყებული. კერძოდ, საფრანგეთის სამხედრო ატაშემაც (ანდრე ევრარიმ) განმარტა, რომ არანაირი მინიშნება არ არსებობს, რომ ქართველი ჯარისკაცებიც არიან ჩარეული ცენტრალურ აფრიკაში ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში. მომყავს ციტატა: „საქმე გასულ წელს ცენტრალურ აფრიკაში ფრანგი ჯარისკაცების მხრიდან ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ეჭვის საფუძვლის გაჩენას ეხება. ეს გასულ წელს იყო და საფრანგეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა საქმის გამოძიება, რაზეც იუსტიციის მინისტრი და პარიზის ტრიბუნალი მუშაობს. ასე რომ, გამოძიება მიმდინარეობს.“

მეორე მხრივ, ქართულმა მედიამ ისეთივე ჟინით აიტაცა ეს ინფორმაცია, როგორც, თავის დროზე, ითქვა: „დავახრჩობ დედას, მოვგუდავ მამას“, და თუმცა „ნულოვანი ვარიანტით“, დამოუკიდებელმა საქართველომ უარი თქვა საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობაზე (არც ქონება მოითხოვა და არც ვალების გასტუმრება მოინდომა), როგორც ჩანს, სულიერი მემკვიდრეობის ძაფები კვლავ მტკიცეა. ახლა ისღა დაგვრჩა გასარკვევი: მანქურთად იბადებიან თუ დროთა განმავლობაში თანდათანობით ხდებიან?! – 

скачать dle 11.3